Get All Access for $5/mo

Glossify - ტუჩსაცხი 15 წლის თიკუნა ტვილდიანისგან მბზინავი ტუჩსაცხი ქოქოსის, ალუბლის, ფორთოხლისა და მარწყვის არომატებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჯუნიორ ანტრეპრენერები ის ადამიანები არიან, რომლებიც სწავლის პარალელურად საკუთარ ჰობსა თუ ინტერესს აქტიურ საქმიანობად გარდაქმიან და ბიზნესსფეროში შებიჯებას ადრეული ასაკიდან იწყებენ. გამოწვევებს, არასაკმარის გამოცდილებასა და კრიტიკას არ უშინდებიან და გაბედულ ნაბიჯებს დგამენ. საქართველო ასეთ არაერთ მოზარდს იცნობს. მათ შორისაა 15 წლის თიკუნა ტვილდიანი − მბზინავ ტუჩსაცხ Glossify-ის შემქმნელი. ის 4 სხვადასხვა − ქოქოსის, ალუბლის, ფორთოხლისა და მარწყვის არომატის მქონე საცხებს გვთავაზობს.

"ეს იდეა ჯერ კიდევ კარანტინის დაწყებამდე გამიჩნდა. ხშირად ვნახულობდი მსგავს სტარტაპებს სოციალურ ქსელებში და ვინაიდან საქართველოში მსგავსი რამ არ ყოფილა, მომინდა, ეს მე გამეკეთებინა. თავიდან, დიდხანს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. როდესაც საბოლოო იდეამდე მივედი, ყველაფერი ჩემს ოჯახის წევრებს და მეგობრებს გავუზიარე, მათგან კი დიდი მხარდაჭერა მივიღე. დედაჩემთან ერთად დავიწყე საჭირო ნივთებისა და პროდუქტების ძებნა. საწყისი კაპიტალით დედა დამეხმარა. ასე გამოვიწერე ჩემი პირველი ნედლეული. საცხი გლუტეინს არ შეიცავს და თანაც ვეგანურია. ტუჩსაცხებს მარტო ვაკეთებ, თუმცა ვფიქრობ, გუნდის შეკვრა არ მაწყენდა. სამომავლოდ, დიდი გეგმები მაქვს. თავიდანვე ყველაფერი კარგად დაიწყო და დიდი იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. მიხარია, თავი რომ მოვუყარე ამ ყველაფერს და საბოლოოდ, დავიწყე ეს ბიზნესი. ჩემს ასაკში ამ გამოცდილებით არაა მარტივი გაყიდვები, მაგრამ ირგვლივ მყოფი ადამიანები დიდ მოტივაციას მძენენ, მყიდველებიც მხარდაჭერას გამოხატავენ. ჯერჯერობით ყველასგან კარგი შეფასება მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი", − გვიყვება საკუთარი წამოწყების შესახებ თიკუნა ტვილდიანი.

ფოტო:ნინა ბაიდაურიფოტო:ნინა ბაიდაური

პროდუქტის შეძენა კი მსურველებს ინსტაგრამგვერდზე − gglossify შეუძლიათ. თიკუნა ბრენდის განვითარებას და მისთვის ახალი, მრავალფეროვანი არომატების შემატებას აუცილებლად გეგმავს. სურს, მბზინვარებასთან ერთად, საცხი უფრო არომატულიც გახდეს. ბრენდის განვითარებისთვის კი არ გამორიცხავს, რომ საგრანტო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა იქამდე ბიზნესგეგმის შედგენასა და პროექტების წერის სპეციფიკაში დეტალურად აპირებს გარკვევას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია