Get All Access for $5/mo

მეამას ქართველი ტექნოლოგების მიერ შექმნილი კაფსულის ყავის უნიკალური გემოები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეამა

"მეამას" ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს, რომელიც კაფსულის ყავის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა და საქართველოში ქმნის ყავისა და ჩაის კაფსულების მრავალფეროვან გემოებს, რითაც ჩვენში სხვადასხვა დადებით ემოციას აღძრავს.

გზა კი, რომელსაც ყავის მწვანე მარცვალი თქვენში გამოწვეულ დადებით ემოციამდე გადის, იმ პროფესიონალთა ხელშია, რომლებიც "მეამაში" ძალიან მნიშვნელოვან გუნდს წარმოადგენენ და სხვადასხვა გემოვნებისა თუ სურვილის მქონე ადამიანებს გემოების დღესასწაულს უზიარებენ.

ფოტოზე: დავით გოგოხია, ელენე იაშვილი, თამარ გიგაური, მედეა კუპატაძე

როგორც იცით, დღეს "მეამა" საქართველოს ბაზარზე ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებით, ჩაის კაფსულებითა და ახლა უკვე ე.წ. takeaway-კონცეფციის Meama Collect-ში არსებული ყავისა და ჩაის უნიკალური გემოების კოქტეილებით არის წარმოდგენილი.

ამ მრავალი, ფერადი და ეგზოტიკური გემოების მიღმა კი "მეამას" ყავის ტექნოლოგების გუნდის მიერ საერთაშორისო მასშტაბით მიღებული კვალიფიციური განათლება, დაკვირვება, ექსპერიმენტები, საქმის მიმართ დიდი სიყვარული, კოლოსალური შრომა და გამბედაობა დგას.

ტექნოლოგების გუნდი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, რომლის გარეშე ყავის მოყვარულები ვერ შევძლებდით საქართველოს მოსახლეობის გემოვნების გათვალისწინებით შექმნილი ყავის უნიკალური გემოების გაზიარებას და სასიამოვნო ემოციების მიღებას.

2 წლის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულმა სპეციალურმა განათლებამ და გადამზადებამ შედეგი გამოიღო და დღეს "მეამას" გემოებს ყველასგან გამოარჩევთ. ყავის მწვანე მარცვალი "მეამას" მაღალტექნოლოგიურ საწარმოში საკმაოდ დიდ და საინტერესო გზას გადის, შესაბამისი რეცეპტის გათვალისწინებით იხალება, იფქვება და შემდეგ უკვე ნაზავი, გემოსა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, უჟანგბადო, ჰერმეტულად დაცულ სივრცეში − კაფსულაში თავსდება. ამჟამად "მეამას" ტექნოლოგების მიერ შექმნილია 17 სხვადასხვა გემოს ყავისა და 7 სხვადასხვა სახეობის ჩაის კაფსულა. თითოეული მათგანის რეცეპტი "მეამას" ტექნოლოგების მიერ არის შემუშავებული და შესაბამისად, კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

ფოტოზე: დავით გოგოხია, მეამას მთავარი ტექნოლოგი

"მეამას" ტექნოლოგების გუნდს კომპანიის მთავარი ტექნოლოგი − დავით გოგოხია ხელმძღვანელობს. ის წლების განმავლობაში სამხედრო მფრინავი იყო, შემდეგ კი საჰაერო სივრციდან ყავის სფეროში გადმოინაცვლა და გუნდის სხვა წევრებთან ერთად "მეამას" უნიკალურ რეცეპტებს ქმნის. ტექნოლოგების გუნდი სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე კვალიფიციური ადამიანებით არის დაკომპლექტებული. როდესაც კომპანია იქმნებოდა, მისმა ხელმძღვანელობამ ტექნოლოგების გუნდის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი არა კვების ტექნოლოგის დიპლომი და გამოცდილება, არამედ სენსორული უნარ-ჩვევების ქონა, ინოვაციებისადმი ღიაობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა იყო. სწორედ ამ კრიტერიუმებისა და პირობების გათვალისწინებით მოხვდნენ გუნდში ადამიანები, რომლებმაც სასარგებლო ცნობისმოყვარეობისა და მუდმივი სიახლეების ძიების დამსახურებით, ევროპისა და ამერიკის ყავის სკოლებში კვალიფიციური განათლება მიიღეს.

სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულები "მეამას" გუნდს შეუერთდნენ და მათ ცხოვრებაში ახალი თავგადასავალი დაიწყო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ყველგან, სადაც "მეამაა", მომხმარებელი მუდმივად განმეორებად, უნიკალურ და სასურველ გემოს იღებს − იქნება ეს შინ, "მეამა ქოლექთში" თუ ნებისმიერ სხვა ობიექტში, სადაც კომპანიის პროდუქცია ხელმისაწვდომია.

ფოტოზე: დავით გოგოხია, ელენე იაშვილი, თამარ გიგაური

"მეამას" ტექნოლოგებთან გასაუბრებისას შევიტყვეთ, რომ ისინი ყავისა და ჩაის კაფსულების ახალ გემოებზე აქტიურად მუშაობენ და შემოდგომიდან ბევრ ახალ და სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებენ მომხმარებელს. იქნება ეს უფრო ინტენსიური ყავა, არომატიზებული გემოები, თუ ხილისა და მცენარეული ჩაი.

ჩვენ კი ამ საინტერესო სიახლეებამდე შეგვიძლია დავაგემოვნოთ უკვე არსებული გემოები და დაველოდოთ "მეამას" ახალ პროდუქტებს შემოდგომაზე.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე