7 საინტერესო ფაქტი კრიპტოვალუტების შესახებ, რომლებიც უნდა იცოდე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კრიპტოვალუტები ბოლო 3 წელია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.
ამ სტატიაში გამოვყავით 7 საინტერესო ფაქტი, რომლებიც კრიპტოვალუტების შესახებ უნდა იცოდე. თუ ვეტერანი კრიპტო ინვესტორი ხარ, შესაძლოა ამ სიიდან ბევრი ფაქტი იცოდე, თუმცა მათი გახსენება მაინც საინტერესოა.
დავიწყოთ ყველაზე სახალისოთი:
1. ბიტკოინით განხორციელებული პირველი კომერციული ტრანზაქცია პიცის შეძენა იყო
2010 წლის 22 მაისს ფლორიდაში მამაკაცმა გადაიხადა 10 000 ბიტკოინი Papa John-ის 2 პიცის საყიდლად.
ეს იყო ბიტკოინის ისტორიაში პროდუქტის შეძენის პირველი ფაქტი და იმ დროისთვის მისი ღირებულება იყო $40.
ეს ტრანზაქცია მსოფლიოში აღიარებულია, როგორც პირველი გადახდა ბიტკოინით.
დღეს, ანუ 2023 წლის თებერვალში, იმდენივე ბიტკოინი რომ გქონდეს, რამდენიც 2 პიცაში გადაიხადეს 2010 წელს, იქნებოდით მილიონერი. 10 000 ბიტკოინი დღეს 230 მილიონ დოლარზე მეტი ღირს.
2. არსებობს 21 000-ზე მეტი კრიპტოვალუტა
2023 წლის თებერვლის მონაცემებით არსებობს 21 000-ზე მეტი ციფრული ვალუტა, თუმცა ყველა მათგანი არ არის აქტიური და ბაზარზე ღირებულება აღარ აქვს.
თუ გამოვაკლებთ "მკვდარ" კრიპტოვალუტებს, შეგვიძლია ვთქვათ რომ მიმოქცევაშია 9100-მდე აქტიური კრიპტოვალუტა.
ამდენი კრიპტო ვალუტა იმიტომ არსებობს, რომ დღეს უკვე შედარებით მარტივია ახალი ციფრული ვალუტის შექმნა და გავრცელება. თუმცა, 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციის დაახლოებით 87%-ს ტოპ 20 კრიპტოვალუტა შეადგენს.
3. ბიტკოინების რაოდენობა შეზღუდულია
ბიტკოინის შესახებ საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ბიტკოინის ქსელის პროტოკოლი შეიქმნა 21 მილიონი მონეტის ლიმიტის გათვალისწინებით. შესაბამისად, როდესაც რაოდენობა 21 მილიონს მიაღწევს, კრიპტოვალუტის მაინერები ვეღარ შეძლებენ ახალი ბიტკოინის გენერირებას.
ამჟამად მიმოქცევაში 19 მილიონზე მეტი ბიტკოინია. ეს ნიშნავს, რომ მაინინგისთვის დარჩენილია რამდენიმე მილიონი ბიტკოინი და ბიტკოინების რაოდენობა მალე 21 მილიონის ლიმიტს მიაღწევს.
როგორ ფიქრობ, რა მოხდება კრიპტოვალუტების ბაზარზე ამის შემდგომ? გაგვიზიარე შენი მოლოდინები კომენტარებში.
4. NFT არ არის ვალუტა
2021 წელს NFT-ების ბუმი იყო მთელ მსოფლიოში. ინვესტორები დღემდე ყიდულობენ NFT-ს, როგორც ციფრულ აქტივებს, თუმცა NFT არ არის კრიპტოვალუტა და არც რაიმე სხვა სახის ციფრული ვალუტა.
ეს არის ციფრული აქტივი, რომელიც არ გამოიყენება გაცვლის საშუალებად, NFT-ები არ შეიძლება დანაწევრდეს ან გამრავლდეს რაოდენობაში.
NFT-ები შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ალტერნატიული ინვესტიციები, მაგალითად, როგორც საკოლექციო ნიმუში ან ძვირადღირებული ციფრული ნივთი.
ინვესტორები NFT-ს უყურებენ როგორც ციფრულ აქტივს, რომლის ღირებულებაც პოტენციურად უნდა გაიზარდოს, რათა შემდეგ დიდი მოგებით გაყიდონ.
5. Dogecoin ხუმრობით შეიქმნა
2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე 'ცხელი' კრიპტოვალუტა Dogecoin (DOGE) იყო, რადგან მისი საბაზრო კაპიტალიზაცია შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად ელონ მასკის მხარდაჭერის შედეგად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Dogecoin-მა ჩაანაცვლა Cardano-ს პოზიცია და გახდა მსოფლიოში მე-6 ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა. თუმცა, ეს კრიპტოვალუტა ხუმრობით შეიქმნა.
6. ბიტკოინის შემქმნელის (ან შემქმნელების) ვინაობა ანონიმურია
ცნობილია, რომ ბიტკოინი შეიქმნა სატოში ნაკამოტოს მიერ. თუმცა ეს არის ფსევდონიმი, რომელიც არ არის დაკავშირებული რეალურ პიროვნებასთან.
უცნობია რეალური ავტორი, რომელმაც გაავრცელა პროტოკოლის ქაღალდი კრიპტოგრაფიული საფოსტო სიის მეშვეობით. ბევრი ვარაუდია სატოში ნაკამოტოს ვინაობასთან დაკავშირებით, მაგრამ არავინ იცის ვინ დგას ამ ფსევდონიმის უკან, ისიც კი არ არის ცნობილი, ერთი ადამიანია თუ ადამიანთა ჯგუფი.
7. ილონ მასკს დიდი გავლენა აქვს კრიპტოვალუტების ფასების რყევებზე
ელონ მასკს უდიდესი წვლილი აქვს კრიპტო ბაზარზე ფასების რყევებში.
მისი პოსტები ტვიტერზე ან მისი ნებისმიერი მოსაზრება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, კრიპტო ინვესტორების სპეკულაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გამხდარა არაერთხელ.
მასკმა უბრალოდ გამოაცხადა, თუ რომელი კრიპტო ვალუტით შეეძლებათ ადამიანებს Tesla-ს მანქანების შესაძენა და ამ მარტივი ტვიტით უდიდესი გავლენა მოახდინა ბიტკოინისა და დოჯკოინის ფასებსა და მთლიანად კრიპტოვალუტის ბაზარზე.
როგორ დავიწყო კრიპტოვალუტაში ინვესტირება?
თუ დამწყები კრიპტო ინვესტორი ხარ, მნიშვნელოვანია გესმოდეს როგორ მუშაობს კრიპტო ვალუტების ბაზარი და რამდენად არაპროგნოზირებადი/ცვალებადია ციფრული ვალუტის ფასები.
სანამ კრიპტოვალუტის შეძენას გადაწყვეტ, შეადარე კრიპტო ბირჟები და ნახე, სად სჯობს შენთვის საინტერესო კრიპტო ვალუტის შეძენა.
**გაითვალისწინე, რომ კრიპტოვალუტის შეძენა არის ინვესტირების ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც თან ახლავს ინვესტირებული ფულის დაკარგვის რისკი.