Get All Access for $5/mo

კრიპტოვალუტა Ethereum-ის 27 წლის შემქმნელი მილიარდერი გახდა პირველ კვარტალში Ethereum-ის ფასი 375 %-ით გაიზარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Ethereum

2021 წლის პირველ კვარტალში Ethereum-ის ფასმა 375%-იანი ზრდა დააფიქსირა. ეს კრიპტოვალუტა დღესდღეობით ბიტკოინის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა საბაზრო ღირებულებით. CoinMarketCap-ის მონაცემით, ამ დროისთვის მიმოქცევაში არსებული Ethereum-ის ჯამური ღირებულება 403 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლის 4 მაისს კი, ამ ციფრული ვალუტის ერთეულის ფასი, რეკორდულ − 3482 დოლარამდე გაიზარდა.

კრიპტოვალუტა Ethereum რუსული წარმომავლობის 27 წლის კანადელმა პროგრამისტმა, ვიტალიკ ბუტერინმა 2013 წელს 19 წლის ასაკში შექმნა. ეს ვირტუალური ფული 2015 წელს ჩაეშვა ბაზარზე და დღეის მონაცემით, ბუტერინის საჯარო ანგარიშზე 333 500 Ethereum იყრის თავს. ვიტალიკის შექმნილი კრიპტოვალუტის ფასმა 4 მაისს რეკორდულ − 3482 დოლარს მიაღწია, რამაც პროგრამისტის ქონება 1,1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

2012 წელს ბუტერინი ჟურნალ Bitcoin Magazine-ის − ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტების მიმომხილველი გამოცემის, თანადამფუძნებელი გახდა. 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო მილიარდერ პეტერ თილის გამოცხადებულ კონკურსში, სახელად Thiel Fellowship, რომელიც ახალგაზრდა ინოვატორების მიერ, ტექნოლოგიური სიახლეების შესამუშავებლად და დასანერგად წახალისებას ისახავდა მიზნად. ამისათვის, მილიარდერმა თითოეულ კონკურსანტს 100 000 დოლარიანი ბიუჯეტი გამოუყო, რაც ბუტერინისათვის ახალ "ბლოკჩეინზე" მუშაობის დაწყების წინაპირობა აღმოჩნდა. ვიტალიკი სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, რაც უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ მას Twitter-ზე 1,4 მილიონი გამომწერი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები მთელ მსოფლიოში უამრავი დასახელების კრიპტოვალუტას ყიდულობენ და ყიდიან (ილონ მასკის საყვარელი Dogecoin-ის ჩათვლით), Ethereum-სა და ბიტკოინზე ციფრული ვალუტის ბაზრის თითქმის ორი მესამედი მოდის, რაც ჯამში 2,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლის აპრილში, კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესმა მკვეთრად იმატა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სავაჭრო პლატფორმა Coinbase-ის აქციები უოლ სტრიტის ბირჟაზე 86 მილიარდ დოლარად ივაჭრა. ბიტკოინის ფასმა მალევე არნახულ სიმაღლეს მიაღწია, რასაც უმალვე მიბაძეს სხვა კრიპტოვალუტებმაც. ციფრული ვალუტების მომხრეები და ენთუზიასტები, წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ Ethereum-ს, ბიტკოინს და სხვა ვირტუალურ ფულად ერთეულებს, შეუძლია ფინანსების სამყაროში რევოლუციის მოხდენა, რაც კიდევ ერთხელ დაასაბუთა Coinbase-ის წარმატებამ საფონდო ბირჟებზე.

ნაწილობრივ, Ethereum-ზე მოთხოვნის ასეთი მკვეთრი ზრდა, შეგვიძლია მივაწეროთ იმ ფაქტსაც, რომ ციფრული ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა საკოლექციო ნივთებით ვაჭრობის სფეროში, ამ კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ასეთი ტიპის აქტივები მარტივად მიკვლევადი და ლიკვიდურია, რაც ბლოკჩეინზე ვაჭრობას ამარტივებს და Ethereum-ს ინვესტორთათვის მეტად მიმზიდველს ხდის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან