Sponsored Content

ველი უკვე მესამე წელია "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის" ციფრული პარტნიორია.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ველი ფართო ასორტიმენტისა და საფესტივალო ფასებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის წიგნებს და ამავდროულად, სასურველი მათი შეძენის შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებსაც, რომლებიც ვერ ახერხებენ ფესტივალზე მოხვედრას.

ამ გზით ის გაგიმარტივებს სიახლეების აღმოჩენას და მიწოდების სრულყოფილი სერვისით კართან მოგიტანს სასურველ ლიტერატურას.

"ველი პიროვნებაზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის არსიც ინსპირაციაზე დგას. შესაბამისად, ჩვენთვის ლიტერატურა, როგორც ადამიანების თვითგანვითარების გზა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ წიგნის ფესტივალის მხარდაჭერა უკვე ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციეთ." - თათია კარიაული, ველის ბრენდის ხელმძღვანელი

"ველი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, სადაც გვსურს მაქსიმალურად მოვერგოთ თითოეული მომხმარებლის ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ხშირად ვაახლებთ ასორტიმენტს და მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ წამყვანი ქართული და საერთაშორისო გამომცემლობების ბესტსელერებსა და გამორჩეულ ლიტერატურას." - ნათია ლურსმანაშვილი, ველის ბიზნეს ლიდი

ველის ციფრული თაროები სხვადასხვა მიმართულების წიგნებით ყოველდღიურად ივსება. აქ აღმოაჩენ:

  • ქართულ და ინგლისურენოვან ბიზნესლიტერატურას
  • საბავშვო წიგნების ქართულ და ინგლისურ სელექციას
  • Penguin Random House-ის, Gestalten-ის, Taschen-ის, Thames & Hudson-ისა და მომხმარებლის რჩეული, მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობების სპეციალურად შერჩეულ კოლექციებს
  • ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებს
  • ლიტერატურულ კლასიკას და ა.შ.

ფესტივალის ფარგლებში ველიზე მომხმარებელს თითქმის სრულ კოლექციაზე 50%-მდე ფასდაკლება და სპეციალური შეთავაზებები დახვდება. მოემზადე წიგნის ციფრული ფესტივალისთვის, შექმენი ღია სურვილების სია, გაუზიარე ნებისმიერ ადამიანს და შეიძინე სასურველი წიგნები ველიზე - მიიღე შეკვეთა უფასო მიწოდებით შენს კართან საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.