Sponsored Content

ვქმნით თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებზე მორგებულ გამოცდილებას - ნიკა მატკავა, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში სერვისების მიღების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა სისწრაფეს, პროცესის უწყვეტობასა და კომფორტულ UI/UX-ს ენიჭება. განსაკუთრებით კი საბანკო სექტორში. რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი სრულად უნდა იყოს მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე მორგებული, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას, სულ რამდენიმე წამში ისარგებლონ სასურველი სერვისით და მარტივად განახორციელონ ტრანზაქციები.

სწორედ ასეთი პროდუქტების შექმნაზე მუშაობს საქართველოს ბანკი, სადაც საგადასახადო არხების მხარდაჭერას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს. საკუთარი და გუნდის საქმიანობის შესახებ კი გადახდების პროდუქტების მხარდაჭერის სპეციალისტი, ნიკა მატკავა გვესაუბრება.

"დღეს საქართველოს ბანკის საგადასახადო არხებით მილიონზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტების მხარდაჭერა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა, მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, სწრაფად და კომფორტულად განახორციელონ მათთვის სასურველი ტრანზაქცია და მიიღონ მაღალი ხარისხის სერვისები", - აღნიშნავს ნიკა მატკავა.

როგორც თავად გვიამბობს, მისი გუნდი საქართველოს ბანკში არსებული საგადასახადო არხების მხარდაჭერაზე მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მომხმარებლის მხრიდან შემოსული მოთხოვნების მონიტორინგს, გადამოწმებას და თანხების დროულად ასახვას უზრუნველყოფენ, რათა მომხმარებელმა მისთვის საჭირო მომსახურება სწრაფად მიიღოს.

"ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ ბანკის ყველა არხიდან შესრულებულ გადახდებს, რათა არ მოხდეს შეფერხება - შეფერხების აღმოჩენის შემთხვევაში კი ვახდენთ მის დროულ იდენტიფიცირებას და ვიწყებთ პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობს, რათა პროცესები შეფერხების გარეშე წარიმართოს", - ამბობს ნიკა.

როგორც განმარტავს, პროცესების უწყვეტობა და პრობლემების დროულად მოგვარება შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებსა და მომხმარებლებს, შეუფერხებლად განაგრძონ საკუთარი საქმიანობა.

ამისათვის ისინი იყენებენ მონიტორინგის სისტემებს, წინასწარ ახდენენ ძირითად სერვისებში ხარვეზის იდენტიფიკაციას და შემდეგ პროდუქტის დეველოპმენტის გუნდთან ან პროვაიდერთან ერთად მუშაობენ ხარვეზის აღმოფხვრაზე.

მიაჩნია, რომ საქართველოს ბანკის მთავარი მიღწევა გადახდის მარტივი და სწრაფი პლატფორმის - მობილბანკის შექმნაა, რომლითაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

"საქართველოს ბანკის მიერ ინოვაციური, მომხმარებელზე მორგებული, სწრაფი გადახდის სერვისების შექმნამ, გამოიწვია მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა, შედეგად, ბანკმა რეგიონშიც მოიპოვა აღიარება... ალბათ, ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ შევქმენით ისეთი გადახდის არხები, რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. ამით ჩვენ მათ ვუმარტივებთ ყოველდღიურობას", - აღნიშნავს ნიკა.

ამბობს, რომ საქართველოს ბანკის გუნდის მთავარი ორიენტირი ტექნოლოგიური განვითარება და მომხმარებლებისთვის თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქტების შექმნაა.

"საქართველოს ბანკი მუდმივად მუშაობს, რათა შექმნას თანამედროვე ადამიანის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებული სერვისები, რომლებიც დაეხმარება მათ, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად განახორციელონ სასურველი საბანკო ტრანზაქცია, განვითარებისა და სიახლეების იმპლემენტაციისკენ სწრაფვა კი თითოეულ გუნდის წევრს გვიბიძგებს, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ფეხი ავუწყოთ განვითარებას და გავიზარდოთ როგორც პროფესიულად, ასევე პერსონალურად", - აღნიშნავს ნიკა.

Related Topics

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

Business News

"ვენროლი" - ქართული სასწავლო მობილური აპლიკაცია

"ვენროლი" სწავლების მოქნილ, განსხვავებულ და თანამედროვე გამოცდილებას გთავაზობთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

"ყველაზე რთული იმ შიშის დაძლევაა, რომელსაც პირველი ნაბიჯის გადადგმა ჰქვია"

USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარი ქალი მეწარმეები საქართველოს რეგიონებიდან

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ