კამპანია ტურისტების სასაჩუქრე მამალოების წარმოებისთვის 20% of my country is occupied by Russia!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
11 წლის ანტრეპრენერს გორიდან, გიორგი შეშაბერიძეს, ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება იდეის განსახორციელებლად!
Entrepreneur Georgia იწყებს სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანიას გიორგის ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რათა მისი წარმოებული მამალო დაურიგდეს ყველა ტურისტს წარწერით 20 % of My Country Is Occupied By Russia.
მისი თქმით, ასეთი სასაჩუქრე მამალოებით საქართველო ტურისტებს დახვდება ტკვილად და სტრატეგიული მესიჯით, რომელიც გვსურს მივაწვდინოთ მთელ მსოფლიოს!
თუმცა, ამის განხორციელებას გიორგი მარტო ვერ შეძლებს. ჩვენი დახმარება ჭირდება კომპანიებთან დაკავშირებაში და წარმოების გაზრდაში. ჟურნალი Entrepreneur Georgia მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო კომპანიებს და საზოგადოებას, დაუჭიროს მხარი გიორგის ინიციტივას!
თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება კამპაანიის დასაფინანსებლად, რათა გიორგიმ აწარმოოს სასაჩუქრე მამალოები წარწერით 20% of My Country Is Occupied By Russia, რომელიც დარიგება აეროპორტებში ტურისტებზე. ამისთვის საჭიროა 5 ლარის გადარიცხვა კამპანიის ვებ-გვერდზე.
კამპანიის სამიზნე კაპიტალია 15,000 ლარი, რითაც დამზადდება 100,000 მამალო სტრატეგიული გზავნილის წარწერით. თანხა სრულად გადაეცემა გიორგის, რასაც მისი საწარმოს განვითარებასაც მოახმარს. აღასანიშნავია, რომ სახალხო დაფინანსების პლათფორმა - investme.ge, ამ პროექტის შემთხვევაში არ აიღებს საკომისიო მომსახურების 5%-ს და თანხას სრულად გადაურიცხავს გიორგის.
გაეცანით კამპანიას და დაუჭირეთ მხარი გიორგი შეშაბერიძეს საქართველოსთვის!
კამპანიის ბმული: https://investme.ge/34
კორპორატიული სპონსორობის შემთხვევაში, გთხოვთ პირდაპირ დაგვიკავშირდეთ ჟურნალ Entrepreneur Georgia-ს რედაქციას მეილზე: editor@entrepreneur.ge
იმოქმედე ახლავე!