Sponsored Content

ველისა და Supergmiri.ge-ის საახალწლო პროექტი - მოიწვიე მეგობარი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალი წელი ბავშვებისთვის განსაკუთრებულად ჯადოსნური დღესასწაულია, რომელიც ძირითადად საჩუქრებთან და სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. ველისა და "სუპერგმირის" ახალი რეფერალური პროექტი საახალწლოდ ბავშვების დასაჩუქრების შესაძლებლობას ქმნის. ის ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ სუპერგმირის მოსაწვევი ლინკი მეგობარს გაუგზავნოს და მოუწოდოს, რომ გახდეს სუპერგმირი. თუ მოწვეული მეგობარი მართლაც გახდება დეკემბერში სუპერგმირი, მათი სახელით ველი და supergmiri.ge ბენეფიციარებს ყოველთვიურ ამანათთან ერთად საახალწლო საჩუქარს გაუგზავნიან.

პროექტში ჩართვა იმ შემთხვევაშიც შეგიძლია, თუ ჯერ არ ხარ სუპერგმირი - უბრალოდ გაიარე რეგისტრაცია www.supergmiri.ge-ზე და პირად ექაუნთში აღმოაჩინე ღილაკი "მოიწვიე მეგობარი" - გაუზიარე ეს ლინკი მეგობრებს სოციალურ მედიაში ან საერთო ჩატში, თუ ისინი შემოუერთდებიან პლატფორმას მათი ბენეფიციარი მიიღებს საახალწლო საჩუქარს. Ხოლო შენ ექაუნთში "ვირტუალური საჩუქრის ყუთი" გამოგიჩნდება, რომელიც მას შემდეგ გაეგზავნება ბენეფიციარს, როცა შენც გადაწყვეტ სუპერგმირობას.

თუ შენ უკვე სუპერგმირი ხარ, აღმოაჩინე უნიკალური მოსაწვევის კოდი შენს ექაუნთში - მოიწვიე მეგობარი, რომელმაც აუცილებლად 25 დეკემბრამდე უნდა დაადასტუროს შენი მოწვევა და გახდეს სუპერგმირი. ამ პირობის შესრულების შემთხვევაში საახალწლოდ შენი და მისი ბენეფიციარიც განკუთვნილ ყოველთვიურ ამანათთან ერთად, დამატებით საახალწლო საჩუქრებს მიიღებს.

ველი სუპერგმირთან 2023 წლის იანვრიდან თანამშრომლობს და ყოველთვიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტ ბენეფიციართან ამანათების უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც ნიშნავს, რომ სუპერგმირების დონაცია, სრულად ხმარდება ბავშვებისთვის აუცილებელ პროდუქტებს.

"Სუპერგმირობა ჯადოსნური გამოცდილებაა, და პლატფორმის არსებობის სამი წლის მანძილზე დავინახეთ, რომ ყველაზე ხშირად ახალი ადამიანები უკვე გამოცდილი სუპერგმირების რჩევით ერთვებიან პროექტში. Გვინდა საახალწლოდ ეს პრაქტიკა კიდევ უფრო წავახალისოთ, და ნებისმიერ ადამიანს მივცეთ მოტივაცია, გაუზიაროს ჩვენი პლატფორმა მეგობრებს. Მადლობის ნიშნად კი საახალწლო საჩუქარს მათი სახელით ბენეფიციარებს გავუგზავნით, რაც ვფიქრობთ სუპერგმირებისთვისაც საუკეთესო საჩუქარია. ." - მარიტა გენებაშვილი, სუპერგმირის თანადამფუძნებელი.

პროექტ "სუპერგმირის" ფარგლებში დღეისთვის უკვე 400-ზე ბავშვს ჰყავს სუპერგმირი. მათი დახმარებით ბავშვებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველთვიურად მათ საჭიროებებსა თუ ინტერესებზე მორგებული წიგნებით, განმავითარებელი სათამაშოებითა და სასკოლო ნივთებით სავსე ამანათი ეგზავნებათ.

"ველის წელს ახალი წელი ყველასთან მიაქვს და გვსურდა VELI.store-ის ამ პროექტში მხარდაჭერით იმ ბავშვებთანაც მიგვეტანა ახალი წელი, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ." - არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Related Topics

Business News

Colin M. Donohue - Kernel's New CEO

"I'm proud to serve his legacy and to make something which will touch millions of lives, and help unlock the potential of people whose opportunities are now limited."