You can be on Entrepreneur’s cover!

ზაფხულის დღეების გასაფერადებლად - ახალი, უნიკალური გემოს სასმელები მეამა ქოლექთში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეამა ქოლექთი ყავის მოყვარულებს, უკვე წელიწადზე მეტია, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესანიშნავი გემოსა და მრავალფეროვანი სასმელების არჩევანს სთავაზობს. მეამა ქოლექთის ციფრულ მენიუში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იპოვოს მეამას კაფსულებით მომზადებული ყავის და ჩაის კოქტეილები და შეიქმნას დღის დაუვიწყარი მომენტი.

იმისათვის, რომ საზაფხულო დღეები კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და დადებითი ემოციებით სავსე იყოს, მეამას ყავის ტექნოლოგებმა ორგანული და არომატული ინგრედიენტების გამოყენებით ახალი სასმელები შექმნეს. თითოეული მათგანის რეცეპტი უნიკალურია და მათი დაგემოვნება მხოლოდ მეამა ქოლექთშია შესაძლებელი.

ქოლექთის ბარისტები მომხმარებლებს ყავისა და ჩაის სასმელების გარდა, ასევე სხვადასხვა არომატულ და მეამას ჩაის ბაზაზე შექმნილ ჯანსაღ სმუზის მოუმზადებენ. ასევე, გათვალისწინებულია მეამა ქოლექთის მომხმარებლების სურვილი და მენიუს დაემატა ყავისა და ჩაის ახალი ალკოჰოლური კოქტეილები. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ის, რომ ყავის სასმელების შეკვეთა უკვე ორ სხვადასხვა მოცულობაში არის შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო ზრდის მეამა ქოლექთის მოქნილობას და პროდუქციას მეტად მომხმარებელზე მორგებულს ხდის.

ზაფხულის დაწყებასთან ერთად მეამა ქოლექთი არომატული ყავის და ჩაის სასმელების მოყვარულებს კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს უმზადებს. მანამდე კი მეამა ქოლექთში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს აღმოაჩინოს სიყვარული ერთი ყლუპით, დააგემოვნოს და თან გაიყოლოს ახალი სასმელები. მათ შორის: ცივი და ცხელი მარწყვის ლატე, ცოცხალი კენკრის ჩაი, ცივი კარამელ მაკიატო, სპირულინა, ესპრესო მარტინი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"