Get All Access for $5/mo

WHO გვირჩევს: დაივიწყეთ ფრაზა ''სოციალური დისტანცია'' და ის ''ფიზიკური დისტანციით'' ჩაანაცვლეთ სოციალური ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CNN

დღესდღეობით ჩვენ ვცდილობთ დავრჩეთ შინ, თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს და დავიცვათ დისტანცია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სხვა ექსპერტები ჯანდაცვის სფეროდან გვირჩევენ, შევწყვიტოთ "სოციალური დისტანცირების" ცნების გამოყენება.

ტერმინი "სოციალური დისტანცირება" აღნიშნავს ძვირფასი ადამიანებისგან თავის შორს დაჭერას. WHO კი მიიჩნევს, რომ ამ ინტერპრეტირებით ადამიანები უფრო დაზარალდებიან, რადგან ფიზიკურად იზოლირებულად ყოფნა გარკვეულწილად ზრდის მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების რისკ-ფაქტორებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა ხაზი გაესვას იმას, თუ რამდენად კრიტიკულია ამ დროს სოციალური ურთიერთობების შენარჩუნება.

20 მარტს გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი პრაქტიკაში იყენებენ "ფიზიკური დისტანცირების" ცნებას, რადგან პანდემიასთან ბრძოლისას ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ სულიერი სიმშვიდე და დაუკავშირდნენ მათთვის საყვარელ ადამიანებს: "აკრძალვა არ არის სიცილზე, ოჯახთან საუბარსა და იმ გზების პოვნაზე, რომელიც ადამიანებთან დაგაკავშირებთ".

სოციალური კავშირები სასიცოცხლოდ აუცილებელია მენტალური ჯანმრთელობისთვის, − გვეუბნებიან ექსპერტები

კორონავირუსის შეჩერების მიზნით, აუცილებელია ფიზიკურად დისტანცირებულები ვიყოთ. ფიზიკური კონტაქტი და ინტერაქცია გამოათავისუფლებს ნივთიერებებს სხეულისა და ტვინისგან, მათ შორის − ენდორფინებს, სეროტონინსა და ოქსიტოცინს, რომელიც ბედნიერების ჰორმონებად მოიხსენიება და ამცირებს სტრესსა და ტკივილს. ფიზიკური სიახლოვისა და ადამიანებთან კონტაქტის შემცირება ადამიანის ფსიქიკისთვის მარტივი არ არის, სწორედ ამიტომაა საჭირო გავმიჯნოთ "სოციალური დისტანცია" და "ფიზიკური დისტანცია". როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ზაკი აღნიშნავს, შეგვიძლია შევინარჩუნოთ სოციალური კავშირები მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ერთმანეთს ვერ ვხედავთ: "ირონიულია, რომ ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენი დაშორების მიზეზად მივიჩნევდით, ახლა ჩვენი დამაკავშირებელია".

აღსანიშნავია, რომ ტერმინის შეცვლასთან დაკავშირებით, აზრი არაერთგვაროვანია. არსებობენ მეცნიერები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ტერმინის შეცვლა მათ აღრევას და საზოგადოების დაბნევას გამოიწვევს.

მასალა მომზადდა CNN-ის წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით.