Get All Access for $5/mo

AlterSocks 24/7-ზე ვენდინგ-აპარატებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

AlterSocks

ქართული კომპანია Atersocks, რომელიც სხვადასხვა თემატიკით გაფორმებულ მრავალფეროვან და სახალისო წინდებს აწარმოებს, განვითარებას აქტიურად განაგრძობს.

ნინა მენთეშაშვილისა და რეზი ბესელაშვილის წამოწყება ახალგაზრდებში და არა მხოლოდ, დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათ წინდებზე მოთხოვნაც მუდმივად მზარდია, მათ შორის − ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მზარდ მოთხოვნასთან ერთად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, რასაც დამფუძნებლები მუდმივად ახალი მიდგომებით პასუხობენ.

სწორედ ALTERSOCKS იყო 1 წლის წინ პირველი, რომელმაც წინდების ვენდინგ-მანქანა შესთავაზა მომხმარებლებს თბილისის აეროპორტში. თუ რამდენად გაამართლა ამ მიდგომამ, ამის შესახებ ENTREPRENEUR-ს კომპანიის თანადამფუძნებელი, რეზი ბესელაშვილი ესაუბრა:

"ალტერსოქსის" წინდების პირველი ვენდინგ-მანქანის დადგმიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. პროექტზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან წარმატებული გამოდგა, კონკრეტულად კი ძალიან კარგად მოერგო აეროპორტის გარემოს. ვინაიდან აეროპორტი 24 საათი მუშაობს, მინიმუმ 3 ადამიანის დასაქმება დაგვჭირდებოდა, სტანდარტული სტენდი რომ დაგვედგა. ვენდინგის აპარატმა კი ადვილად მოაგვარა ეს პრობლემა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ძალიან პატარა სივრცეს იკავებს, რაც იჯარის ფასზეც აისახება, ვინაიდან აეროპორტში საკმაოდ ძვირია კომერციული ფართის ქირაობა".

სამომავლოდ ვენდინგის მანქანების განთავსებას სხვა ადგილებშიც გეგმავენ. "ვინაიდან ეს აპარატი ნულიდან შეიქმნა საქართველოში, რომ მორგებული ყოფილიყო ჩვენს ბრენდზე და პროდუქტზე, დასჭირდა ტექნიკური დამუშავება როგორც მოწყობილობას, ასევე პროგრამას და პროდუქციის შეფუთვას, რაც დროთა განმავლობაში დაიხვეწა და დასტაბილურდა. ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია პროექტის გაგრძელება", − აცხადებს რეზი.

კომპანიის სამომავლო გეგმებს უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გასვლა წარმოადგენს. ამჟამად კი პროდუქცია უკვე იყიდება ევროპულ და ამერიკულ Amazon-ზე. პარალელურად, კომპანიაში მუშაობენ ახალ კოლექციაზე, რომელიც ALTERSOCKS-ის სტენდებზე ეტაპობრივად, 2019 წლის შემოდგომაზე და წლის ბოლოს გამოჩნდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ