Get All Access for $5/mo

3 გზა 2019 წელს Instagram-ზე მიმდევართა რაოდენობის გასაზრდელად Instagram-ზე მიმდევრების მიზიდვა უწინდებურად ადვილი აღარ არის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

Instagram ანტრეპრენერებს მეტისმეტად მაღალინტელექტუალურ ამოცანებს სთავაზობს. ქვეყნად უამრავი საინტერესო ბრენდი და კომპანიაა და ყოველი მათგანი კლიენტების მისაზიდად იბრძვის. სწორედ ამ მიზეზის გამო, ადამიანების დარწმუნება, რომ ღილაკ "follow"-ზე დააწკაპუნონ, უფრო და უფრო რთულდება.

საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს კრეატიული გზები Instagram-ზე მეტი მიმდევრის მოსაპოვებლად. გაეცანით ოთხ სტრატეგიას, რომლებიც წელს ახალი აუდიტორიების დასაპყრობად უნდა განახორციელოთ, რომ გაცილებით გააქტიურდეთ და თქვენი მიმდევრების რაოდენობა გაზარდოთ.

  1. Instagram-ის საინტერესო ესთეტიკა

ჩვენს დროში თქვენი Instagram-ის პროფილი ისე უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც თქვენი კომპანიის ვებგვერდი და სავიზიტო ბარათი. სულ რამდენიმე წამი გაქვთ, რომ საზოგადოებას თქვენი ბრენდი წარუდგინით და ღილაკზე დაწკაპუნებისკენ უბიძგოთ. თუ ვერ დააინტერესებთ, დაკარგავთ და ისინი სხვა თვალისმომჭრელ გამოსახულებაზე გადაინაცვლებენ. მიმდევართა მხარდაჭერის მოპოვებისა და მათზე შთაბეჭდილების მოხდენის ერთ-ერთი უმარტივესი გზა Instagram-ის საინტერესო ესთეტიკაა.

გასულ წელს ყველამ შეამჩნია, როგორი განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს ბრენდებმა ესთეტიკას. მათ ცხოვრების სტილსადმი მიძღვნილი ალბომებიც შექმნეს და მიმზიდველ ფოტოებსაც აქვეყნებენ ამ თემაზე თავიანთი არხების მეშვეობით. უმთავარესი კი სურათებზე შეხამებულ ფერთა პალიტრაა. ამ საშუალებებით ბრენდები ადვილად ახერხებენ ზუსტად თავიანთი ტიპის მომხმარებლის მიზიდვას.

თუ წელს აპირებთ კომპანიის ესთეტიკის განახლებას, საკუთარი ბრენდის ინდივიდუალობაზე დაფიქრდით - როგორ სჯობს მისი გამოხატვა თქვენი Instagram პროფილის მეშვეობით. როგორც კი საკუთარ ესთეტიკას მიაგნებთ, მარტივად შეძლებთ არხის დაგეგმვას და, მოგვიანებით, Instagram პოსტების გრაფიკის შედგენას.

2. გადადით ვერტიკალურ ვიდეორგოლებზე

Instagram Stories-ს ყოველდღიურად 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. IGTV-ის (ავტონომიური ვერტიკალური ვიდეოაპლიკაცია სმარტფონებისთვის) გაშვების შემდეგ აშკარა გახდა, რა ვიდეოინფორმაცია სწრაფად იპყრობს Instagram-ს.

როგორც კი დაადგენთ, რა სახის ინფორმაციის მიწოდება სჯობს თქვენი აუდიტორიისთვის, კოსმეტიკის გამოყენება იქნება ეს თუ სპორტული სამოსის შეხვევა, მაშინვე დაინახავთ შედეგებს: კერძოდ, რამდენი ნახვა აქვს ამ ინფორმაციას და რას უტოლდება თქვენი მიმდევრების რიცხვი.

დაადგინეთ, რა ტიპის ვიდეოინფორმაცია მოსწონს თქვენს სამიზნე აუდიტორიას: გაარკვიეთ თემები, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებს თქვენს აუდიტორიას. ნახეთ, რა იპყრობს უფრო დიდ ყურადღებას – ფოტოსურათი თუ ინფორმაცია, ასევე, რომელი ისტორიები იწვევს ინტერესს.

დიდი ყურადღება მიაქციეთ Instagram-ის ანალიტიკას: ერთ-ერთი საკვანძო მაჩვენებელი, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ, IGTV-ზე აუდიტორიის რეტენციის (შეჩერების, შეკავების) დონეა (ART). სწორედ ეს მაჩვენებელი დაგეხმარებათ დადგენაში, თუ როდის შეწყვიტა მაყურებელმა ვიდეორგოლის ყურება და რამდენმა მისდია ბოლომდე. რაც მეტ ვიდეოს გამოაქვეყნებთ, მით ადვილად შეძლებთ ვიდეორგოლების ოპტიმალური ხანგრძლივობის დადგენას, რომლის ყურებაც თქვენს აუდიტორიას არ მობეზრდება.

3. სცადეთ კამპანიების ადაპტირება მეტად დაინტერესებული აუდიტორიისათვის

Instagram-ზე გაცილებით აქტიური რომ გახდეთ, თქვენი პროფილისა და კამპანიების ადაპტაცია სცადეთ და ამით მაღალი დონის მომხმარებლებს მიიზიდავთ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ თქვენი რომელიმე პროდუქტის ან მომსახურების ვიწრო, სპეციალიზებულ ბაზარზე. დაადგინეთ, რა მოთხოვნილებები აქვს თქვენს აუდიტორიას, როგორ შეძლებთ მათთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებას და მომსახურებას Instagram-იდან.

მეტი მიმდევრის მისაზიდად ითანამშრომლეთ მიკროინფლუენსერებთან: ინფლუენსერებსა და ბრენდის პარტნიორებთან თანამშრომლობა შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი იყოს, თუკი კვლევას ჩაატარებთ და ამ ადამიანთა ჩართულობის დონეს მიაქცევთ ყურადღებას. ეს ხშირად მცირე ანგარიშებზე, მიკრო ანუ ნანოინფლუენსერებზე ყურადღების გამახვილებას გულისხმობს.

ასეთ ანგარიშებს შედარებით ნაკლები ხელმომწერი ჰყავს (ზოგჯერ 10 000-ზე ნაკლებიც კი), თუმცა, ამავე დროს, აქტიური და ლოიალური მიმდევრებით თავის მოწონებაც შეუძლიათ. მიკროინფლუენსერებთან რეგულარულმა პარტნიორობამ შეიძლება გაზარდოს თქვენი ბრენდის მიმდევართა რაოდენობა, რომლებიც ინფლუენსერის მიმართ ნდობისა და ურთიერთობის გავლენით მოვიდნენ თქვენამდე. მთავარია, ისეთი ინფლუენსერები იპოვოთ, რომლებიც თქვენი სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლები არიან.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".