Get All Access for $5/mo

YES Hackathon Contain COVID-19-ის გამარჯვებული ახალგაზრდა წყვილის ინოვაციური ვებაპლიკაცია კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოსტირებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრისტალი

მარტში ფონდმა "კრისტალმა", USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ჩაატარა ონლაინჰაკათონი YES Hackathon Contain COVID-19, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი წყვილი გახდა: ანრი და ნატა.

ჰაკათონის მიზანი იყო სამეწარმეო იდეების მხარდაჭერა, რომლებიც Covid19-ის გავრცელებას ებრძვიან და ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა და რისკ-ფაქტორების შემცირებას ემსახურებიან. ბიზნესწამოწყებების დასაფინანსებლად, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალმა" გამოყო სასტარტო დაფინანსების სპეციალური ფონდი 50,000 ლარის მოცულობით. "კრისტალის" სტრატეგიული მიზანი სწორედ მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობაა, რომელსაც ორგანიზაცია ბევრი სხვადასხვა პროექტითა და აქტივობით ახორციელებს.

ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი იდეები მოიცავდა სხვადასხვა სფეროს, როგორებიცაა: სამედიცინო გადაწყვეტები, საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი, სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები, ონლაინსწავლების, კოლაბორაციის, კომუნიკაციის და მათი ხელშემწყობი სერვისები. ყველა პროექტს ერთი მიზანი აერთიანებდა – COVID-19-ის შეკავება.

საბოლოოდ, ჰაკათონის 6 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი ანრი ყუფარაძისა და ნატა სულაქველიძის წყვილია. მათ წარადგინეს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ვებაპლიკაცია, რომლიც მეშვეობითაც COVID-19-ით გამოწვეული ბაქტერიული პნევმონიისა და ვირუსული პნევმონიის დისტანციურად დიაგნოსტირებაა შესაძლებელი.

წყვილი მიიჩნევს, რომ მეწარმეობით დაინტერესების მთავარ მოტივატორად მათთვის სწორედ ჰაკათონი იქცა: "სიმართლე გითხრათ, ჩემი და ანრის საერთო ინტერესებში შედის საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოცდა, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და მათი დახვეწა. ჰაკათონმა ჩვენ ამის შესაძლებლობა მოგვცა. ასევე, იმდენად დაგვაინტერესა მეწარმეობით, რომ კრისტალის მეწარმეთა სკოლაშიც ჩავერთეთ. თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ასეთ პროექტში მონაწილეობის მიღება უკვე გამარჯვება იყო, იქ მიღებული გამოცდილებისა და ჰაკათონის გუნდის გაცნობის გათვალისწინებით".

უფრო დეტალურად რომ აღვწეროთ, ანრიმ და ნატამ ჰაკათონზე წარადგინეს "COVID-19-ით გამოწვეული ბაქტერიული პნევმონიისა და ვირუსული პნევმონიის დიაგნოსტიკის დისტანციური სერვისი", რაც გულისხმობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ვებაპლიკაციას, რომლის გამოყენებითაც რენტგენის ფოტოს ატვირთვით, მომხმარებლისთვის ცნობილი ხდებოდა 98%-იანი სიზუსტის მქონე დიაგნოზი. ანრისა და ნატასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "კრისტალის" სრული გუნდის მხარდაჭერა და რწმენა იყო, რომელიც 72-საათიანი ურთიერთობის დროსაც და მის შემდეგაც არ დაიშურეს: "ამ პროექტმა მიგვახვედრა, რომ თუ მოინდომებ, შეგიძლია 72 საათში რჩევების მოსმენით ახალ ცოდნას დაეუფლო და გამოიყენო. და ყველაზე მთავარი – მეხსიერებაში დაგვიტოვა ძალიან სასიამოვნო მოგონებები. ამჟამად, ჩვენი ამ პროექტით დაინტერესებულია ინვესტორი აშშ-იდან, რომელთანაც ვგეგმავთ ურთიერთობის გაგრძელებას. საქართველოში, ჯერჯერობით მონეტიზაციისგან თავს ვიკავებთ და ასეთ რთულ პერიოდში უფასოდ ვთავაზობთ ჩვენს სერვისს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასა და კერძო პირებს. მათ შორის, დადგენილი გვაქვს COVID-19-ის 30-მდე დადებითი დიაგნოზი, რისი გათვალისწინებითაც ამ კონკრეტულ შემთხვევებში მალევე მოხდა რეაგირება. ჩვენი სერვისით სარგებლობენ პაკისტანშიც, საიდანაც მედიცინის დოქტორი, ქალბატონი ბჰუტტა ჩვენი სერვისის შედეგებზე დაყრდნობით იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და კოლეგებს მოუწოდებს მისი გამოყენებისკენ. ამ სერვისის გარდა, ჩვენ მზად გვაქვს კანის სიმსივნის ამომცნობი – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაცია, კანის სხვადასხვა დაავადების ამომცნობი, სხვადასხვა რესპირატორული დაავადების კლასიფიკატორი; აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის მედიცინასთან ადაპტირებაზე და ვგეგმავთ ეტაპობრივად ყველა სფეროს შევეხოთ, სადაც ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება", – გვიყვება ნატა.

ონლაინჰაკათონის მსვლელობისას მონაწილეებს დახმარებას უწევდნენ მენტორები. Entrepreneur-ი პროექტში ჩართულ ერთ-ერთ მენტორს ესაუბრა. მონიკა ფილიშვილი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" სადაზღვევო პროდუქტების კოორდინატორი და 2018 წლის ოქტომბრიდან პროგრამა Yes Georgia-ს მენტორია. ონლაინჰაკათონშიც მონიკა მონაწილეებს წარმოდგენილი ბიზნესპროექტების ფინანსურ დაგეგმარებაში ატრენინგებდა. მენტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი დროული გამოძახილი იყო იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც გამოხატა სურვილი საკუთარი წვლილი შეეტანა პანდემიის დაძლევის საერთო საქმეში და რადგან "კრისტალის" სტრატეგია მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობაა, ამ მიზნით ჩატარებულმა ჰაკათონმა დიდი როლი ითამაშა კორონავირუსის პანდემიის დროს: "ჩვენი მისწრაფებაა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა მეწარმეებს და დავეხმაროთ მათ იდეების სრულყოფაში. ონლაინჰაკათონ YES Hackathon Contain COVID-19-ის ჩატარებამ შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო ინოვაციური ბიზნესიდეების, ახალგაზრდა მეწარმეების პოტენციალისა და მათი გადაწყვეტილებების წასახალისებლად და მხარდასაჭერად, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარია და მსგავსი პროექტების მომავალში ჩატარება, ვფიქრობ, დიდ სტიმულს მისცემს როგორც ახალგაზრდებს, ასევე ქვეყანაში ბიზნესპოტენციალის აღმოჩენას, რეალიზებასა და განვითარებას".
Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

სიახლეები

Mytalent.io - რეკრუტინგი საერთაშორისო სტანდარტით

MyTalent.io-ს მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით არსებული გერმანულენოვანი ტალანტების დაკავშირება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის დამსაქმებლებთან