ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე - მეტროპოლის საახალწლო კამპანია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საახალწლო პერიოდი ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული მომენტია - დრო, როცა გეგმები ხელახლა ფორმირდება და მომავალზე ფიქრი უფრო ნათელი ხდება. ეს არის სეზონი, როდესაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ახლებურად უყურებენ და ბავშვობის ჩანაფიქრებს რეალობად აქცევენ.
სწორედ ამ განწყობის გაგრძელებაა მეტროპოლის საახალწლო კამპანია, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ ახალ სახლს, არამედ ბავშვობის ჩანაფიქრების, ასრულების შესაძლებლობას სთავაზობს.
საახალწლო შეთავაზება: ჩანაფიქრიდან რეალურ მოქმედებამდე
31 დეკემბრამდე, ყველა, ვინც მეტროპოლის პროექტში უძრავ ქონებას შეიძენს, მიიღებს განსაკუთრებულ საახალწლო პირობებს, რომლებიც ქმნის სრულყოფილ შესაძლებლობას ახალი ცხოვრების დასაწყებად:
- ინდივიდუალური ფასდაკლება
- 5000 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერი პრემიალური ბრენდებისგან. ავეჯის, ტექნიკის, განათებისა და სამზარეულოს აქსესუარების შესაძენად: Villeroy & Boch, Elite, Home Aura, Orion.
- მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ვაუჩერის თანხა ფასდაკლებად აქციოს
ეს შეთავაზება შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ახალი სახლი თავისთვის იდეალურ გარემოდ აქციოს და შექმნას ის ზუსტად ისე, როგორც ჩაიფიქრა.
მეტროპოლის საახალწლო კამპანია ეხმიანება ერთ მარტივ და ძალიან მნიშვნელოვან აზრს: ბავშვობის ოცნებები ყველაზე მართალი და სუფთაა, ხოლო მათი ასრულება ყველაზე დიდი სტიმულია მოზრდილ ცხოვრებაში.
კამპანიის მთავარი ნაწილი არის ვიდეორგოლი, რომელიც გვახსენებს, რომ ბავშვობაში ჩაფიქრებული ოცნებები არ ქრება — ისინი უბრალოდ ელოდებიან დროს, როცა მათ ასრულებას შევძლებთ.
ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ხდება ერთი შეხედვით პატარა, ბავშვური სურვილი — დიდი რეალობა, როცა ადამიანი მარტო საკუთარ თავზე იღებს გადაწყვეტილებას, გარდაქმნაზე, ზრდასა და საკუთარ მომავალში ინვესტიციაზე.
ზუსტად ეს გზავნილი უდევს კამპანიას ერთ-ერთ მთავარ მოტივად: "ჩაიფიქრე და იმოქმედე"
