Wolt-ის პლატფორმას ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რითეილერი "ალტა" შეუერთდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში დელივერი სერვისების ერთ-ერთ წამყვან კომპანია Wolt-ს მომხმარებლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აქვს — პლატფორმას ოფიციალურად შეუერთდა ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი რითეილერი - "ალტა".
ამ თანამშრომლობის შედეგად, თბილისში მომხმარებლებს შეუძლიათ, "ალტას" პროდუქცია — ტექნიკა, ელექტრონიკა, აქსესუარები და სხვა — Wolt-ზე სწრაფად და კომფორტულად შეიძინონ, საჭიროების შემთხვევაში კი, შეკვეთა მინიმალურ დროში მიიღონ.
"ალტას დამატება ჩვენი პლატფორმისთვის სტრატეგიული ნაბიჯია. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ სულ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი, განსაკუთრებით ტექნიკისა და ელექტრონიკის კატეგორიაში. ახლა მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, ტელეფონები, ლეპტოპები, მცირე საოჯახო ტექნიკა და სხვა მოწყობილობები პირდაპირ Wolt-იდან შეუკვეთონ, სწრაფად და კომფორტულად", - აცხადებენ ვოლტი საქართველოში.
რატომ არის ეს სიახლე მნიშვნელოვანი მომხმარებლებისთვის?
• ალტას ფართო ასორტიმენტი Wolt-ის პლატფორმაზე პირველად ხდება ხელმისაწვდომი.
• მომხმარებლებს შეუძლიათ, დროულად მიიღონ ტექნიკა, იმავე დღეს, ხშირ შემთხვევაში - რამდენიმე წუთსა თუ ერთ საათზე ნაკლებ დროში.
• Wolt-ის მეშვეობით შეძენა განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთი სასწრაფო საჭიროებების შემთხვევაში, როგორებიცაა მაგალითად - დამტენი, კაბელი, ყურსასმენები, მცირე ტექნიკა და სხვა.
• პლატფორმაზე მოქმედებს ყველა ის პირობა, რაც ფიზიკურ მაღაზიაში - ტექნიკის შემოწმება, გარანტია და ა.შ
Wolt აგრძელებს პარტნიორების ქსელის გაფართოებას და მომხმარებლისთვის როგორც ყოველდღიური, ისე სპეციალური საჭიროებების უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გადაწყვეტის გზებს და საშუალებებს ქმნის.
ალტას პროდუქციის შეძენა, ისევე, როგორც ვოლტის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში - საქართველოს 6 დიდ ქალაქში, ესენია ქუთაისი, ბათუმი,ზუგდიდი,, გორი, რუსთავი, თელავი.
"Wolt-ის მთავარი მისიაა, მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება და დავუზოგოთ ძვირფასი რესურსი — დრო. ალტას დამატებით ჩვენს მომხმარებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, ტექნიკა მიიღონ სწრაფად, უსაფრთხოდ და უმაღლესი ხარისხის სერვისით. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციას და ტექნიკის კატეგორია სწრაფად გახდება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Wolt-ის პლატფორმაზე", - აცხადებს Wolt საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.