📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Wewell - გურამ ჯობავას სტარტაპმა 1,25 მილიონი ევროს ინვესტიცია მოიზიდა და კანის მოვლის ონლაინ მარკეტფლეისს უშვებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wewell - პირადი დერმატოლოგი მობილურ აპლიკაციაში

კანზე ზრუნვა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი გარეგნობისთვის, არამედ - ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც. აქედან გამომდინარე, მას კომპლექსური მოვლა სჭირდება - სასურველია მოვერიდოთ შეუფერებელ კოსმეტიკურ პროდუქტებს და შევიძინოთ ჩვენს კანზე მორგებული, უსაფრთხო პროდუქცია. სწორედ ამ მიზნით, გურამ ჯობავამ და ვლადიმირ პეჩენიმ შექმნეს მობილური აპლიკაცია Wewell, რომელიც შტრიხკოდის გამოყენებით ამოიცნობს 550,000 კოსმეტიკურ პროდუქტსა და თითქმის 30,000 სახეობის ტოქსიკურ ინგრედიენტსა და ალერგენებს და გვეხმარება, აღმოვაჩინოთ ჩვენი კანის შესაბამისი თავის მოვლის საშუალებები.

Wewell წარმოადგენს მონაცემებზე დაფუძნებულ პერსონალიზებულ ასისტენტსა და მობილურ აპლიკაციას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, მარტივად იპოვონ მათი კანისთვის მორგებული კოსმეტიკური თუ თავის მოვლის საშუალებები − ყველანაირი სპეციფიკური განათლებისა და ქიმიური კომპონენტების ცოდნის გარეშე. Wewell ითვალისწინებს მომხმარებლის კანის მდგომარეობას (ნაოჭები, პიგმენტაცია და სხვა) და მას შესაბამისი კოსმეტიკური საშუალების მოძიებაში უწყობს ხელს. რეგისტრაციისას, მომხმარებლები ავსებენ დერმატოლოგებისა და ექსპერტების მიერ კოსმეტიკის ქიმიური შემადგენლობის შესახებ შექმნილ კითხვარს. ამის შემდეგ, ალგორითმი აფასებს, კონკრეტული მომხმარებლისთვის შესაფერისია თუ არა ესა თუ ის კოსმეტიკა.

სულ ახლახანს, ქართველი თანადამფუძნებლის მიერ შექმნილმა სტარტაპმა 1,25 მილიონი ევროს ინვესტიცია CB Investment Management-ისგან, Zero One Hundred-ისგან და ანგელოზი ინვესტორისგან, იაკუბ ბოროვიჩკასგან, მოიზიდა. 2024 წლის დასაწყისისთვის, Wewell-ის გუნდი ინოვაციური, პერსონალიზებული ბაზრის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გასაშვებად ემზადება. ახალი "მარკეტფლეისი" კანის მოვლის მოყვარულებს ელექტრონულ მაღაზიებთან დააკავშირებს და მომხმარებლები, დროისა და ფინანსების დაზოგვით, აპლიკაციაშივე შეძლებენ პროდუქციის შეძენას.

"2024 წლის დასაწყისისთვის, ვემზადებით ინოვაციური ბაზრის დასაანონსებლად. ე.წ. Marketplace, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, არამხოლოდ მოიძიონ მათზე მორგებული კოსმეტიკური პროდუქცია, არამედ - იმავე სივრცეში, პირდაპირ შეიძინონ პროდუქტები, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად შეესაბამება მომხმარებლების კანის პროფილს. ჩვენი პროდუქტების ვრცელი მონაცემთა ბაზისა და მეცნიერულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გამოყენებით, წამყვან კოსმეტიკურ ელექტრონულ მაღაზიებთან ერთად, მომხმარებლებს მივაწვდით უწყვეტ და ყოვლისმომცველ სავაჭრო გამოცდილებას", - განმარტავს Wewell-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ჯობავა.

ამჟამად Wewell აქტიურად ოპერირებს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ბაზრებზე და უკვე 250,000-მდე მომხმარებელს სთავაზობს მარტივ და უნიკალურ გზას, თავიდან აიცილონ თავის მოვლის არასასურველი საშუალებები და მოიძიონ/შეიძინონ ისეთი პროდუქცია, რომელიც შეესაბამება როგორც ალერგიული, ისე - აკნესკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანების კანს. მოზიდული ინვესტიციის შემდეგ კი, სტარტაპი სხვა ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს.

როგორ მუშაობს Wewell?

მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს ეხმარება, გამოარკვიონ, რამდენად სარისკოა ის კოსმეტიკური საშუალებები, რასაც ყოველდღიურად იყენებენ და ამასთან, მოიძიონ და შეიძინონ მათი კანის მოთხოვნების შესაბამისი, ალტერნატიული პროდუქტები.

მარტივი აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებლებს აქვთ საშუალება, დაასკანერონ ნებისმიერი კოსმეტიკური თუ თავის მოვლის პროდუქტის შტრიხკოდი და მიიღონ პროდუქტის ინგრედიენტების მყისიერი ანალიზი.

ამის შემდეგ, თავის მოვლის მოყვარულებს, შეუძლიათ შეავსონ კითხვარი და მიიღონ მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული და მიუკერძოებელი, პერსონალიზებული რეკომენდაციები კანის მოვლის პროდუქტებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც პლატფორმა მომხმარებლის უნიკალური საჭიროებების შესაბამის პროდუქტებს გაფილტრავს, დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა აპლიკაციიდან გაუსვლელად, საუკეთესო ფასად შეეძლებათ.

ინვესტორები, რომლებმაც სრული ნდობა გამოუცხადეს Wewell-ის გუნდს, თვლიან, რომ სტარტაპი არამხოლოდ ეხმარება მომხმარებლებს, თავი აარიდონ შეუსაბამო კოსმეტიკურ საშუალებებს, არამედ - ამცირებს თავის მოვლის საშუალებების უარყოფით გავლენას თავად გარემოზეც. საბოლოო ჯამში, მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებასთან ერთად, უკეთესობისკენ შეიცვლება მსოფლიო კოსმეტიკის ბაზარიც.

"ჯანმრთელობისა და თავის მოვლის მიმართ ინტერესი თანამედროვე სამყაროს ტენდენციაა. გადავწყვიტეთ, ინვესტიციით მხარი დავუჭიროთ Wewell-ს სწორედ იმიტომ, რომ ვხედავთ დიდ მომავალსა და პოტენციალს აპლიკაციაში, რომელიც აღიარებს კოსმეტიკური პროდუქტების უსაფრთხოებას", - აღნიშნავს მიხალ ნეშპორი, CB Investment Management ფონდის პარტნიორი.

"აპლიკაცია დაფუძნებულია დიდ იდეაზე, რომელსაც აქვს ძალა შეცვალოს კოსმეტიკის ბაზარი უკეთესობისკენ და ამით ჰქონდეს ძალიან დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. ამიტომ, აპლიკაციას ასევე აქვს უზარმაზარი ბიზნეს პოტენციალი. გარდა ამისა, Wewell დაკომპლექტებულია ენთუზიასტი და შრომისმოყვარე ადამიანების გუნდით, რომელსაც ხელმძღვანელობენ საკუთარ საქმეზე შეყვარებული დამფუძნებლები", - კომპანიის ფილოსოფიას აფასებს ანგელოზი ინვესტორი, იაკუბ ბოროვიჩკა.

"როდესაც კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქციებს ეხება საქმე, ვფიქრობთ, არც ისე განვითარებულები ვართ. შესაძლოა, ეს კლიშედ ჟღერდეს, თუმცა ძალიან რთულია იპოვო ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც შეესაბამება ჩვენი კანის ტიპს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ბოლო ათწლეულში ძალიან განვითარდა, ეს ყოველივე ნაკლებად აისახა კანის მოვლის სფეროზე.

თავიდანვე, Wewell ჩემთვის იყო უფრო მეტი, ვიდრე - უბრალოდ ბიზნესწამოწყება - ეს არის ერთგვარი პასუხისმგებლობა, შევცვალოთ საკუთარი თავის მოვლის გზა . ჩვენი მოგზაურობა დაიწყო მარტივი, მაგრამ ღრმა გაცნობიერებით: თავის მოვლა ინდივიდუალურია და ყველა იმსახურებს საკუთარი გზისა და იმ პროდუქტების პოვნას, რომელიც შეესაბამება მათ უნიკალურ საჭიროებებს.

მადლობას ვუხდით ჩვენს ინვესტორებს იმისათვის, რომ მოგვცეს საშუალება, განვაგრძოთ ეს მისია მათი მხარდაჭერით. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც გამოხატავას ნდობასა და რწმენას ჩვენი ხედვისა და ტექნოლოგიების მიმართ", - აღნიშნავს გურამ ჯობავა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი