Cyber Week Sale! 50% Off All Access

WISSOL-ი კორპორაციულ მომხმარებლებს ავტოპარკის მართვის მაღალტექნოლოგიურ GPS + TAG სისტემას სთავაზობს #მართე მარტივად!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wissol

თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესოპერატორების საქმიანობას მრავალი მიმართულებით გაცილებით უფრო მოქნილსა და ხარჯეფექტურს ხდის. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ბიზნესის ადმინისტრირების ეფექტიანი სტილის დამკვიდრება კი დღეს უკვე ქართულ ბაზარზეცაა შესაძლებელი.

#მართე მარტივად! − ეს WISSOL-ის დევიზია, რომელიც მის კორპორაციულ მომხმარებლებს, ავტოპარკის განკარგვის სრულყოფის მიზნით მაღალტექნოლოგიურ GPS+TAG- სისტემას სთავაზობს. აღნიშნული სისტემა ქართული ბაზარზე აქამდე არ არსებობდა და ის ნოვაციაა. უფრო ზუსტად, GPS+TAG-ი, შესაძლებლობას იძლევა მომხმარებლებმა უსაფრთხო და გამარტივებული წესით განახორციელონ საწვავის გამოყენება. GPS+TAG- სისტემა ერთი პლატფორმის მეშვეობით, კორპორაციულ მომხმარებლებზე მორგებული ფორმით ახდენს ავტოპარკის კონტროლს, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს დაზოგონ დრო და მოახდინონ არამიზნობრივი ხარჯების ოპტიმიზაცია.

WISSOL-ის გენერალურ დირექტორ ვასილ ხორავას განცხადებით: "ნავთობსექტორში ინოვაციური პროექტებისა და პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით, WISSOL-ი საქართველოში ლიდერი ბრენდია, რომელმაც ჯერ კიდევ 2001 წელს პირველმა დანერგა კორპორაციული ჩიპური ბარათი. ამ მიმართულებით, კომპანია დღემდე წარმატებით ავითარებს საბარათე სისტემის დახვეწილ, დაცულ, მოსახერხებელ სერვისს და ერთგულად ემსახურება თავის მრავალრიცხოვან მომხმარებელს. WISSOL PETROLEUM GEORGIA კორპორაციულ მომხმარებელს ავტოპარკის მართვის GPS-სატელიტურ სისტემასაც სთავაზობს, თუმცა GPS+TAG-სისტემა ავტოპარკის მართვის უახლესი მექანიზმია, რომლის მეშვეობით ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ავტოპარკის მართვა მარტივად, დაცულად და სრულყოფილად შეძლონ".

GPS+TAG-სისტემით კორპორაციული მომხმარებელი აკონტროლებს ავტოპარკის საწვავის ჩასხმისა და მოხმარების პროცესს, ავტომობილის სიჩქარეს, გადაადგილებას და ადგილმდებარეობას. საერთო ანგარიშიდან კონკრეტული მანქანის თუ მანქანათა ჯგუფის საწვავის მოხმარებისა და ლიმიტების შესახებ უწყვეტი ინფორმაციის მიღება დღის/კვირის/ თვის ჭრილში სისტემის დამატებითი უპირატესობაა.

GPS+TAG-ტექნოლოგიური სიახლის უპირატესობებსა და კომპანია WISSOL PETROLEUM GEORGIA-სთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე საუბრობენ პარტნიორი კორპორაციული კომპანიების წარმომადგენლებიც.

ლუკა ქვარცხავა − "გაერთიანებული ლოგისტიკური კომპანიის" ლოგისტიკის დეპარტამენტის მენეჯერი.

"მინდა აღვნიშნო, რომ ლოგისტიკური კომპანიის ფუნქციონირება, რომელიც ფლობს მიწოდების ფართო ქსელს, წარმოუდგენელია GPS-სისტემის გარეშე. WISSOL GPS+TAG-ის საშუალებით, ჩვენ საგრძნობლად გაგვიმარტივდა ავტოპარკის მონიტორინგი. ძირითადად, გამოვყოფდი რამდენიმე კრიტერიუმს, რომლის საშუალებით გაერთიანებულმა ლოგისტიკურმა კომპანიამ (ULC-მ) WISSOL GPS+TAG-ის საშუალებით შეძლო სამუშაო პროცესისა და ხარჯების ოპტიმიზაცია: ავტოპარკის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგი (ადგილმდებარეობა, სიჩქარე, პარკინგის ხანგრძლივობა, განვლილი მანძილი), ერთი საერთო ანგარიშის საშუალებით ნებისმიერ კონკრეტულ ავტომობილზე საწვავის მოხმარების ზუსტი კონტროლი, საწვავის ხარჯების საგრძნობლად შემცირება (მინიმუმამდე დავიყვანეთ საწვავის დანაკარგის რისკი), მარტივი და დაცული ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა, Delivery System-ში არსებული დროის დანახარჯის შემცირება, სწრაფი განვითარების შესაძლებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთლიანად ეს ფუნქციური ჯაჭვი გახდა სრულიად უსაფრთხო და მოსახერხებელი. WISSOL GPS+TAG-სისტემას შეგვიძლია დავარქვათ ახალი ერა ქართული ლოგისტიკის განვითარებაში და მის სამომავლო წარმატებაში".

ნიკოლოზ მესტვირიშვილი, კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-ს ფინანსური დირექტორი:

"GPS+TAG-სისტემით გაგვიადვილდა მანქანების მიხედვით საწვავის ხარჯვის კონტროლი. სისტემით სარგებლობა მარტივია. ბარათებით სარგებლობისას არსებობს რისკი, სხვის მიერ გამოყენებისა და დაკარგვის".

თამარ მახათაძე, კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" (KTW):

"GPS-სისტემით რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენს შვილობილ კომპანიებთან ერთად ვსარგებლობდი. დღეს, GPS+TAG-სისტემის დანერგვის შემდეგ კი უფრო კომფორტული და მოქნილი გახდა ჩვენი კომპანიის ავტოპარკის მართვა. მათ შორის საწვავის ლიმიტების განსაზღვრაც. ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქტებთან შედარებით, "ვისოლის" GPS+TAG- სისტემა გვაძლევს საშუალებას, შეუფერხებლად ვიმუშაოთ. სისტემას აქვს მარტივი და ეფექტური პორტალი, რომელშიც უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას და მარტივად ხორციელდება "რეპორტინგი" სხვადასხვა შიდა პროცესის დასაგეგმად. WISOLL-ის GPS+TAG-სისტემა განუყოფელი ნაწილი გახდა ჩვენი კომპანიის მუშაობის პროცესში. უპირველესად, აღნიშნული სისტემა გვეხმარება ავტოპარკის ყოველთვიური ხარჯის განსაზღვრაში, რაც მარტივად ხდება რეპორტების ანალიზით და საშუალებას გვაძლევს შევიტანოთ საჭირო ცვლილებები. გარდა ამისა, სისტემა ხელს გვიწყობს ჩვენი ბიზნესპროცესების შეუფერხებლად მართვაში".

თემურ ბერაძე, კომპანია "სილქნეტის" შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

"სილქნეტთან" და WISSOL GPS-თან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და წარმატებულად ვახორციელებთ სს "სილქნეტის" მფლობელობაში არსებული ა/პარკის ტრანსპორტის კონტროლს. პროგრამაში მკაფიოდ ჩანს სრული და ზუსტი ინფორმაცია. სს "სილქნეტის" ა/პარკი ნავიგაციის დახმარებით სრულად აკონტროლებს მის მფლობელობაში არსებულ ტრანსპორტს. ასევე, ნავიგაცია იძლევა საშუალებას კონტროლის ეფექტურად წარმართვის კუთხით, რაც გვიზოგავს დროს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ჟოზე ამერიკაში წავიდა!

"ჟოზე დარჩება ქართულ მულტფილმად და წარდგება ამერიკის ბაზარზე, როგორც ქართული მულტფილმი", − გიორგი მარშანია

Business News

საუკეთესო წინ არის!

2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში