ვოლტ საქართველოსა და მაკ ჯორჯიას ერთობლივი ინიციატივა - სოციალური პასუხისმგებლობის და ახალგაზრდების მხარდაჭერის პრაქტიკული მაგალითი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიტანის მომსახურების ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია ვოლტმა, მაკ ჯორჯიასთან პარტნიორობით, წინასაახალწლოდ, ახალგაზრდების მხარდასაჭერად მორიგი ინიციატივა განახორციელა.

ვოლტმა მაკ ჯორჯიას საჩუქრად 87 კომპიუტერის ნაკრები გადასცა, რომელიც ორგანიზაციის ბენეფიციარ ბავშვებსა და ახალგაზრდებს განათლებისა და ციფრული უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

ვოლტ საქართველოსთვის ეს ინიციატივა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც არა მხოლოდ ბიზნესის განვითარება, არამედ იმ საზოგადოებისთვის რეალური ღირებულების შექმნაა, სადაც კომპანია ოპერირებს. ტექნოლოგიების გადაცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც განათლება და ციფრული კომპეტენციები წარმატების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად არის ქცეული.

მაკ ჯორჯია მრავალი წელია მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერაზე, მათ შორის, განათლების მისაწვდომობის, უნარების განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერების მიმართულებით. თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა ამ პროცესში ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ახალგაზრდებს არა მხოლოდ სწავლაში, არამედ მომავალ პროფესიულ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

ვოლტი საქართველოს გენერალური დირექტორი სერგი მარღანია აღნიშნავს, რომ მსგავსი თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია:

"ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესს შეუძლია და უნდა ჰქონდეს პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე. მაკ ჯორჯიასთან თანამშრომლობა სწორედ ის მაგალითია, როცა პარტნიორობა და ტექნოლოგიები რეალურ ცვლილებას ქმნის ადამიანების ცხოვრებაში", - აცხადებს სერგი მარღანია.

ვოლტის ინიციატივას მნიშვნელოვან და პრაქტიკულ მხარდაჭერად აფასებს მაკ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი ჯერემი გასკილი:

"ეს მხარდაჭერა ჩვენი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია. კომპიუტერებზე წვდომა მათ საშუალებას მისცემს, უკეთ ისწავლონ, განივითარონ ახალი უნარები და უფრო თავდაჯერებულად იზრუნონ საკუთარ მომავალზე", - აღნიშნავს ჯერემი გასკილი.

ვოლტ საქართველოსა და მაკ ჯორჯიას თანამშრომლობა ამ ინიციატივით არ სრულდება და მომავალშიც გაგრძელდება. ერთობლივი გეგმები მიზნად ისახავს კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის შესაძლებლობების შექმნას და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას საქართველოში.

ეს ინიციატივა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობა გადაიქცეს რეალურ სარგებლად საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მომავალ თაობას და განათლებაზე მისაწვდომობას ეხება.