ფენეკამდე იყო იდეა, და შემდეგ მოქმედება გადავწყვიტეთ თავისუფალი დრო, რომელსაც ხშირად მეგობრებთან ერთად ვატარებდით, მთლიანად ფენეკზე გადაეწყო
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი პროექტ- "მომავლის პროფესიების" განხორციელებას აგრძელებს. ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია ინსორსთან თანამშრომლობით შეცვლილი რეალობისა და დიდი გამოწვევების საპასუხოდ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს ადამიანებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.
სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცოტა ხნის წინ კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის – Fennec Tech Studio-ს, პარტნიორი გახდა. ახლა კი არხის თანადამფუძნებელი - ბილლი ისიანი გვიყვება იმ გადაწყვეტილებაზე, რამაც ისინი Fennec-ის შექმნამდე მიიყვანა.
"ამას წინათ, ჩერჩილის ერთ ციტატას მოვკარი თვალი, ენთუზიამზე წერდა, მარცხიდან მარცხზე გადასვლაა წარმატება, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშეო. თან ეს მარცხიც, ხომ ძალიან პირობითია, ისე როგორც წარმატება, თუმცა რატომღაც 21-ე საუკუნეში შევთანხმდით, რომ წარმატება ციფრებით იზომება. მე არ ვთვლი ასე, და არც არავის შევთანხმებივარ ამაზე. ჩვენი პროექტია ამის ძალიან კარგი მაგალითი. იმის მიუხედავად რომ დღეს YouTube-ში ძალიან ბევრი არხია რომლებსაც, ჩვენზე ბევრად მეტი გამომწერი ყავს, საერთოდ არ მოიძებნება ისეთი არხი ვინც 9 ვიდეოში ისეთი პარნიორის დამეგობრება შეძლო, როგორიც საქართველოს ბანკია.
იმის გამო რომ ჩვენი კონტენტი არ იყო გასართობი ტიპის, თავიდანვე ვიცოდით რომ პირველ ეტაპზე წარმატების განმსაზღვრელი გამომწერების დიდი რაოდენობა არ იქნებოდა. თუმცა, ვთვლი რომ ნებისმიერი კატეგორიის კონტენტს შეგიძლია გაუჩინო მაყურებელი, თუ სწორად შეაფასებ იმ გზას, რომელსაც გადიხარ. ყველამ ვიცით ტექნოლოგიების როლზე დღევანდელ მსოფლიოში, და ამაზე ბევრს აღარ დავწერ. ის ფაქტორი რომ მეც და მარიამიც ჩვენ-ჩვენი მიმართულებებით ტექნოლოგიურ კომპანიებში ვმუშაობთ, მარტივი იყო იმ საჭიროებებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებოდით. მთავარი მაინც, ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა იყო, სწორედ ამიტომ ავიღეთ ჩვენ ძირითად მიმართულებებად, ტექნოლოგიები და კარიერული განვითარება. გვსურდა, რომ ძალიან მარტივი ენით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას, გვეჩვენებინა ტექნოლოგიების ბენეფიტები და გვესაუბრა ისეთ უხერხულ თემებზეც კი, როგორიც მაგალითად, სახელფასო მოლოდინია. თანაც ამაზე ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებულები, ზემოთნახსენებ ტექნოლოგიებში.
ფენეკამდე იყო იდეა, და შემდეგ მოქმედება დავიწყეთ. პანდემიის გამო ყველაფერი ჩაიკეტა, და დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა მთელი მსოფლიო. ჩვენც მათ შორის. თავისუფალი დრო, რომელსაც ხშირად მეგობრებთან ერთად ვატარებდით, მთლიანად ფენეკზე გადაეწყო. არხის კონცეფციის, სტრატეგიის, კონტენტის და როლების განაწილებამ დაახლოებით 2 თვე წაიღო. იმის გამო რომ მე და მარიამი დაახლოებით 9 წელია ვმეგობრობთ, მარტივად ვავსებდით იმ სივრცეებს, რომლებიც საკუთარი გამოცდილებებიდან გვქონდა. სახელი ფენეკი ძალიან მალევე მომივიდა თავში, ვინც არ იცის, ფენეკი პატარა მელიაა, ფართო ყურებით და გრძელი კუდით, რომელიც ყველა და ყველაფერი აინტერესებს, ისრუტავს ნებისმიერ ინფორმაციას და მისთვის სასარგებლოდ იყენებს. ძალიან მარტივი იყო ჩვენს საქმიანობასა და ფენეკს შორის პარალელის გავლება. ეს იყო კარგად მოსმენა და გაანალიზება იმ პრობლემების, რომელიც ტექნოლოგიებში იყო და მუშაობა საღამოს საათებში. მე და მარიამმა მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ მოგვწონდა ეს სახელი, რომელიც მარტივი დასამახსოვრებელი იყო, და თან ზუსტად შეგვეფერებოდა.
შემდეგი ნაბიჯი, პირველი სეზონის დაგეგმვა იყო, ზუსტად განვსაზღვრეთ ის ძირითადი თემები, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებდით. გადავწყვიტეთ, რომ პირველ სეზონში უფრო ზოგად თემებს მიმოვიხილავდით და შემდგომ სეზონებში შედარებით სიღრმეებში ჩავიდოდით. იმის გამო რომ ფენეკს გრძელი პერსეპქტივით ვუყურებდით, არ იყო რთული მსგავსი გეგმების დასახვა, თან მაშინ რას წარმოვიდგენდით საქართველოს ბანკი თუ გახდებოდა ჩვენი მეგობარი. სულ სხვაა, როდესაც ენთუზიაზმის ხარჯზე, არანაირი ფინანსური მოტივაცია არ გაგაჩნია და ასეთ წერტილს უახლოვდები. საერთოდ სხვა გრძნობაა, როდესაც შენი შრომა ასე გიფასდება.
ამ ტალღით დავიწყეთ მეორე სეზონი და ალბათ ჩვენმა მაყურებელმაც შენიშნა სულ სხვა მუხტი და კონტენტის ხარისხი, რომელიც ყოველი ვიდეოს შემდეგ გეომეტრიული პროგრესიით ზემოთ ადის, ამაზე მეტყველებს გამომწერების რაოდენობის მატებაც.
ფენეკი არ არის მხოლოდ არხი YouTube-ზე, ფენეკი არის ქომუნითი იმ ადამიანების ვისაც მომავლის პროფესიებში უნდა დასაქმება და არამარტო. ჩვენი ჯგუფი, რომელიც 2000 კაცს აერთიანებს, სულ სხვა სივრცეა, უშუალო და განვითარებაზე ორიენტირებული. ამ ჯგუფში ვავრცელებთ ტექნოლოგიურ ვაკანსიებს, ვუზიარებთ ერთმანეთს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, ვცვლით აზრებს და ვიზრდებით ერთად. არ წარმომიდგენია ფენეკი ამ ჯგუფის გარეშე, სამომავლოდ გვინდა ჩვენს ერთგულ მაყურებელს პირადად შევხვდეთ, ამაზე ცოტა მოგვიანებით. ახლა მეორე სეზონის შუაში ვართ, უკვე მიმოვიხილეთ ძალიან ბევრი პროფესია, მათ შორის Front-End & Back-End დეველოპმენტი, Agile & Scrum მეთოლოგიები, გვინდა ამ სეზონში UX/UI დიზაინის და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების თემებიც დავფაროთ და ისე დავხუროთ მეორე სეზონი. ჰო მართლა, ჩვენი ვიდეოების პარალელურად ყოველი თვის ბოლოს Facebook ლაივები გვაქვს, აქ ჩვენ აუდიტორიას შესაძლებლობას ვაძლევთ იმ სტუმრებს რომლებიც ვიდეოში გვყავდა, პირადად დაუსვან შეკითხვები და მათთვის საინტერესო თემებზე მიიღონ რჩევები ან რეკომენდაციები. ვფიქრობ, ეს ლაივები ჩვენ აუდიტორიას გაზრდაში ეხმარება, მეტ ჩართულობას იწვევს და რა თქმა უნდა, ინტერესს.
ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენი არხი იმ ახალგაზრდა ადამიანების პროფესიის განსაზღვრაში მცირედ როლს მაინც ითამაშებს, რომლებიც ყოველ სამშაბათს ფენეკის ვიდეოებს ასეთი სიხარულით ელოდებიან." - ბილლი ისიანი, Fennec-ის თანადამფუძნებელი
პროექტ მომავლის პროფესიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.