ICTA: ტექნოლოგიური ეკოსისტემის ახალი ცენტრი და საერთო ხედვის არქიტექტორი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე ციფრულ სამყაროში ტექნოლოგიური პროგრესი აღარ არის მხოლოდ ცალკეული კომპანიების ან ინდივიდების მიღწევა. დღეს ინოვაცია წარმოადგენს კომპლექსურ, კოლექტიურ პროცესს, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებებს მოითხოვს. სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება ICTA-ს ახალი სექტორული ხედვა: Innovation Does Not Happen Alone - Powered by Tech and People.
ხშირად ინოვაციას აღიქვამენ, როგორც იზოლირებულ მოვლენას, რომელიც დახურულ ლაბორატორიებში იბადება. ICTA-ს ხედვა ამ სტერეოტიპს უპირისპირდება. კომპანიას სჯერა, რომ ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა ხდება იქ, სადაც ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ადამიანური კაპიტალი თანხვედრაშია. ეს არის სტრუქტურირებული პროცესი, რომელიც იქმნება კომპანიებს, ადამიანებსა და ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის შედეგად. ამასთან, მთავარი აქცენტი დასმულია საერთო პრინციპებზე, სექტორულ თანხვედრასა და გრძელვადიან პასუხისმგებლობაზე.
ICTA - გამაერთიანებელი პლატფორმა
ICTA ამ სექტორული ხედვით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ როლს, როგორც პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ კომპანიებს საერთო მიმართულებისა და ქვეყნის ციფრული განვითარების დღის წესრიგის გარშემო.
ასოციაცია პოზიციონირდება, როგორც ტექნოლოგიური სექტორის გამაერთიანებელი ძალა, რომელიც აყალიბებს საერთო ხედვას და ამავდროულად, ქმნის ხიდს ბიზნესს, სახელმწიფოსა და სხვადასხვა ინსტიტუციას შორის.
რა არის ICTA?
ICTA წარმოადგენს ტექნოლოგიურს ასოციაციას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს საქართველოს ციფრულ ეკონომიკაში.
ასოციაცია წარმოადგენს თანამშრომლობისა და თანხვედრის პლატფორმას ტექნოლოგიურ ბიზნესებსა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის. აღნიშნული პლატფორმა ხელს უწყობს მდგრადი და კონკურენტუნარიანი ციფრული განვითარების ჩამოყალიბებას.