Sponsored Content

"ერთი ხაჭაპურის ამბავი" და CBS ჯგუფის ინტელექტუალური კაპიტალი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Forbes-ის ინგლისურენოვანი გამოცემის შეკითხვებს ერთერთი მსხვილი ქართული ბიზნეს ჯგუფის CBS Group-ის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ უპასუხა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონის კაპიტალს მართავს ფორბსის მკითხველს საკუთარი და დამსაქმებელი კომპანიის წარმატების საიდუმლოს უზიარებს, რომლის მთავარი ხაზი ქართულ ინტელექტუალურ კაპიტალზე გადის.

ბავშვობიდან ორი რამ მსიამოვნებდა: წერა და რიცხვები. როდესაც ვუყურებ ფინანსურ უწყისებს, ციფრები ამბავს მიყვებიან. მაგალითად, ასაკი - არასდროს ყოფილა ჩემთვის უბრალოდ რიცხვი, რადგან მას ყოველთვის წარმოვადგენდი, როგორც გამოცდილების ერთეულს. ბიზნესშიც ასეა -იქმნება რაღაცა, რაც საბოლოოდ გამოისახება ციფრებით, რომელიც რეალურად ჩადებული შრომის უკუგებას წარმოადგენს - ამბობს თამარ გახარია.

მოთხოვნა-მიწოდების კანონის, როგორც ბაზრის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, ღრმა ბავშვობაში გავეცანი. ეს იყო ბებია-ბაბუის აგარაკზე, სადაც ბავშვობაში დიდი დროს ვატარებდი. ხაჭაპური მიყვარდა, გარეთ კი 90-იანები იდგა. სამწუხაროდ, სასურველი ხაჭაპურის გამოსაცხობად ბებიას, ხანდახან, ფქვილის გარდა არაფერი ჰქონდა, მაგრამ იყო მეზობელი, რომელსაც ყველი მოეძებნებოდა და კიდევ სხვა მეზობელი, რომელსაც კვერცხი აუცილებლად ექნებოდა. მიზანი გასაგები იყო: ყველის და კვერცხის შოვნა. სწორედ ხაჭაპურის გარშემო შექმნილი ამ დისბალანსის მოსაგვარებლად, მე და ბაბუა, ლუგელას ხეობაში კალმახზე სათევზაოდ მივდიოდით. თევზით სავსე სათლით დაბრუნებული, ამ პროდუქტს, მეზობლებთან, ყველსა და კვერცხში გადასაცვლელად ვიყენებდი. ბებო კი ყველაზე მთავარს აკეთებდა - მოპოვებული პროდუქტებით უგემრიელეს ხაჭაპურს აცხობდა.

ეს ისტორიაც, მიღებული მოგების განაწილებას და ჩადებული ინვესტიციის კაპიტალიზაციას ჰგავს, არა? (იცინის.)

სწორედ ამ პატარა გოგონამ, რომელიც ხეობაში ცოცავდა, კრისტალურად სუფთა, ყინულოვან წყალში იდგა და თავში ყველზე მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა, ხოლო ხელში გრძელი ანკესი ეჭირა, მაზიარა მიზნის მიღწევის შეუდარებელ გრძნობას, რომელიც მრავალი წლის შემდეგ, ძალიან დამეხმარა ჩემს გადაწყვეტილებაში -ამერჩია აღნიშნული პროფესია.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, არსებობს ბუნებრივი საზღვრები, თუ რისი წარმოება შეგვიძლია ჩვენ. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი. მას შეუძლია, ჩვენი ქვეყანა, რეგიონულ ინტელექტუალურ ჰაბად გარდაქმნას. მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ერთ მშვენიერ დღეს, დაივიწყონ ფიქრი ქვეყნის დატოვებაზე, ცოდნისა და უნარების საზღვარგარეთ ინვესტირებაზე. რატომ უნდა მოხდეს ტვინების გადინება? პირიქით, ვისურვებდი, რომ საქართველომ უფრო ჭკვიანი ხალხი მოიზიდოს და შეინარჩუნოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალური შრომის ბაზარი ინტელექტზე ორიენტირებულ სამუშაოზე გადავიდა. ჩემი აზრით, სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ნებისმიერი გარიგება, თავის არსში, გარიგებაში ჩართული ადამიანების ინტელექტში, გამოცდილებაში ინვესტიციაც გახლავთ.

CBS ჯგუფი, სწორედ აქ ხედავს თავის პასუხისმგებლობას. ჰოლდინგში მიმდინარე გარიგებებში, ყოველთვის ვცდილობთ დავასაქმოთ ადგილობრივი კადრები თუ კონსულტანტები, რადგან ასეთი ცოდნა აქაც არსებობს. არის პოტენციალი, რომელიც ქართული საინვესტიციო კომპანიების სურვილის შემთხვევაში, ათვისებადია და გამოყენებადი. აღნიშნული ქმედებებით, გლობალური მოთხოვნა ქართულ ინტელექტუალურ სერვისებზე გაიზრდება და ჩვენ, როგორც ერი, შევძლებთ ჩვენი გონებრივი კაპიტალის ექსპორტზე გატანას და არა მის გადინებას.

სწორედ აქ არის ქართული ინტელექტუალური პოტენციალის აღმოჩენის გასაღები-აცხადებს CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი თამარ გახარია.

"მშობლებს უნდათ, მაგრამ მგონია, რომ ექიმი არ გახდები. ვფიქრობ, შენ ბიზნესი უნდა სცადო" - თამარ გახარიას, ამ სიტყვებს, ბავშვობაში, ხშირად ბაბუა ეუბნებოდა. როგორც თავად ამბობს, სავარაუდოდ, სწორედ ის იყო ინსპირაციის წყარო, საკუთარი პროფესიული არჩევანის გაკეთებისას. ბიზნესი - სფერო, რომელიც 90-იანების საქართველოში, თავისი ნამდვილი შინაარსით, უფრო ეფემერული ოცნება იყო, ვიდრე რეალობა.

"ეს არის მატარებელი, რომელიც ახლა და ამ სადგურიდან გადის. ასე რომ დღეს, ამ მატარებელში ადგილის დაკავება, ნიშნავს - ხვალ სწორი დანიშნულების ადგილზე აღმოჩენას" - ფიქრობდა თამარ გახარია, როდესაც კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე გადაწყვიტა სწავლა.

თამარიც და ბაბუაც მართლები აღმოჩნდნენ. მატარებელი, რომელშიც პატარა გოგონამ, ბაბუას რჩევით, ადგილი დაიკავა, სწორ ადგილას და სწორ დროს გაჩერდა.

თამარ გახარია დღეს არის ქართული, ერთ-ერთი მსხვილი ბინზეს-ჰოლდინგის- CBS ჯგუფის, ფინანსური დირექტორი. CBS ჯგუფში წარმოდგენილია ისეთი მნიშვნელოვანი აქტივები, როგორიცაა: თელასი, თბილისი ენერჯი, VEON საქართველო, საქართველოს ეროვნული ლატარია და ა.შ.

როგორც ირკვევა, CBS ჯგუფის მიერ, წლების განმავლობაში დადებულ ყველა გარიგებას, სწორედ თამარი ხელმძღვანელობდა, მათ შორის VEON საქართველოს - ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომ ოპერატორის, CBS ჯგუფის მიერ შეძენას. აქედან დაიწყო ჩვენი საუბარი, მაგრამ აქ არ დასრულებულა...