Get All Access for $5/mo

3 რჩევა, თუ როგორ გადავიდეთ Web2-იდან Web3-ზე 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Web3 წლების განმავლობაში ტექნოლოგიების პირველ მომხმარებელთა და ინოვატორთათვის "ცხელი წერტილი" იყო, თუმცა დღესდღეობით იგი დამსახურებულად ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიღწევები მართლაც უდავოა ყველგან, დიდი ტექნოლოგიური კომპანიებით და ტრადიციული საწარმოებით დაწყებული, სამთავრობო ინსტიტუტებით დამთავრებული.

ბლოკჩეინი კვლავ რთულ ინოვაციად რჩება, მაგრამ მან აჩვენა, რომ უაღრესად უსაფრთხო, გამჭვირვალე და საიმედო ინფრასტრუქტურაა მრავალი აპლიკაციისთვის. მაგალითად, აშშ-ის საჰაერო ძალები თავიანთი მიწოდების ჯაჭვისა და ბიუჯეტის კომპონენტების ტოკენიზაციაზე მუშაობენ, FIFA-მ კი NFT-ების ექსკლუზიური სერიაც კი გამოუშვა ფეხბურთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

Web3-ის შესასწავლად ახლა უკვე დიდი ტრადიციული ორგანიზაციები დგანან რიგში, და ცხადია, რომ მასზე გადასვლის პროცესი ყოველთვის არ არის ადვილი. ბლოკჩეინის გამოყენებით სასურსათო პროდუქტების თვალყურის დევნების მცდელობები მოსალოდნელზე ნელა განვითარდა, სხვებმა კი, მაღალი ხარჯების გამო, უარი თქვეს ბლოკჩეინის აპლიკაციების ნულიდან აწყობაზე.

ამ წარუმატებლობების მიუხედავად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაციები Web3-ის ექსპერიმენტებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შემცირებას შეძლებენ, თუ რამდენიმე ძირითადი მოსაზრების ირგვლივ მოახდენენ გეგმების სტრუქტურირებას.

სწორი სტრატეგიის შერჩევა

ბლოკჩეინს მრავალი აპლიკაცია აქვს, რომლებიც არასაიმედო სისტემებში სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და გამჭვირვალობას უწყობენ ხელს. კომპანიებს შეუძლიათ შიდა პროცესების გასაუმჯობესებლად გამოიყენონ ბლოკჩეინი, როგორიცაა ბიუჯეტის შედგენა, მიწოდების ჯაჭვის მართვა, წარმოება და აუდიტი, ან მომხმარებლებთან ურთიერთობების დასამყარებლად და ფანების ბაზის შესაქმნელად გამოიყენონ. ეს პროცესები ხშირად კორპორაციული დონის გადაწყვეტილებებს მოითხოვს და, შესაბამისად, ჩვეულებრივ, ბლოკჩეინის საჯარო გამოყენებისგან ცალკეა გამოყოფილი.

ბლოკჩეინთან მუშაობის დაწყება ყოველთვის არ არის ადვილი, და ვიდრე მის განვითარებაზე დაიწყებთ მუშაობას, რამდენიმე კრიტიკული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. მაგალითად, კომპანიები უნდა დაფიქრდნენ, ბლოკჩეინის რა კონკრეტული ტიპი უნდა შესთავაზონ თავიანთ ორგანიზაციას, რა სახის მოთხოვნები გაითვალისწინონ მონაცემთა კონფიდენციალურობისა და დაცვის სფეროდან (რაც დაგეხმარებათ დაადგინოთ, თქვენთვის საჯარო ბლოკჩეინია საჭირო თუ კერძო), რომელი მონაცემები უნდა შეინახონ ჯაჭვზე, ამასთან ერთად, მათი ამჟამინდელი ე.წ. ღრუბლოვანი და კვანძური ინფრასტრუქტურები, და სხვა გადაწყვეტილებებიც გაითვალისწინონ. ამ მოსაზრებებში შედის აგრეთვე იმის დადგენა, თუ როგორ უნდა მოხდეს მასშტაბირება ან ადაპტირება ორგანიზაციის სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებით.

ყველა ინფრასტრუქტურა არ არის ერთნაირი

ადრე Web3 აპლიკაციების უმეტესობა მსოფლიოში პირველ, ჭკვიანი კონტრაქტის პლატფორმა Ethereum-ზე იყო, მაგრამ დინამიკა მკვეთრად შეიცვალა 2017 წლიდან, როდესაც უამრავი ვარიანტი გამოჩნდა, რომლებმაც საშუალება მისცა ორგანიზაციებს წარმატებით დაჰკავშირებოდნენ ინტერნეტის ახალ ეპოქას.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორი ინფრასტრუქტურის არჩევას მრავალ ვარიანტზე წვდომით, რათა არსებულ სისტემებთან და რეგულაციებთან თავსებადობა იყოს გარანტირებული. საბედნიეროდ, ორგანიზაციებს დღეს პროტოკოლის არჩევა შეუძლიათ, რომელიც სრულად ერგება მათ საჭიროებებს, რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო.

მაგალითად, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ საჯარო, კერძო და თუნდაც, ჰიბრიდულ ბლოკჩეინებს შორის. საჯარო ბლოკჩეინები, როგორიცაა Ethereum, ჩვეულებრივ მაღალი მოცულობის ტრანზაქციებით ხასიათდება. აქ მრავალფეროვანი პროექტები გამოიყენება და პოპულარულია მომხმარებლებში. მეორე მხრივ, მათი გამოყენება ხშირად საკმაოდ ძვირი ჯდება და კონფიდენციალური არ არის. შედეგად, საჯარო ბლოკჩეინები ყველაზე მეტად მომხმარებელზე ორიენტირებულ პროექტებს შეეფერება, როგორებიცაა NFT-ბაზრები და თამაშები.

კერძო ან კონტროლირებადი ბლოკჩეინები, როგორებიცაა Hyperledger Besu, მონაცემთა დახურული ბაზების სახით მუშაობს, მხოლოდ შერჩეულ წევრებს აძლევს ტრანზაქციების, ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტებისა და კვანძების შექმნისა და ნახვის საშუალებას. ეს სისტემები საუკეთესოა შიდა აპლიკაციების ან საპილოტე პროექტებისთვის.

მეორე მხრივ, ჰიბრიდული ბლოკჩეინები საუკეთესოს უზრუნველყოფს ორივე სამყაროდან. მაგალითად, Polygon ბლოკჩეინის შედარებით იაფი საჯარო პლატფორმაა, რომელიც Ethereum-თან მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად ინტეგრირდება და ასევე წვდომას უზრუნველყოფს პირად გარემოში Polygon Edge-ის მეშვეობით.

კიდევ ერთი ვარიანტია გადაწყვეტილების შერჩევა, რომელიც ბლოკჩეინის შექმნას ამარტივებს ექსკლუზიური ინსტრუმენტებისა და შაბლონების მიწოდებით კორპორაციული დონის ბლოკჩეინ-აპლიკაციების შესაქმნელად. მაგალითად, SIMBA Chain ავტომატურად წარმოქმნის API-ებს, რომლებიც მხარს უჭერენ კერძო, საჯარო ან ჰიბრიდულ განლაგებას. მძლავრი პლატფორმა ასევე მხარს უჭერს მონაცემთა სტრუქტურირების ფუნქციას, რომელიც ბიზნესანალიტიკის მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოქმნის, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მარტივად იმოძრაონ კონტროლირებადი ბლოკჩეინის პროტოკოლებს შორის.

შესაძლოა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ პლატფორმებს შექმნის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაც შეუძლიათ, ვადების შეკვეცაც და გამოცდილი ინფრასტრუქტურის გამოყენებაც, რაც საიმედოობასა და მაღალი დონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

გზა Web3-ის წარმატებამდე

Web3-ს აქვს პოტენციალი ბევრ ორგანიზაციაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საკვანძო პროცესები, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ყველა ორგანიზაციას არ აქვს ტექნიკური რესურსები, ისევე, როგორც ტალანტები, რათა ამბიციური პროექტი წარმატებული გახადონ. როდესაც Meta-მ (მაშინდელმა Facebook-მა) თავისი ციფრული ვალუტის შექმნის გეგმაზე შესახებ გამოაცხადა, სახელად Libra, კომპანია ისე გადავიდა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებაზე, რომ ბლოკჩეინთან არ იყო მიერთებული.

წლების განმავლობაში ასობით ორგანიზაციამ გამოუშვა საკუთარი კრიპტოვალუტა, მაგრამ როგორც ჩანს, Facebook-ის ინიციატივას არც დრო ეყო, არც რესურსები და არც მომზადება, რაც აუცილებელი გახლდათ წარმატების მისაღწევად. როგორც Financial Times-ს მთავრობის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა (ვინაობა არ არის დასახელებული) განუცხადა, კომპანიამ "წლები დახარჯა, თავისი პროექტის შეცვლას ცდილობდა, რათა მისი ყველა ხარვეზი გამოესწორებინა. მაგრამ მათ ვერასოდეს შეძლეს Facebook-თან კავშირის გამოსწორება. ეს იყო მათი პირველქმნილი ცოდვა".

ამგვარ ბედკრულ პროექტებთან შედარებით, აშშ-ის მთავრობა წარმატებით აფართოებს თავის ბლოკჩეინ-აპლიკაციებს თავდაცვის დეპარტამენტში. აშშ-ის საჰაერო ძალებმა (USAF) ბლოკჩეინის გამოყენება 2021 წელს დაიწყო, მცირე ბიზნესის ინოვაციების კვლევის (SBIR) კონტრაქტით, რომლითაც SIMBA Chain-ს Web3 გადაწყვეტით დაევალა 3D-ბეჭდვით დამზადებული სათადარიგო ნაწილების წარმოება, ტესტირება და განლაგება თვითმფრინავებისა და სხვა შეიარაღებისთვის ბრძოლის ველზე. ამ წარმატებული პროექტის შემდეგ, USAF-მა ნელ-ნელა გააფართოვა თავისი ბლოკჩეინის პროექტები აშშ-ის სხვა სააგენტოებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად აშშ-ის კოსმოსური ძალები.

ერთი ნაბიჯი ერთ ჯერზე

Web3-ის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, უზომოდ მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებმა და მთავრობებმა ბლოკჩეინის საფუძვლების შესწავლას დაუთმონ დრო და აწონ-დაწონონ თითოეული ინიციატივის შესაძლებლობები და ხარჯები. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ კარგად აწყობილი ოპერაციები და მათთვისაც, ვის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესებია მიპყრობილი.

აუცილებელია ნაბიჯის უკან გადადგმა, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და მათი მოთხოვნების საფუძვლიანი განხილვა გახდეს შესაძლებელი. ამასთან ერთად, სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენება, შექმნის პროცესის გასამარტივებლად და ექსპერტებზე იმედის დამყარება, რომლებსაც სამუშაოს დასრულებაში შეუძლიათ დახმარება. ეს არის პრაქტიკულად ყველა წარმატებული ბლოკჩეინის პროექტის სამი ძირითადი საყრდენი. შესაბამისად, წარმატების გასაღები მომგებიანი ინვესტიციებისა და მყარი რეპუტაციისკენ.

ბრაიან რიჩი

ENTREPRENEUR-ის ლიდერთა ქსელის კონტრიბუტორი

SIMBA Chain-ის აღმასრულებელი დირექტორი

დოქტორი ბრაიან რიჩისერიული ანტრეპრენერი და ყოფილი პროფესორი, 30 წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილებით ინოვაციების სფეროში ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში. ის 2021 წლის დეკემბერში დაინიშნა ბლოკჩეინის გადაწყვეტილებების პროვაიდერ SIMBA Chain-ის აღმასრულებელ დირექტორად, სადაც Web3-ში შესვლაში ეხმარება ორგანიზაციებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გამოანათე 6-ჯერ უფრო შრომისუნარიანი საქართველო

"საქართველოში დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური"