Get All Access for $5/mo

Bang & Olufsen-ი წარმოგიდგენთ Beoplay EX-ს, დღემდე ყველაზე მრავალმხრივ უსადენო ყურსასმენს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აუდიო და ვიდეო სისტემების დანიურმა ლუქს ბრენდმა სრულყოფილება წარმოადგინა - Bang & Olufsen-ის უახლესი მოდელი Beoplay EX-ი დღემდე არსებულ მოდელებს შორის ყველაზე მრავალმხრივი უსადენო ყურსასმენია.

ტექნოლოგიური ინოვაციების სამყაროში ყურსასმენი ადამიანების განუყრელ მეგობრად იქცა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც ბიზნესის მართვაც კი ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი. უსმინო მუსიკას, ესაუბრო ახლობლებს, განახორციელო საქმიანი ზარები თან ისე რომ უმაღლესი ხარისხის აუდიო გამოცდილება მიიღო, ნამდვილად დიდი კომფორტი და აუცილებლობაა. Bang & Olufsen-ის უახლესი მოდელი სრული კომფორტულობის და უმაღლესი ხარისხის ჟღერადობისთვის შეიქმნა.

პერსონალური ხმა. სრულყოფილი გამოცდილება.

Bang & Olufsen-მა Beoplay EX-ის გაშვება ოფიციალურად გამოაცხადა. ახალი მოდელი წარმოადგენს ყურზე დასამაგრებელ, უახლეს აუდიო ვერსიას გასაოცარი ხმით, ადაპტირებული ANC-ით და წყალგაუმტარი დიზაინით. Beoplay EX-ი ყველაზე მრავალმხრივი უსადენო ყურსასმენია Bang & Olufsen-ის დღემდე შექმნილ მოდელებს შორის. Beoplay EX-ი შეიქმნა მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შესრულებისა და სტილის შეუდარებელი კომბინაცია, სრულყოფილება, პერსონალური ხმის კომპანიონი ყოველდღიური აუდიო გამოცდილების მრავალფეროვნებისთვის.

"Beoplay EX განასახიერებს კომფორტის, ფუფუნებისა და ხარისხიანი ხმის უნაკლო ნაზავს, რომელიც აერთიანებს Bang & Olufsen-ის ლეგენდარულ აუდიო პორტფოლიოს. ჯილდოს მფლობელი Beoplay H95-ის ხმის დამხშობი ყურსასმენებიდან Beoplay Portal-ამდე, ეს ჩვენი პირველი შესვლაა თამაშების ბაზარზე, Beoplay EX-ი შემდეგი ნაბიჯია ჩვენი შეუდარებელი ხარისხის ხმის შეთავაზებაში."- აცხადებს Bang & Olufsen Dorte Vestergaard, Bang & Olufsen-ის კატეგორიის დირექტორი.

კომპაქტური დიზაინი. კომფორტისთვის შექმნილი.

Beoplay EX-ი Bang & Olufsen-ის წინა ყურსასმენებისგან ყველაზე მეტად დიზაინით განსხვავდება. დიზაინი შექმნილია თომას ბენცენის მიერ, ყურსასმენის ღეროს მიმსგავსებული ფორმა გარდაიქმნება ელეგანტურ და კომფორტულ სრულყოფილებად. ყურსასმენის კორპუსი, თავსდება ყურის ნიჟარაში, ის ყველაზე მცირე ზომისაა აქამდე შექმნილ მოდელებს შორის რაც ყურზე კომფორტულ და სტაბილურ მორგებას უზრუნველყოფს. ახლა უკვე შეგიძლიათ საათობით ატაროთ ყურსასმენი, გასწორების გარეშე.

ახალი პრაქტიკული ფორმა, შეესაბამება Bang&Olufsen-ის ესთეტიკურ ხელწერას, რომელიც 96 წელზე მეტია დახვეწილ ოსტატობას და ინოვაციურ დიზაინს ქმნის. მოდელი წარმოდგენილია სარკის მსგავსი შუშის ინტერფეისით, გარშემო ალუმინის რგოლით სამ საოცარ ფერში - slick Black Anthracite, opulent Gold Tone და striking Anthracite Oxygen. Beoplay EX-ს მოყვება ალუმინის დასატენი რომელიც მოხერხებული ზომისაა ჯიბით სატარებლად, რაც მას მოგზაურობის სრულყოფილ კომპანიონად აქცევს.

სულის ამაფორიაქებელი ხმა. მთელი დღის განმავლობაში.

მნიშვნელობა არ აქვს სად გამოიყენებ Beoplay EX-ს, ოფისში, მოძრაობაში, სპორტდარბაზში თუ სახლში, ის შექმნილია რათა უზრუნველყოს საუკეთესო ხმა ნებისმიერ გარემოში. ათწლეულების გამოცდილების მქონე აკუსტიკური ინჟინრების შექმნილ Beoplay EX -ი უძლიერესი ხმით გამოირჩევა, რომელსაც Bang & Olufsen-ის პორტატული და სახლის აუდიო პროდუქტების შემდეგ, მომხმარებელი ახლა უკვე მინიატურულ დიზაინში მიიღებს.

Beoplay EX მოიცავს ხმის დამხშობ (Adaptive Active Noise Cancellation) ტექნოლოგიას, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად შეიგრძნოს ხმის ჟღერადობა, დეტალები და სიცხადე. ეს მართლაც განსაცვიფრებელია აუდიო გამოცდილების მისაღებად.

Bang & Olufsen-ის ეარფონის ახალი ფორმა და დიზაინი მოიცავს Beoplay EX-ში, 9.2 მმ ზომის ჩაშენებულ დინამიკს, რაც ყველაზე დიდია უსადენო მოწყობილობებში ბრენდის მიერ ამ დრომდე გამოყენებულ დინამიკებს შორის. ეს დეტალები იწვევს აუდიო სიმძლავრის მნიშვნელოვან განახლებას, კომფორტის კომპრომისის გარეშე. შეგიძლიათ უსმინოთ მთელი დღის განმავლობაში, რადგან Beoplay EX-ს აქვს 20 საათამდე მუშაობის რეჟიმი კეისში დატენვის ჩათვლით ხოლო 6 საათიანი რეჟიმი ANC-ით.

შეუდარებელი ხმის ხარისხის და ANC-ის კომბინაცია აუმჯობესებს ზარის ხარისხსაც, ასე რომ Beoplay EX შეიძლება გამოიყენოთ შეხვედრების ან პირადი ზარების მისაღებად ნებისმიერ დროს. თითოეულ ყურსასმენს აქვს სამი მიკროფონი, Beamforming ტექნოლოგია და საკუთარი ხმის ფუნქციონირება, რათა უზრუნველყოს უწყვეტი ზარის გამოცდილება.

მარტივი კავშირი. მრავალმხრივი.

უახლესი Bluetooth 5.2 ტექნოლოგიით და ფონური ხმაურის შემცირებით, Beoplay EX-ი აადვილებს უკაბელო და მარტივ კავშირს ოფისთან, მეგობრებთან და ოჯახთან, ნებისმიერ ადგილას. Multipoint-ის საშუალებით, ყურსასმენები შეგიძლიათ ერთდროულად ორ მოწყობილობას დაუკავშიროთ, რაც საშუალებას მოგცემთ ერთდროულად მოუსმინოთ მუსიკას და განახორციელოთ ზარი. Beoplay EX-ის აქვს IP57 სერთიფიკატი, დაცულია ოფლისგან, მტვრისადმი მდგრადი და წყალგაუმტარია, რაც მას უკიდურესად გამძლე პერსონალური ხმის გადაწყვეტილებად აქცევს.

საქართველოში Bang&Olufsen-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია მაღაზიებში: iSpace, iCity, Motif

Bang & Olufsen წარმოადგენს აუდიო და ვიდეო სისტემების ლუქს ბრენდს, რომელიც 1925 წელს დანიაში დაარსდა. Bang & Olufsen–ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩადეს კომპანიის საფუძველში, დღესაც აქტუალურია. თითქმის ერთსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, Bang & Olufsen- აუდიო ტექნოლოგიური და აკუსტიკური ინოვაციების სათავეშია.

დღეს ბრენდის პროდუქცია გამორჩეულია შეუდარებელი ხმის, უნიკალური დიზაინის და ხარისხის კომბინაციით. კომპანიაში დასაქმებულია 900-მდე თანამშრომელი; ბრენდი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ბაზარზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

''KTW ჯგუფი'' ტრადიციული მეღვინეობიდან თანამედროვე ტექნოლოგიებამდე

1020 ჰექტრამდე ვენახი, მარნის ტიპის 4 საწარმო, ღვინისა და სპირტის ჩამომსხმელ-გადამამუშავებელი 4 ქარხანა და 9 საფირმო მაღაზია!

მენეჯმენტი

პროდუქტიულობა, როგორც წარმატების ერთ-ერთი გარანტი

სწრაფად მზარდი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა 85% დღეში 10-ზე მეტ საათს მუშაობს.