Get All Access for $5/mo

3 გზა, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია სურსათის ინდუსტრიას უმართავი ამინდისა და სოფლის მეურნეობის პირობების პრობლემები მოგვარებას მოითხოვს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ეს ყველაფერი თითქმის ჩვენ თვალწინ ხდება − რობოტებს საკუთარი რეზიუმეები აქვთ გამოგზავნილი და ადამიანის სამუშაოების შესრულებას საკუთარ თავზე იღებენ. რობოტოტექნიკაზე უარს ვერ ვიტყვით, იგი ტექნოლოგიის მომავალია და დიდ ცვლილებებს მოიტანს.

ეს "განვითარების შემდეგი დონე" მხოლოდ რომელიღაც ერთ ინდუსტრიაზე კი არ მოახდენს გავლენას, ადამიანის შრომასაც შეუქმნის საფრთხეს, რაც ბევრისთვის შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩენასაც ნიშნავდეს. ეს მანქანები ეფექტურად და შედეგიანად წარმართავენ პროცესებს, შეყოვნების დროსაც ამცირებენ და გამოსავალსაც ზრდიან.

ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ინდუსტრიას ეხება. ვერტიკალურ სოფლის მეურნეობასთან ერთად, კვების პროდუქტების მისაღები მართვადი გარემოს ტექნოლოგიაც გამოჩნდა. უმართავი ამინდისა და მიწათმოქმედების პირობების ფენომენის მოგვარება ამ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი. სასოფლო-სამეურნეო მიწებადაა ქცეული ცათამბჯენები, სატრანსპორტო კონტეინერები და მიტოვებული ან აქტიური საწყობები.

მსგავსი სტატია: Wolt საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად $160 მილიონის მოზიდვას აანონსებს

ამ მიწებზე გარემოს გაკონტროლება ისეთივე მეთოდებით ხდება, როგორც სათბურებშია მიღებული. აქ, უმეტესად ხელოვნურ განათებას იყენებენ ბუნებრივის გასაძლიერებლად. ბოლო ხანებში დიოდური სანათებიც შეიქმნა, რომლებიც საკვები პროდუქტების მოსაყვანად მზის სინათლის იმიტაციას ახდენს. თუ გსურთ, ამას მომავლის ტექნოლოგია უწოდეთ, ქვემოთ კი სამი გზაა განხილული, თუ როგორ ცვლის დღეს სოფლის მეურნეობას ტექნოლოგია.

1. გასაოცარი ტექნოლოგიური მიღწევები

რა ხანია კომპიუტერულ ეპოქაში ვცხოვრობთ და კომპიუტერით მართვადი აპარატები ახალი სამუშაო ძალაა. ყოველდღიურად მცირდება ამოცანები, რომელთა შესრულება მხოლოდ ადამიანის შრომაზეა დამოკიდებული. ველოდებით, როდის გახდება ტრაქტორები და სოფლის მეურნეობის მანქანები თვითმართვადი და სხვაგვარად შესრულდება ნებისმიერი სამუშაო. ბოლო ოცი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში უდიდესი ცვლილებები მოხდა. გაოცდებით, როცა გაიგებთ, თუ რა გზებით ცვლის ხელოვნური ინტელექტი კვების ინდუსტრიას.

კარგია ის, რომ ხელოვნური ინტელექტი იმასაც შეძლებს, რაც ადამიანის შრომის გამოყენებით იყო შეუძლებელი. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის სექტორშიც კი ავტომატურ თვითგანახლებაზე მუშაობენ.

ვერტიკალური სოფლის მეურნეობის ფეხის მოკიდებასთან ერთად, ურბანული რაიონები წესით უკვე აღარ უნდა იყვნენ დამოკიდებული სოფლის ფერმებზე. ურბანულ რაიონებში დიდი მიწები არ არის და ამიტომ მოსახლეობამ საკუთარი საკვები პროდუქტების მოსაყვანად თავიანთი მრავალსართულიანი შენობების სივრცე, მიტოვებული კონტეინერები უნდა გამოიყენონ, ან თავად შექმნან რაიმე სტრუქტურა.

უნდა ითქვას, რომ მცენარის მოყვანისას დიდი დრო სრულიად ფუჭად იკარგებოდა, როდესაც მორწყვა და სასუქის შეტანა სხვადასხვა დროს ხდებოდა. ახლა უკვე ფერტიგაციით ხდება სასუქების შეტანა, ანუ განოყიერება და ხელოვნური მორწყვა ერთდროული პროცესია. მორწყვის სისტემას სასუქების შეტანაც დაემატა. ამჟამად ეს სისტემა ყველაზე ხშირად გამოიყენება საკვების კომერციული მოყვანისას.

2. სარეველებთან ბრძოლა გამარტივდა

ადამიანები წარმატებით ახერხებენ მცირე ფერმებში სარეველების წინააღმდეგ ბრძოლას, საკმარისი დრო აქვთ მათ აღმოსაჩენად და შემდეგ მათ გასანადგურებლად. დიდ ფერმებში ეს შეუძლებელია − არც დროა და არც სათანადო რესურსი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საუკეთესო დახმარების გაწევა ჰერბიციდებს და მათი გასაფრქვევი აპარატების გამოყენებას შეუძლია.

საქმე ისაა, რომ მცენარის ფოთლებზე რეგულარული შეშხაპუნება ფერმაში ბევრ ჰერბიციდს ტოვებს. ეს ამავე დროს რესურსების ფუჭი ხარჯვა და შრომის რესურსების გაფლანგვაა. ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ცალკეულ სარეველაზე გამიზნული პროცესით იქნებოდა შესაძლებელი. სწრაფი, ეფექტური მეთოდით, რომელიც უარყოფით გავლენას არ მოახდენდა ფერმის მოსავლიანობაზე.

კომპიუტერული ხედვა და მანქანური სწავლება გაერთიანდა და სარეველას კონტროლი მისი აღმოსაჩენი და დასამუშავებელი ახალი აპარატურის წყალობით უკვე ახლებურად ხდება. ეს "საზრიანი" მანქანები სარეველას კონტროლის ახალ გზას ქმნიან, გასანადგურებლად ჰერბიციდების 90 პროცენტს აფრქვევენ. ამასთან ერთად, აპარატს ყოველი მცენარის შეფასების და მისი დასამუშავებელი დოზების განსაზღვრის ფუნქციაც აქვს. რობოტის საფრქვევის დიამეტრის გაფართოება რეალური დროის რეჟიმში, აპარატის მოძრაობისას ხდება.

3. მცენარეთა დარგვა რობოტების გამოყენებით და სოფლის მეურნეობის უპილოტო აპარატები

ხელოვნური ინტელექტი მოსახერხებელიცაა, ჩქარიც და ეფექტურიც. მისი გამოყენებით, სტრესულ ამოცანებს რობოტები ერთ დროს წარმატებით ართმევდნენ თავს. რიჩარდ ჰასელმა − კლემსონის უნივერსიტეტის სანაპირო კვლევისა და განათლების ცენტრის ბოსტნეული კულტურების ექსპერტმა, მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, რობოტებით მართვადი სისტემა შექმნა, რომელიც მცენარის დაავადებისადმი გამძლე ფესვებს ნიადაგში უსწრაფესი ტემპით − თვალის დახამხამებაში რგავს.

მეორე მხრივ, სასოფლო სამეურნეო უპილოტო აპარატები ფერმერებს მიწათმოქმედების პროცესის გარკვეული ასპექტების ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობასაც აძლევს. ეს მოსავლის მონიტორინგი იქნება მცენარის დარგვიდან ბოლომდე, ასევე მსხვილფეხა საქონლის მართვა, კულტურების მორწყვა, სარწყავი სისტემების რუკების შედგენა თუ მრავალი სხვა. ეს აპარატები მიწის დასაზვერადაც მოსახერხებელია, დაზიანებული მცენარეების დასამუშავებლადაც და ზოგადად, ფერმის სამართავადაც.

ზუსტი მიწათმოქმედება კი მოსავლიანობისა და რენტაბელობის გასაზრდელად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ცდილობს იმ დროს, როდესაც სოფლის მეურნეობის კულტურების მოსაყვანად აუცილებელი ტრადიციული რესურსების შემცირება შეიმჩნევა (მიწა, წყალი, სასუქები, ჰერბიციდები და ინსექტიციდები).

დაბოლოს: უნდა ითქვას, რომ არჩევანის წინაშე ვდგავართ − ან იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ადამიანი მომავალში სამუშაოს დაკარგავს, ან კიდევ ეს ცვლილებები მშვიდად უნდა მივიღოთ. საქმე ისაა, რომ ეს გზა საკვების მოყვანის მომავალია, ხელოვნური ინტელექტი კი − მისი მამოძრავებელი ძალა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია