Get All Access for $5/mo

ოცწლამდელ ანტრეპრენერთა ახალი თაობა - ლუკა ყვავილაშვილი ბავშვებთან ყველაფერი რიგზეა!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ლუკა ყვავილაშვილმა 14 წლის ასაკში პროგრამირების სწავლა საკუთარი ძალებით დაიწყო. მალევე სტარტაპის იდეა მოუვიდა და მის განხორციელებაზე მუშაობასაც შეუდგა, რამაც 2 წელი გასტანა. 16 წლის ასაკში „სტარტაპ საქართველოსგან" კონკურსის მაქსიმალური დაფინანსება მიიღო. ამის შემდეგ იწყება მუშაობა სტარტაპ DESKOMY-ზე, რომელიც დღემდე გრძელდება.

DESKOMY გულისხმობს შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა საკუთარი დესკტოპი ვირტუალურ სივრცეში ატვირთოს სასურველ დროს, სასურველი ადგილიდან და სასურველი მოწყობილობიდან. DESKOMY-ის ინტერფეისი სამუშაოდ ისეთივე მოსახერხებელია, როგორც კომპიუტერის დესკტოპი. მომხმარებელი შედის უკვე მისთვის ნაცნობი დიზაინისა და ნავიგაციის მქონე სივრცეში. მას შეუძლია ჰქონდეს ზუსტად იგივე ინტერფეისი DESKOMY-ზე, როგორიც მისი პირადი კომპიუტერის დესკტოპია და თავიდან აიცილოს მძიმე ლეპტოპის მუდმივად თან ტარება. გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს ელ.ფოსტის ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც უფრო მოსახერხებელსა და მოქნილს ხდის სამუშაო პროცესს. თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 10 GB მოცულობის სივრცე მიიღოს საჩუქრად. DESKOMY-ის პირადი სივრცის ფუნქციური და ვიზუალური მახასიათებლების საშუალებით, ასევე შესაძლებელია ფაილების სურვილისამებრ დალაგება და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო სივრცის შექმნა.

DESKOMY-ის უმთავრესი მახასიათებელი ფაილების გაზიარების ფუნქციაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს WORD, EXCEL, POWERPOINT-ფაილი ან ფოლდერი და DESKOMY-ის სხვა მომხმარებელს გაუზიაროს ისინი. ამის შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთად იმუშაონ ამ ფაილზე პარალელურ რეჟიმში და ერთმანეთის მუშაობასაც მიადევნონ თვალი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

მამუკა ზოდელავა Bocconi University-ში აგრძელებს სწავლას

Bocconi University მდებარეობს მილანში, იტალიაში და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია ევროპაში