Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

21-ე საუკუნის ქაოსური და გადატვირთული ცხოვრება, ქალაქური ხმაური და მუდმივი მოძრაობა ქმნის იმის საჭიროებას, რომ დღის ბოლოს აუცილებლად უნდა განიტვირთო ძალების აღსადგენად. სწორედ ამ იდეით, გიორგი ფეიქრიშვილმა და ბაგრატ ზედგენიძემ შექმნეს კომპანია "Villamo Construction ", რომელიც აშენებს თანამედროვე ტიპის კერძო დასახლებას წავკისში, ქალაქის ცენტრიდან (თავისუფლებიდან) 15 წუთის სავალ გზაზე.
Villamo Construction-ის პროექტი "Villamo Tsavkisi" თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე სრულად არის მორგებული, რომელიც მოიაზრებს ჯანსაღი, კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
"სიმწვანე, ბუნება, სუფთა ჰაერი, გამორჩეული ლანდშაფტი, სიმშვიდე - ყველაფერია რაც ჰარმონიული ცხოვრების საშუალებას მოგცემს. ამასთანავე, Villamo Tsavkisi ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით გამოირჩევა. მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია: რეკრეაციული ზონები, სკოლა/ბაღი, სამომხმარებლო ობიექტები…
და რაც მთავარია, 15 წუთში შეგიძლიათ მოხვდეთ ქალაქის ცენტრალურ უბნებში.
Villamo Tsavkisiს 14 ვილის მშენებლობა 27 სექტემბერს დავიწყეთ და 2025 წლის აგვისტოში დავასრულებთ. ვილები მწვანე კარკასის მდგომარეობაში ბარდება, რაც მოიაზრებს: პროექტის გარე მოპირკეთებას, კარ-ფანჯარას (ვიტრაჟულ სისტემას და ა.შ), შიდა სივრცის გალესვას, ელექტრო სისტემისა და სხვადასხვა კომუნიკაციების გაყვანას. ამ ეტაპზე აშენებულია 3 ვილა, რომელიც გადადის მწვანე კარკასის კონდიციაში" - გიორგი ფეიქრიშვილი, Villamo Construction-ის თანადამფუძნებელი.
Villamo Construction ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ეკომეგობრულ მასალებს ანიჭებს უპირატესობას და ამასთანავე ბაზარზე მოწინავე კომპანიებთან თანამშრომლობს.
• ჯეოსთილი - არმატურა;
• კომპანია გზა - ბლოკი;
• ალუტექი - კარ-ფანჯარა;
• SUN GUARD HIGH PERFORMANCE - ბრენდის ენერგო ეფექტური მინები;
• SIGENIA AUBI-ს მექანიზმები, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდი;
• ჰეფესტო - ბეტონი;
• საქკაბელი - ელექტროგაყვანილობა.
ვილამო შემოღობილი იქნება ბეტონის ღობით, ხოლო გარედან თბო ენერგო ეფექტური სპეციალური მასალა - XPS ექნება შემოკრული. ვილის გადახურვა ხდება ბიტუმის ტიპის ჰიდროიზოლაციით ხოლო დასახლება აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის სამეთვალყურეო კამერებით.
"Villamo Tsavkisi " ახალი, თანამედროვე ტიპის უბანია, სადაც კერძო დასახლება ვითარდება და მთავარი მიზანიც ის იყო, რომ შეგვექმნა მცირე დასახლება ქალაქთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებლებს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და შევუქმნათ დაცულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენთან კვადრატულის ფასი 1350 დოლარიდან 1400 დოლარამდეა, ხოლო ფართი 250 კვადრატიდან იწყება.
მნიშვნელოვანია, რომ Villamo Tsavkisiს ვილები საერთაშორისო სტანდარტების ყველა დაცვით შენდება" - ბაგრატ ზედგენიძე, Villamo Construction-ის თანადამფუძნებელი.
უნიკალური ლოკაცია, ლანდშაფტი, და მთის პანორამული ხედები Villamo Construction-ის მთავარი უპირატესობაა.