ყოჩაღები - ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია! ბიზნესის მომარაგების თანამედროვე კულტურა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყოჩაღები - ბიზნესის მომმარაგებელი კომპანია უკვე მერვე წელია, საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ სხვადასხვა ბიზნესს ინდუსტრიული ქაღალდის პროდუქციით, ქიმია-ჰიგიენის საშუალებებით, სამეურნეო, საოფისე და საკანცელარიო ნივთებით ამარაგებს.
ყოჩაღი მომარაგება, შეკვეთის ზუსტ, უფასო მიწოდებასა და დისტრიბუციას გულისხმობს. კონკურენტული ფასებით და ექსკლუზიური ციფრული პლატფორმით, კომპანია პარტნიორებს საოპერაციო პროცესების გამარტივებაში, დროული მიწოდების დაგეგმვასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში ეხმარება.
კომპანიის შესახებ გიორგი კლარჯეიშვილი, დამფუძნებელი და დირექტორი:
"ყოჩაღებმა" დაარსების დღიდან საინტერესო და დინამიური გზა გაიარა. თავდაპირველად ეს მარტივი მექანიზმის ბიზნესის იდეა იყო, რომელმაც თავის "სიმარტივით" მოგვხიბლა, მოგვიანებით კი აღმოვაჩინეთ, რომ სადისტრიბუციო და მომარაგების სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო და ამ ცვლილებების ინიციატორები ჩვენ უნდა გავმხდარიყავით.
ცვლილებები მომარაგების სექტორში
სადისტრიბუციო და მომარაგების ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიებით. სამწუხაროდ მომარაგების ბიზნესი სანდოობით არ სარგებლობს. საჭიროა მოიპოვო პოტენციური და არსებული პარტნიორების ნდობა, შექმნა მათი ლოიალობა და ამის ერთადერთი გზა ზუსტი მიწოდების სერვისია, როგორც პროდუქციის ხარისხის, რაოდენობის და სპეციფიკის გათვალისწინებით, ასევე პუნქტუალობის კუთხით.
სამუშაო მექანიკაც ასეთია: 1) მივაწოდოთ ზუსტად ის, რაც სურთ. 2) მივაწოდოთ ზუსტად იმდენი, რამდენიც სურთ. 3) მივაწოდო ზუსტად მაშინ, როცა სურთ. 4) მივაწოდო ზუსტად იქ, სადაც სურთ.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, კმაყოფილების შესაქმნელად აუცილებელია მომხმარებელს იმაზე მეტი შესთავაზო, ვიდრე ელის. თანმიმდევრულად მივყევით გამოწვევებს და ვფიქრობ გავხდით მეტი, ვიდრე მომმარაგებელი კომპანია, ჩვენი პარტნიორებისთვის ყველაზე კომფორტული, ციფრული სერვისი შევქმენით, შევქმენით ბიზნესის მომარაგების თანამედროვე კულტურა.
ბიზნესის მომარაგების თანამედროვე კულტურა
ირაკლი ლეკიშვილი, დამფუძნებელი და ციფრული პროექტების ხელმძღვანელი:
ყოჩაღები სხვადასხვა ბიზნესს: ოფისებს, რესტორნებს, ბარებს, სასტუმროებს, სალონებს, სპორტ დარბაზებს, მაღაზიათა ქსელებს ვამარაგებთ.
ყოჩაღი მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი ციფრულია, რაც ჩვენს პარტნიორებს შესყიდვების სწორ დელეგირებასა, დროის და ხარჯების შემცირებაში ვეხმარებით. ჩვენი პარტნიორი ბიზნესები, რომლებიც ბევრ ფილიალს მოიცავენ, მაგალითისთვის: ICR Group, Dressup Group და სხვა, ჩვენს ციფრულ პლატფორმაზე, ინდივიდუალურად მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოში, წინასწარ შექმნილი შეკვეთის ფორმით უკვეთავენ პროდუქტებს, რისთვისაც დაახლოებით 5 წუთია საჭირო. წარმოიდგინეთ ათეულობით ფილიალის 5 წუთში მომარაგება რაოდენ დიდი კომფორტია.
ყოჩაღების პლატფორმაზე, პარტნიორი კომპანიის შესყიდვების მენეჯერის ანგარიშზე, ფილიალების ქვეანგარიშებს ვქმნით.
თითოეული ფილიალის მენეჯერი მისთვის საჭირო პროდუქტებს ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად ქვეანგარიშიდან უკვეთავს.
ფილიალების მენეჯერების მიერ განთავსებული შეკვეთები არქივში რჩება და გამჭვირვალეა შესყიდვების მენეჯერისთვის.
შეკვეთის განთავსების პარამეტრებს თავად კომპანია ადგენს: პროდუქტის სახეობა, რაოდენობა, ბიუჯეტის ლიმიტი და სხვა.
პლატფორმაზე თვალსაჩინოა ფასის ცვლილება, ხელმისაწვდომია შესყიდვების ანალიზი/რეპორტინგი სასურველი დროისა და ფილიალების ჭრილში, რაც ასევე დიდი კომფორტია შესყიდვების თუ ადმინისტრაციული მენეჯერისთვის.
აღსანიშნავია, რომ თითოეული პარტნიორისთვის გარემო, ე.წ. ანგარიში და ანალიტიკის ხელსაწყოები არის ინდივიდუალური და მათი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული.
შედეგად ვიღებთ მარტივ პროცედურას, მუდმივად მომარაგებულ ბიზნესს, შესყიდვების მზა რეპორტს მომავალი ბიუჯეტირებისთვის, ანალიტიკას, დაზოგილ ხარჯებსა და დროს.
გვანცა სხირტლაძე, მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების მენეჯერი:
ჰიგიენის საშუალებები თუ საკანცელარიო ნივთები ყოველდღიური საჭიროების გარდა, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც დიდი როლი აქვს როგორც თანამშრომლის, ასევე სტუმრის თუ მომმხმარებლის კმაყოფილების შექმნაში.
"ყოჩაღებმა" დაარსებიდან დღიდან მრავალმხრივი გამოცდილება დააგროვა. კომპანიის პორტფოლიო და გუნდი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ახალ საჭიროებებსა და გამოწვევებს ქმნის, რის ფონზეც მისიად თანამედროვე მომარაგების კულტურის შექმნა რჩება.
ეს ყველაფერი ისე ჟღერს, თითქოს მხოლოდ შეკვეთა-მიწოდების სერვისზე ვსაუბრობთ. რეალურად ამ ყველაფრის უკან ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი დგას:
საუკეთესო პროდუქციის შეერჩევა და ასორტიმენტის დაკომპლექტება.
მოლაპარაკება მომწოდებლებთან და გამყიდველებთან.
პროდუქციისა და საქონლის მიწოდების, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ზედამხედველობა და მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ხარისხის კონტროლი და პროდუქტის უვნებლობა.
ბაზრის ტენდენციების და მომხმარებლის ინტერესების კვლევა.
მარაგების დონის შენარჩუნება პარტნიორების უწყვეტი მომარაგებისთვის.
ტექნოლოგიური უზრულვეყოფა და მუდმივი განვითარება.
ეს ყველაფერი მოკლე ჩამონათვალია. გვსურს ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ხარისხიანი პროდუქცია და ეფექტიანი მომსახურება შევთავაზოთ, სასურველ დროსა და ადგილას, რაოდენობრივი სიზუსტის დაცვით ისე მოვამარაგოთ, როგორც "დაგვაბარებენ".
ჩვენი სახელით და სლოგანითაც ამას გამოვხატავთ: ყოჩაღები - ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია!
მეტი ინფორმაციისთვის: Kochagebi.ge