Sponsored Content

VELI.store და GYM BREEZE დამეგობრდნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

VELI.store და GYM BREEZE დამეგობრდნენ

25-30 სექტემბერს ველისთან პარტნიორობით GYM BREEZE-ში პადელის სამოყვარულო ტურნირი გაიმართება. "GYM BREEZE" - ახალი რეკრეაციული პროექტია, რომელიც ნინოშვილის #64-ში მდებარეობს.

პროექტის მიზანი მომხმარებლისთვის აქტიური დასვენებისთვის შესაბამისი გარემოს შეთავაზება, საერთო ინტერესების ირგვლივ სოციალიზაციისა და ჯანსაღი, გასართობი აქტივობების ხელშეწყობაა. ამჟამად ტერიტორიაზე პადელის ოთხი კორტი მუშაობს. "ბრიზი" მომავალში სხვადასხვა სპორტის სახეობას, გარე სავარჯიშო დარბაზსა და პარკსაც გააერთიანებს

.

თამაშს, რომელსაც 80-მდე მონაწილე ეყოლება, ფედერაციის არბიტრები გაუძღვებიან. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები VELI.store-ისგან საჩუქრად 300-150 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ..

პადელი "საჩოგნო" სპორტია, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ველის, Gym Breeze-ის, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციისა და სხვა პარტნიორი კომპანიების საერთო მიზანი ამ სპორტის როგორც პროფესიონალური ასევე სამოყვარულო მიმართულებით პოპულარიზაციაა, რადგან პადელი რეალურად ყველასთვისაა.

თუ პადელი არასდროს გითამაშია ან სულ ახლახან გაიგე ამ სპორტის შესახებ, ცდისთვის არაერთი მიზეზი გაქვს.

პადელი ფიზიკური აქტივობის, გართობის, ჯანსაღი კონკურენციისაა და უბრალოდ მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების იდეალური კომბინაციაა. თამაშის სწავლა საკმაოდ მარტივია, რაც მას ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების ადამიანისთვის სასურველ სპორტად აქცევს.

ამ სპორტის კიდევ ერთი და მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თამაში წლის ნებისმიერ დროს შეგიძლია. პადელი ერთდროულად გართობის, სპორტული უნარების წარმოჩენის და სტრატეგიული სვლებით თამაშის საშუალებას გაძლევს.

თვალი ადევნე პადელის ჩემპიონატს 25 სექტემბრიდან და აღმოაჩინე ახალი ჰობი! გაიგე მეტი ტურნირზე.

Related Topics

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

Business News

Dyson Next Gen Living - უსაზღვრო ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების დემო ზონები

Dyson-მა ბუქარესტში რეგიონალურ ღონისძიებას უმასპინძლა

ინსპირაცია

15 ნაბიჯი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

უპირველესად, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, გეგმა შეადგინეთ, მოქმედება დაიწყეთ და შემდეგ შედეგებს გადახედეთ. ეს გზა არასოდეს გიმტყუნებთ

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ