Cyber Week Sale! 50% Off All Access

კრიპტომატი ბიტკოინის ბანკომატების ქსელი ფართოვდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

პირველი კრიპტომატი თბილისში 5 თვის წინ გამოჩნდა. კრიპტომატი, სტანდარტული ბანკომატისგან განსხვავებით, საშუალებას გაძლევთ თქვენს კრიპტოსაფულეში არსებული კრიპტოვალუტა ქეშად აქციოთ, ან სასურველი ოდენობის კრიპტოვალუტა შეიძინოთ.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ცნება 2009 წელს გაჩნდა, როდესაც ყველასთვის უცნობმა პიროვნებამ, ფსევდონიმით სატოში ნაკამოტო, დეცენტრალიზებულ სისტემაზე მომუშავე ე.წ. ელექტრონული ფული − Bitcoin შექმნა. თავდაპირველად მას გეიმერები და სხვა ინტერნეტმომხმარებლები მცირე მოცულობის გადახდებში იყენებდნენ. 2010-იან წლებში ბიტკოინმა ალტერნატიული ვალუტის ფუნქცია შეიძინა, რომლის ღირებულება ცენტის მეასედიდან დაწყებული, რამდენიმე ათას დოლარამდე გაიზარდა. ბაზარზე ბიტკოინის შემდეგ გამოჩნდა სხვა ალტერნატიული ვალუტებიც, ე.წ. ალტკოინები, რომლებიც გარკვეული ტექნოლოგიური გაუმჯობესებებით გამოირჩევა და სხვადასხვა მიზნისთვისაა განკუთვნილი. კრიპტოვალუტები შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ("მაინინგი"), გამოიყენოთ გადარიცხვებში, ისარგებლოთ სხვადასხვა კომპანიის სერვისით, შეიძინოთ პროდუქცია ონლაინმაღაზიებში, ან უბრალოდ, ივაჭროთ ონლაინბირჟებზე შემოსავლის მიღების მიზნით.

საქართველო 2017 წელს იმ ქვეყნების პირველ სამეულში შევიდა, რომელთა მოსახლეობაც ყველაზე აქტიურადაა დაკავებული მაინინგით − კრიპტოვალუტის გამომუშავების საქმიანობით.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, იოსებ ბოლქვაძემ გვითხრა, საქართველოში კრიპტოვალუტებით მზარდმა დაინტერესებამ კრიპტომატის შემოტანის იდეა წარმოშვა.

ამ ეტაპზე თბილისში 3 კრიპტომატი დგას − "გალერია თბილისში", "თბილისი მოლსა" და სამორინე "აჭარაში". სტაბილურად მზარდი მოთხოვნის გამო, ოქტომბერში საქართველოში კიდევ 5 აპარატი შემოვა − თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში არსებულ კრიპტომატებს კი 2 შეემატება.

კრიპტომატებით მომხმარებელს შემდეგი 4 კრიპტოვალუტით შეუძლია ყიდვისა და განაღდების ოპერაციების შესრულება: Bitcoin (BTC), Litecoin (LTC), Ethereum (ETH) და Bitcoin Cash (BCH). მაქსიმალური ოდენობა, რომლის განაღდებაც კრიპტოვალუტის გაყიდვით ერთჯერადად შეგიძლიათ, 14 ათასი ლარია. 50 ლარი კი ის მინიმუმია, რომლითაც კრიპტოვალუტის შეძენას შეძლებთ.

კრიპტომატი თანამედროვე და დახვეწილი მოწყობილობაა, ადვილად გასაგები ინტერფეისით და დაცულობის მაღალი დონით. გამოყენების ინსტრუქციის ნახვა ვებგვერდზე
www.cryptomat.ge არის შესაძლებელი.

კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება ნებისმიერ მსურველს შეუძლია − მათ შორის მათ, ვისაც კრიპტოვალუტის ონლაინსაფულე არ გააჩნია. ამ შემთხვევაში, კრიპტომატი მომხმარებელს ქაღალდის საფულეს უბეჭდავს.

"შეგიძლიათ კრიპტომატთან მიხვიდეთ, მიუთითოთ, რომ ონლაინსაფულე არ გაქვთ. კრიპტომატი ეგრეთ წოდებულ Paper Wallet-ს, ქაღალდის საფულეს დაგიბეჭდავთ, რომელზეც QR კოდი იქნება დატანილი. მისი სკანირების მეშვეობით, კრიპტომატში თანხას შეიტანთ, შეიძენთ სასურველი ვალუტის სასურველ რაოდენობას და იგი QR კოდზე მიბმულ Private Key-ზე, ბლოკჩეინ სისტემაში შეინახება".

კრიპტოვალუტის პირველი ტერმინალი (ე.წ. Bitcoin ATM) ნიუ-იორკში 2011 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველოში კრიპტოვალუტით აქტიურად 2013 წლიდან დაინტერესდნენ. 2017 წლის მონაცემებით, მოპოვებული კრიპტოვალუტის რაოდენობით, საქართველო აშშ-სა და ჩინეთთან ერთად, პირველ სამეულშია. ეს ფაქტი კრიპტომატის მოხმარების ყოველთვიურ დინამიკურ ზრდაზეც აისახება.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.

ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!