did.ge - შენი საიტი მზადაა! აირჩიე ნიმუში, მიიღე საიტი სწრაფად და ისარგებლე უფასო განახლების სერვისით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე ციფრულ სამყაროში, სადაც მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი სოციალური ქსელებისა და საძიებო სისტემების გავლით, სხვადასხვა საიტზე ეძებს სასურველ პროდუქციასა თუ სერვისს, ნებისმიერი ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეს საკუთარი ვებგვერდი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და ქართული კომპანიები აქტიურად არიან ჩაბმული გაციფრულების პროცესში, კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს საიტი, რაც ინფორმაციულ სივრცეში მათი იდენტობის მოპოვებისა და შენარჩუნების საქმეს მნიშვნელოვნად ართულებს.
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება კომპანია did.ge − პლატფორმა, რომელიც მზა ნიმუშებითა და ქონთენთის მიწოდების მარტივი ფორმით მზადაა ნებისმიერი ბიზნესისათვის ხელსაყრელი და რელევანტური საიტი დაამზადოს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის დამუშავება და საიტის ონლაინ გაშვება სულ რაღაც 48 საათში ხდება. ამავდროულად, საინტერესოა, რომ მომხმარებელი მხოლოდ ყოველთვიური მომსახურების გადასახადს იხდის, საიტის დამზადება კი უფასო გახლავთ.
did.ge-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur პლატფორმის თანადამფუძნებელ სანდრო ოქროპირიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ნებისმიერი ზომის ბიზნესისათვის საკუთარი საიტის ფლობა, უპირველეს ყოვლისა, კომპანიის ციფრული იდენტობის არსებობისთვისაა აუცილებელი. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა შეძლონ ბრენდის პოვნა ინტერნეტ სივრცეში და საიტზე მომხმარებლის ყურადღების კონცენტრაცია. "Facebook-ზე გვერდი და კომპანიის საიტი ისე განსხვავდება, როგორც დახლი ბაზარში და საკუთარი შოურუმი", − აღნიშნავს სანდრო.
როგორც ვიცით, საქართველოს ბაზარზე არსებული ბიზნესების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს საკუთარი ვებგვერდი. თქვენი აზრით, რომელი ფაქტორები განაპირობებს ამას და როგორ შეგვიძლია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ბიზნესოპერატორებში? რას აკეთებს კონკრეტულად did.ge ამ კუთხით?
საიტის შექმნა რთულ და შრომატევად პროცესთან ასოცირდება. მცდელობის საშუალება არ გაქვს, გიწევს ერთჯერადი გადასახადის გადახდა დამზადებისთვის, და ჯერ არ იცი, ეს გამოგადგება თუ არა. ასევე, დეველოპერი მოგცემს "საშინაო დავალებას" და უნდა მოიტანო ქონთენთი, რომელიც არ გაქვს. თუ მაინც დაამზადე, შემდეგ განახლებაა პრობლემა, ამიტომაც საიტების დიდ ნაწილი წლებია არ განახლებულა და ინფორმაცია არ არის რელევანტური.
ჩვენთან დამზადება სრულიად უფასოა და მომხმარებელი მხოლოდ ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს იხდის. ასე რომ, მომხმარებლისთვის რისკს არ შეიცავს − თუ აღარ იყენებს, გააუქმებს.
მიმდინარე წლის მარტის თვეში, ვინც შემოვა did.ge-ზე და შეკვეთას დააფიქსირებს, სამი თვის განმავლობაში მისთვის ჩვენი სერვისი სრულად უფასო იქნება. მომხმარებელი არც მომსახურების გადასახადს გადაიხდის და ცხადია, არც საიტის დამზადების ღირებულებას.
როდის და როგორ გაჩნდა მსგავსი სერვისის შეთავაზების სურვილი/იდეა?
თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში, ადგილობრივ ბიზნესებს ყველა საჭირო ინფორმაცია საკუთარ საიტებზე აქვთ განთავსებული და მათ აქტიურად იყენებენ. ინფორმაცია კომპანიაზე, როგორც წესი, არის სრული, განახლებული, და მომხმარებელიც ენდობა ამ ინფორმაციას.
საქართველოში Google-ში ძებნის მაგივრად, კომპანიებს ფიზიკურად ვეძებთ. გამოვდივართ შინიდან, დავრბივართ და ვეძებთ. რატომ უნდა ვაკეთებდეთ ამას, გაუგებარია, არადა, სიახლეებს ბევრ სხვა პლატფორმაზე იოლად ვითვისებთ. ამიტომ, ვფიქრობ, შეგვიძლია ამის შეცვლა და ყველასთვის ცხოვრების გაადვილება.
რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს თქვენი პლატფორმა მომხმარებლებს? როგორ საიტებს ამზადებთ და რა პირობებით? თავად ბიზნესისგან რა სახის მონაცემები, ინფორმაცია, ქონთენთია საჭირო დასრულებული საიტის გასაშვებად?
did.ge-ზე არის სხვადასხვა საქმიანობაზე მორგებული ნიმუშები, რაც მომხმარებლებისათვის ერთგვარ საწყის წერტილს წარმოადგენს. კონკრეტულ ნიმუშზე მორგებული ქონთენთის ფორმები კი მომხმარებელს უადვილებს მასალის მოწოდებას. ჩვენთან მასალა მუშავდება, გადის მოდერაციას და ხდება მისი გაშვება. როგორც წესი, მომხმარებელს არ აქვს მზა მასალა, ჩვენ კი ვუადვილებთ, რომ ეს ქონთენთი შეგროვდეს და შემდგომ გაეშვას.
დღეის მდგომარეობით, რა სახის ბიზნესებთან გიწევთ თანამშრომლობა?
ჩვენი მიზანია, მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნესის გაციფრულებაში დავეხმაროთ. გვყავს მომხმარებლები, რომლებსაც სასტუმროების ქსელი აქვთ, თუმცა ასევე, აქტიურად ვმუშაობთ მცირე, ერთ-ორ-თანამშრომლიან კომპანიებთანაც.
როგორია პლატფორმის სამომავლო გეგმები? რა მიმართულებით ფიქრობთ გაფართოებას/გაზრდას?
ვგეგმავთ, ქონთენთის ჩამოყალიბება და მოწოდება უფრო მეტად გავუადვილოთ მომხმარებლებს და ამისთვის ინტუიციური ქონთენთის მართვის სისტემა შევქმნათ. ასევე, გვინდა ჩავრთოთ მეტი UI დიზაინერი და გავიტანოთ ჩვენი მომსახურება საზღვრებს გარეთ. ამ მიმართულებით უკვე აქტიურად ვდგამთ ნაბიჯებს და მიმდინარე წელს, ვფიქრობთ, ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ.