Get All Access for $5/mo

"ჩემი ჩირი" - იზა სარქისიანის გემრიელი ბიზნესი "სამეწარმეო სკოლის" დახმარებით იზამ ჩირის წარმოება განავითარა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

იზა სარქისიანმა საყვარელი ნუგბარი - ჩირი, წარმოების პროდუქტად აქცია და "ჩემი ჩირის" სახელწოდებით მისი დაგემოვნების შესაძლებლობა სხვა გურმანებსაც გაუზიარა. სამშობლოში - სომხეთში ცხოვრების დროს სხვადასხვა სახეობის ჩირის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო და შეისწავლა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მათი დამზადება ჯერ ახლობლებისთვის, შემდეგ კი უკვე სარეალიზაციოდ დაიწყო. "სამეწარმეო სკოლა" ჩირის ბიზნეს საქმიანობად გარდასაქმნელად იზასთვის მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. "ჩემი ჩირის" სახელწოდების ქვეშ კი დღეს უკვე 5 სახეობის გამომშრალი ხილის: შავი ქლიავის, საზამთროს, ბალის, ვაშლისა და ატმის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

"ყოველთვის ძალიან მიყვარდა ჩირი. სოფელში ვცხოვრობ და ჩვენს ეზოში არაერთი ხილის ხე ხარობს. ერთხელაც გადავწყვიტე ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ჩირი დამემზადებინა. აღმოჩნდა, რომ ჩემმა ნახელავმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ იდეა მომივიდა, რომ საყვარელი საქმიანობა ბიზნესად გადამექცია, თუმცა ეს მარტივი არ იყო. "სამეწარმეო სკოლის" დახმარებით "ჩემი ჩირის" დაარსება რეალურად შესაძლებელი გახდა. სანამ "სამეწარმეო სკოლაში" მივიღებდი მონაწილეობას, ჩირის დამზადება ჩემთვის ჩვეულებრივი საოჯახო საქმიანობა იყო. კურსის დამთავრების შემდეგ კი ჩემი ჩირი საკუთარი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში გამოვიტანე და ძალიან სწრაფად გავყიდე. "სამეწარმეო სკოლაში" ნასწავლი არაერთი საკითხით, მათ შორის ციფრული მარკეტინგის, ბიზნესის და ფინანსების მართვის ტრენინგებზე შეძენილი ცოდნით ყოველდღე ვაძლიერებ ჩემს ბიზნესს და წინ მივიწევ".

ამჟამად იზა ჩირის რეალიზებას ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ახდენს. მის დიდ სურვილს სამომავლოდ გორში ჩირის დიდი საწარმოს გახსნა წარმოადგენს, რომელიც მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტისა და დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას შეძლებს. ამით ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასაც შეუწყობს ხელს. თუმცა, გამართული საწარმოს ფუნქციონირებამდე "ჩემ ჩირს" არაერთი ეტაპი აქვს გასავლელი. ამჟამად იზას დიდი საშრობი დანადგარი სრული კომპლექტაციით, საწარმოს გაფართოებისა და სათანადოდ მოწყობისთვის კი ფინანსური რესურსების მოძიება სჭირდება. გამართული საწარმოო პროცესის ამუშავების შემდეგ იზა სარქისიანი სასარგებლო და გემრიელი ჩირის ნაირფერ და გაცილებით ფართო ასორტიმენტს გვპირდება.

სტატია შექმნილია პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ