Join our Waitlist for Expert Advice!

ოცწლამდელ ანტრეპრენერთა ახალი თაობა - გიორგი მაშანეიშვილი ბავშვებთან ყველაფერი რიგზეა!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გიორგი მაშანეიშვილმა პირველად თაფლის ღვინის დამზადება 15 წლის ასაკში დაიწყო. თაფლის ღვინომ იმთავითვე ბევრი კითხვა წარმოშვა, მათ შორის, ურევდა თუ არა გიორგი თაფლს ღვინოში. თაფლის ღვინო კი სინამდვილეში მხოლოდ ფუტკრის პროდუქტისგან მზადდება და აქვს სასიამოვნო გემო და არომატი. თაფლის ღვინო მამაპაპისეულ, ტრადიციულ ორტონიან ჭურში მზადდება.

გიორგის დიდ ინტერესს ღვინოზე მუდმივად დაკვირვება წარმოადგენს, თუ როგორ იცვლის სასიამოვნოდ ღვინო გემოს. გიორგი თაფლსაც ყიდის, ხოლო თაფლის ღვინოს ხშირად აგემოვნებინებს თაფლის შესაძენად იმერეთის ქალაქ ბაღდათში ჩასულ ტურისტებს, რომლებშიც ეს ღვინო დიდ ინტერესს და გაოცებას იწვევს. გიორგის თქმით, მან ორჯერ სცადა გრანტის მოპოვება − პირველად აწარმოე საქართველოში, საიდანაც უარი მიიღო და შემდეგ "სტარტაპ საქართველოში", სადაც რამდენიმე ეტაპი გაიარა, თუმცა ფინანსური მოდელის სრულფასოვნად დაწერა არასაკმარისი გამოცდილების გამო ვერ შეძლო და დაფინანსება ვერ მოიპოვა. დიდი სურვილი აქვს, რომ თაფლის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის საკუთარი კომპანია დააარსოს, რისთვისაც მეტი ცოდნისა და გამოცდილების შეძენას ცდილობს. გიორგის თქმით, მისი თაფლის ღვინო არ არის იმ ხალხისთვის, ვინც სუფრაზე ჭარბ ღვინოს სვამს, რადგან თაფლი ერთგვარი ენერჯაიზერია და მას ენერგიის შესამატებლად იღებენ, თაფლის ღვინო კი ენერგიის მატებასთან ერთად, მათრობელაცაა. ფიქრობს, რომ მისი ღვინის სეგმენტი ძირითადად ახალგაზრდები და ტურისტები არიან.

სამომავლო გეგმები თაფლის ღვინის საზღვარგარეთ გატანასაც მოიცავს. გიორგი ამბობს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მაღალი ხარისხის თაფლითაც იცნობენ და ფიქრობს, რომ ბევრის მოწონებას დაიმსახურებს თაფლისა და ღვინის ქვეყნიდან თაფლის ღვინის ინოვაციური სასმელი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი