Get All Access for $5/mo

World Marketing Summit 2023 - მსოფლიოს წამყვანი 150-ზე მეტი პროფესიონალი უკეთესი სამყაროსთვის ერთიანდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

World Marketing Summit (WMS) მარკეტინგის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესმოვლენაა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის პირველ პირებს, ბიზნესლიდერებს, უმაღლესი რგოლის მენეჯერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. წელს სამიტი ონლაინფორმატში 6-7 ნოემბერს გაიმართება.

WMS 2023-ის თემა "იდეები კრიტიკული პერიოდებისთვის" (Ideas for Critical Times) იქნება და სპიკერებს საშუალება მიეცემათ, შეთავაზებული 18 თემიდან ერთ-ერთის შესახებ ისაუბრონ.

150-ზე მეტ სპიკერს შორის არიან: თანამედროვე ბრენდინგის მამად წოდებული დევიდ აკერი; უორტონის ბიზნესის სკოლის პროფესორი დევიდ რაიბშტაინი; რეკლამირების სფეროს აიქონი და კანის რეკლამის ფესტივალის 50 ჯილდოს მფლობელი ვაშინგტონ ოლივეტო; აღმასრულებელი ქოუჩი მარშალ გოლდსმიტი; Apple-ის ყოფილი CEO, მარკო ლანდი; Microsoft-ის მარკეტინგის დირექტორი, ლუჩიანა ლანცეროტი.

World Marketing Summit დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი "მარკეტინგის საშუალებით უკეთესი სამყაროს" შექმნა და იდეის გარშემო ადამიანების გაერთიანებაა. ორგანიზაცია თანამედროვე მარკეტინგის ფუძემდებელმა, მარკეტინგის მამად წოდებულმა ფილიპ კოტლერმა დააფუძნა.

სამიტი მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს ყველაზე ინოვაციურ იდეებს კორპორაციული, კერძო, არასამთავრობო და აკადემიური სფეროებიდან, მიზანი კი მარკეტინგის საშუალებით სოციო-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნაა.

World Marketing Summit-ის განზრახვაა, მარკეტინგული სტრატეგიებით საფუძველი ჩაუყაროს გლობალურ ცვლილებებს, რომლებსაც დადებითი ეფექტი ექნება საზოგადოებასა და მომავალი თაობების ცხოვრებაზე.

WMS, როგორც მსოფლიოში მარკეტინგის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესმოვლენა, 2012 წლიდან ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში − დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, კანადაში და სხვ.

2020 წლიდან სამიტი, "კოვიდ"-პანდემიის საპასუხოდ, ონლაინ ფორმატზე გადავიდა. მიუხედავად დისტანციური ფორმატისა, eWMS 2020 ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და 88 წამყვანი საერთაშორისო ლიდერისა თუ მარკეტერის იდეები და დაკვირვებები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია. აღსანიშნავია, რომ შარშან World Marketing Summit-მა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია 160 ქვეყნის, 101 სპიკერისა და 50 მილიონი მაყურებლის გაერთიანებით 48-საათიანი ლაივსტრიმინგის დროს.

2024 წლიდან სამიტი ტრადიციულ ფორმატს დაუბრუნდება. სამიტის მასპინძლობის სურვილი უკვე გამოთქვეს იტალიამ, გერმანიამ და უზბეკეთმა.

ისტორიაში პირველად, WMS-ზე მონაწილეობას ქართველი სპიკერებიც მიიღებენ. გარდა ამისა, ქართული საზოგადოებისთვის და მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის სამიტი კიდევ ერთი მიზეზით არის გამორჩეული − Kolter Impact-ს ინიციატივით ყველა ქართველ სტუდენტს WMS-ზე დასასწრები უფასო ბილეთი გადაეცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ბილეთის ღირებულება საკმაოდ სოლიდურია, Kotler Impact-ის გუნდის მხრიდან ეს შემოთავაზება ქართველი სტუდენტების განვითარებაში დაბანდებული დიდი ინვესტიციაა.

სამიტზე დასწრებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, ბილეთის შესაძენად საჭირო პრომო-კოდის მისაღებად.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან