Get All Access for $5/mo

ვქმნით მომხმარებლისთვის გამორჩეულ გამოცდილებას - ელენე მაისურაძე, SOLO-ს გუნდის წევრი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში, წარმატებული კომპანიების მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს - ის არის ღერძი, რომლის გარშემოც იქმნება თითოეული სერვისი თუ პროდუქტი. შესაბამისად, მომხმარებლის კმაყოფილება ის მთავარი საზომია, რომლითაც ბიზნესები საკუთარი ინიციატივების წარმატებას განსაზღვრავენ.

გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ბანკის ინიციატივების მთავარი ღერძიც მომხმარებელია - თითოეული სერვისი თუ პროდუქტი მათი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება და მიზნად ისახავს, შესთავაზოს მათ მარტივი, კომფორტული და სწრაფი საბანკო გამოცდილება.

მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების უზრუნველსაყოფად კი შეიქმნა პრემიუმ საბანკო მომსახურების მიმართულება - SOLO, რომელიც სრულიად მომხმარებლის მოლოდინების გარშემო არის აწყობილი. კონცეფციის მთავარი იდეის თანახმად, მომხმარებელი ყველა მოვლენის ცენტრშია, სარგებლობს პრივილეგირებული საბანკო მომსახურებით და სერვისებით.

SOLO-ს გაყიდვების და ქსელის განვითარების დეპარტამენტის გუნდის წევრია ელენე მაისურაძე, რომელიც SOLO ლაუნჯის მენეჯერის პოზიციას იკავებს. ის SOLO-ს გუნდს 2015 წლიდან შეუერთდა. როგორც ამბობს ეს არის "ფინანსური სტაბილურობის, სანდო სივრცე, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად მათთვის საინტერესო საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს სთავაზობს".

ამბობს, რომ SOLO-ს გუნდის თითოეული წევრი ცდილობს, შექმნას მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული, ექსკლუზიური საბანკო მომსახურება.

"SOLO-ს გუნდი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყოველი დილა ახალი მიზნებითა და ახალი გამოწვევებით იწყება. გამიმართლა, რომ ამ გუნდის წევრი ვარ", - ამბობს ის.

გუნდის ძალისხმევის შედეგებზე მომხმარებელთა რაოდენობა მეტყველებს. დღეს საქართველოს ბანკის SOLO და Wealth Management-ის მომხმარებელთა რაოდენობა 92 ათასს აჭარბებს.

"ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევა სანდო და გულწრფელი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. შესაბამისად, თითოეული მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ადამიანი, ბანკირი, რომელიც დაეხმარება საჭირო სერვისების მიღებაში და შესთავაზებს მასზე მორგებულ, კომფორტულ, ფინანსურად მომგებიან პროდუქტებს, და დაადგენს მის საჭიროებებს", - განმარტავს ელენე.

აქვე ამატებს, რომ SOLO-ს გუნდის მთავარი ღირებულება მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაა.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს უდიდესი ემოციური ბმა გვაქვს მომხმარებლებთან. ყველაზე დიდ მოტივაციას მომხმარებლისგან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი მაძლევს. სწორედ ამ ურთიერთობის გამო მიყვარს ყველაზე მეტად ჩემი საქმიანობა", - ამბობს ელენე.

შესაბამისად, SOLO-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.

"ალბათ, გარედან არაა მარტივად შესამჩნევი, თუ რამხელა შრომას დებს ყოველდღიურად თითოეული თანამშრომელი, რათა შექმნას ექსკლუზიური მომსახურება და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი. თუმცა, ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მთავარი ღირებულება მომხმარებლის კმაყოფილებაა, ამიტომ არ ვიშურებთ ძალისხმევას და ყოველდღიურად ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი მომსახურება, რომელიც მათ განსაკუთრებულ გამოცდილებას შესთავაზებს. ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელობასა და შედეგებზე კი ჩვენი მომხმარებლების სიმრავლე მეტყველებს", - აღნიშნავს ელენე.

როგორც ამბობს, გამოწვევები ეხმარება მას, განვითარდეს კარიერულად და ყოველდღიურად ისწავლოს რაღაც ახალი, შექმნას გამორჩეული სერვისი და მომხმარებელი დასამახსოვრებელი გამოცდილებით უზრუნველყოს.

"SOLO-ს გუნდში ჩვენი მთავარი ორიენტირი მუდმივი განვითარება და თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შექმნაა. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ ინოვაციური გადაწყვეტების შექმნას, რომელიც მომხმარებელს გამორჩეულ გამოცდილებას შესთავაზებს", - აღნიშნავს ელენე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი