Get All Access for $5/mo

ხელოვნური ინტელექტის 5 საუკეთესო სტარტაპი ''სილიკონ ველიზე'' ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, საზღვარი არ აქვს და რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება და ვითარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ხელოვნური ინტელექტი დღეს უცხო აღარავისთვისაა. მისი მრავალფეროვანი შესაძლებლობები, როგორც ამარტივებს, ასევე ართულებს ცხოვრებას. ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი" პირველად 1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა გამოიყენა და განმარტა, როგორც პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს ადამიანის მსგავსად და მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილებები. მის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, საზღვარი არ აქვს და რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება და ვითარდება. ხელოვნურ ინტელექტს იყენებს თითქმის ყველა წამყვანი კომპანია, როგორებიცაა, GOOGLE, SAMSUNG, APPLE და სხვა კიდევ მრავალი, რადგან ხელოვნური ინტელექტის გარეშე, ვერცერთი თანამედროვე ელექტრონული დანადგარი ვერ იმუშავებს.

ტექნოლოგიის დედაქალაქ სილიკონ ველიზე თითქმის ყველა ძველი თუ ახალი კომპანია მორგებულია ხელოვნურ ინტელექტზე. იქმნება აპლიკაციები და საინტერესო საიტები, რომლებიც თითქმის აღარ საჭიროებენ ადამიანის ჩარევას. საინტერესოა, თუ რა არის ხელოვნური ინტელექტის წამყვანი სტარტაპები სილიკონ ველიზე. ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს კომპანიები ხელმძღვანელობენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებას. ბევრი რამ არის სათქმელი ამ კომპანიების როგორც სასარგებლოდ, ასევე საწინააღმდეგოდ. ამ კომპანიებთან მუშაობის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ღია არიან სოციალური მედიისა და ინტერნეტისთვის. ეს სტარტაპები უფრო მეტ მოქნილობას გვთავაზობენ, ვიდრე მათი კოლეგები, რაც ხელოვნური ინტელექტის სფეროს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის, ვიდრე ოდესმე. მაშ, რა არის ხელოვნური ინტელექტის 5 საუკეთესო სტარტაპი სილიკონ ველიზე?

1. AI PRODUCT INSTITUTE

თუ თქვენ ხართ პროდუქტის მენეჯერის კარიერული განვითარების გზაზე, უნდა ისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია და ტაქტიკა, რათა ფეხი აუწყოთ AI-ის ეპოქის ცვლილებებს. თუმცა, სად სწავლობთ AI-ის პროდუქტის მენეჯმენტს? ასეთი ადგილია სწორედ AI PRODUCT INSTITUTE. ეს პროგრამა გთავაზობთ საფუძვლიან სასწავლო გეგმას, რომელიც აგებულია Agile AI პროდუქტის გარშემო. სწავლა მიმდინარეობს ადგილზე და პროგრამაში შედის გამოცდები და სერტიფიკატი, კურსის დასრულების შემდეგ. ხელოვნური ინტელექტის აღმავლობა არა მხოლოდ კომპიუტერის პროგრამირების, არამედ ბიზნესპროცესების ფორმულირების ხელახალი განსაზღვრაა. დღეს, კომპანიები შეუპოვრად ეძებენ პროდუქტის ახალ მენეჯერებს, რომლებიც შესაფერისია ამ ცვლილებისთვის და შეუძლიათ გამოიყენონ AI მომხმარებელთა უპრეცედენტო რაოდენობის მისაღწევად.

2. Fiddler Labs

Fiddler Labs აწვდის კომპანიებს ყველაფერს, რაც მათ უნდა იცოდნენ ხელოვნური ინტელექტის შესახებ, აძლიერებენ AI-მოდელებს პროგრამული უზრუნველყოფის ქცევის გააზრების, გაანალიზების, დამტკიცებისა და მონიტორინგის დროს. პლატფორმა უზრუნველყოფს AI-პროფესიონალების ჩამოყალიბებას, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს ისწავლონ თავიანთი საქმიანობა ისე, როგორც ამას მანქანა-დანადგარები აკეთებს. ნდობა კაცობრიობის ფუნდამენტური ნაწილია, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინტერნეტის ზრდასთან ერთად, Fiddler Labs-ის გუნდმა ნახა უნდობლობის უამრავი საკითხი, როგორიცაა სპამი, თაღლითური გარიგებები, სიძულვილის ენა და სოციალური ქსელის ბოროტად გამოყენება. დღეს, AI-სთან ერთად, კომპიუტერები უფრო მეტ ამოცანას ლახავენ, ადამიანების მიერ ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გაზრდით. ამასთან, არ არსებობს ნდობა AI-შედეგების მიმართ, რადგან ძალიან ხშირად AI-მოდელები გაუმჭვირვალეა. მათ შექმნეს Fiddler Labs, რადგან სჯერათ, რომ საჭიროა ახალი სახით ახსნილი AI-პლატფორმა, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს წინ გაუსწრონ ამ საკითხებს საიმედო, გამჭვირვალე და გასაგები AI-გადაწყვეტილებების შექმნით.

3. Mindstrong

Mindstrong-ში ფიქრობენ, რომ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები უნდა მუშაობდნენ უმძიმეს პრობლემებზე. ისინი მუშაობენ ფსიქიკური ჯანმრთელობის გარდაქმნაზე ვირტუალური მოვლის, მონაცემთა გაზომვისა და მონაცემთა მეცნიერების ინოვაციების გზით. ისინი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან პლატფორმას, რომელსაც იყენებენ მათი გუნდის წევრები, რათა უზრუნველყონ მოვლის კოორდინაცია და მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპია და ფსიქიატრია სტრუქტურირებულ, მიზანზე ორიენტირებულ სესიებში მათივე ტექნოლოგიის საშუალებით.

4. Ambient.ai

Ambient.ai დაარსდა 2017 წელს სტენფორდის ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა მიერ, რომელთაც წვლილი მიუძღვით ისეთი კომპანიების შექმნაში, როგორებიცაა Apple, Google, Microsoft, Dropbox და სხვა. გუნდი სწრაფად იზრდება და მოიცავს ინდუსტრიის "ვეტერანებს" პროდუქციის, მარკეტინგისა და გაყიდვების ათობით წლის გამოცდილებით. Ambient.ai მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ოპტიმიზაციაზე, ვიდეომასალის ნახვისა და ანალიზისთვის. კომპანიამ დაამუშავა კლიენტების 20 000-საათიანი ვიდეო და იყენებს ამ მონაცემებს ვიდეოდამუშავების ალგორითმის მოსამზადებლად.

5. Modeai

mode.ai ქმნის AI-ით აღჭურვილ B2B2C ვირტუალურ ბოტებს საცალო ვაჭრებისა და გამომცემლებისთვის, რომელიც შექმნილია მომხმარებელთა ჩართულობისა და გაყიდვების გასაუმჯობესებლად. ის გთავაზობთ სასაუბრო კომერციის არხს პლატფორმებზე, კომპიუტერული ხედვისა და ღრმა სწავლის გამოყენებით. mode.ai ასევე მოიცავს სურათზე დაფუძნებულ ვიზუალური სტილის შემოთავაზებებს, ფერის, ფასის, ბრენდისა და სტილის საძიებო ფილტრებით, რაც გულისხმობს სწორი ზომის შერჩევასა და სტილის შთაგონებას.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია