Get All Access for $5/mo

ვისთვის შეიქმნა Bloom & Blossom - ინტერვიუ კრისტინა მოსთან - VELI.store

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სხეულის მოვლის საშუალებები, კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ. ველის ციფრულ თაროებზე წამყვანი ბრენდების ინოვაციურ პროდუქტებ აღმოაჩენ, რომლებიც კანს კვებავს, ატენიანებს, იცავს და ამავდროულად ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ ბალანსს.

VELI.store-ზე სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების უდიდესი არჩევანია საქართველოში, რომელიც 400-მდე ბრენდსა და 15 000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს. ხშირად აქ იმ პროდუქტებს იპოვი, რომლებიც საქართველოში მხოლოდ ველიზეა ხელმისაწვდომი.

ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ველის ციფრულ თაროებზე ბრიტანულ ბრენდს Bloom and Blossom უჭირავს, რომელიც – ჯულია იულმა და კრისტინა მოსმა შექმნეს. მრავალშვილიანი დედების მიერ შექმნილი ეს საოჯახო ბიზნესი ორსულობის, მენოპაუზის, სხეულის მოვლისა და ველნესის პროდუქტებზე სპეციალიზდება. პროდუქციის მეცნიერულად დასაბუთებული, მაღალეფექტური ფორმულები კანს აჯანსაღებს, ამკვრივებს და აძლიერებს, ხოლო ბრენდის ველნესის ხაზი სიმშვიდისა და სიმსუბუქის შეგრძნებას ჩუქნის მომხმარებლებს.

ინტერვიუში კრისტინა მოსი – ბრენდის თანადამფუძნებელი Bloom & Blossom-ის შექმნის ისტორიასა და მთავარ მიზეზებზე საუბრობს:
მოგვიყევით თქვენი ბრენდის შესახებ. რამ შთაგაგონათ მისი შექმნა და რით გამოირჩევა იგი სილამაზის ინდუსტრიაში?

Bloom & Blossom-ი ჭეშმარიტად საოჯახო საქმედ დავაარსეთ. რძლები ვართ და ხმაურიან, მოუწესრიგებელ ცხოვრებას ვეწევით – ხუთი შვილი გვყავს ორივეს ერთად. გვსურდა, ეს ენერგია მიგვემართა ისეთი ეფექტური პროდუქტების შექმნისკენ, რომლებიც სხეულის მოვლასა და ჯანმრთელობას შეუწყობდა ხელს ნებისმიერ ასაკსა და ცხოვრების ეტაპზე. თავდაპირველად ორსულობის პერიოდისთვის განკუთვნილი ხაზით დავიწყეთ, ხოლო შემდეგ ბრენდი ჩვენს საჭიროებებთან ერთად იზრდებოდა. ახლა უკვე გვაქვს აქტიური ცხოვრების წესისთვის შექმნილი პროდუქტები და მენოპაუზის ხაზიც.

ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ და თავს შესანიშნავად გრძნობდეთ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სხეულის მიმღებლობა და ის, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი ჩვენი პროდუქტების გამოყენებისას. საოცარია, როგორ შეუძლია ხარისხიან პროდუქტებს განწყობის გაუმჯობესება, თვითშეფასების ამაღლება და ძილის ხარისხის გაუმჯობესება.

რით გამოირჩევა თქვენი ბრენდი სხვებისგან ორიგინალურობისა და სიახლეების კუთხით? იყენებთ განსაკუთრებულ ინგრედიენტებს ან ფორმულებს? და საერთოდ, რატომ არის თქვენი აზრით ავთენტურობა ასეთი მნიშვნელოვანი სილამაზის ინდუსტრიაში?

Bloom & Blossom ყველასთვისაა განკუთვნილი. ამაში ვგულისხმობთ ნებისმიერი ტიპის ადამიანს, მიუხედავად მისი ცხოვრების ეტაპის, წარმომავლობის, კანის ტიპისა თუ ცხოვრების წესისა. ჩვენ ვუჭერთ მხარს არასრულყოფილების მიღებასა და ინკლუზიურობას, რაც ხელს უწყობს საკუთარ თავზე ზრუნვასა და საკუთარი სხეულის მიმართ თავდაჯერებულობას.

ჩვენს პროდუქტებში ვიყენებთ მაღალი ხარისხის ტექნიკურ ინგრედიენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ მხოლოდ სახის მოვლის საშუალებებში გვხვდება. მაგალითად, ჩვენს ხელის კრემში 2.5% ნიაცინამიდია. ჩვენი ბრენდის განვითარება ჩვენი ცხოვრებისეული გზის ანარეკლია - ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც თავად გვჭირდება, როგორც დატვირთული გრაფიკის მქონე ქალებს. სწორედ ეს ანიჭებს ჩვენს ბრენდს განსაკუთრებულობასა და დანიშნულებას. ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ თითოეული პროდუქტი გულწრფელად არის შექმნილი.

სად მზადდება პროდუქცია? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში?

ჩვენი პროდუქცია მთლიანად დიდ ბრიტანეტში იწარმოება. ვასაქმებთ ადგილობრივ კადრებს, ხოლო ხელმძღვანელ პოზიციებზე მხოლოდ ქალები არიან დასაქმებულნი. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - გვსურს ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა და მათი მხრიდან პროდუქციის წარმოების პროცესში უშუალო ჩართულობა.

ვინ არის თქვენი მომხმარებელი საქართველოში, VELI.store-ზე?

Bloom and Blossom განკუთვნილია ყველასთვის – იქნება ეს დედა, რომელიც პირველ შვილს ელოდება, ადამიანი, რომელსაც უკეთესი ძილის რეჟიმი სჭირდება ან ვინც ასაკობრივი ნიშნების შემცირებას ცდილობს, ასევე ქალი, რომელსაც მენოპაუზის პერიოდში დაეხმარება ჩვენი პროდუქტები.

რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და VELI.store-თან თანამშრომლობა? როგორ ეხმიანება VELI-ს ხედვა ავთენტურობისა და ორიგინალურობის შესახებ თქვენი ბრენდის ღირებულებებს?

ძალიან გვახარებს საქართველოში VELI.store-თან ერთად შემოსვლა. საცალო მოვაჭრე პარტნიორებს განსაკუთრებული გულისყურით ვარჩევთ – მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს საერთო ხედვა სანდოობის, ინკლუზიურობის, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებისა და გარემოზე ზრუნვის საკითხებში.

რა სამომავლო თანამშრომლობას ან ინიციატივებს გეგმავთ VELI.store-თან? იქნებ გაქვთ კონკრეტული მიზნები, რომელთა მიღწევასაც ამ პარტნიორობით აპირებთ?

დიახ, მოუთმენლად ველოდებით VELI.store-თან თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ბაზარზე უფრო მეტ შესანიშნავ მომხმარებელთან ურთიერთობას. თვალყური ადევნეთ ჩვენს სიახლეებს!

აღმოაჩინე ბრიტანული ბრენდი Bloom and Blossom ველიზე და გამოცადე პროდუქტები საქართველოს ნებისმეირ წერტილში უფასო მიწოდებით.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".