Get All Access for $5/mo

მფრინავი ელექტროტაქსები - ხვალინდელი დღე თუ არარსებული მომავალი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: Benoît Tessier/Reuters

ელექტრონული მფრინავი ტაქსები 2026 წლიდან გაფრინდებიან − ამას მწარმოებელი ბრაზილიური კომპანია Embraer ამბობს.

ქარხანა ბრაზილიის ქალაქ ტაუბატეში აშენდება და ელექტროთვითმფრინავებს გამოუშვებს. ამის შესახებ ბრაზილიური ავიაციის პიონერ ალბერტო სანტოს დუმონტის 150 წლის იუბილეზე გახდა ცნობილი.

ვერტმფრენების მსგავსი მფრინავი საშუალებები ტაქსის დანიშნულებით იფრენენ და სავარაუდოდ, თავდაპირველად მგზავრობა $50-იდან $100-მდე იქნება. თავდაპირველად გამოშვებულ მოდელებს პილოტებიც ეყოლება, თუმცა კომპანიის სურვილი მომავალში უპილოტო საფრენი ტაქსების შექმნაა. ეს ცნობები Agence France-Presse-ს კომპანიიდან წყარომ მიაწოდა.

თითოეული ელექტროტაქსი 4-იდან 6-მდე მგზავრს მოემსახურება. ისინი საწვავზე არ იმუშავებენ, რაც გამონაბოლქვის გარეშე ფრენის საშუალებას იძლევა. Embraer-ში ამბობენ, რომ უკვე მიიღეს 2850 მსგავსი მანქანის შეკვეთა, რაც ჯამში $1.5 მილიარდი დაჯდება. ამჟამად არსებულ 28 კლიენტს შორის არიან ქვეყნები და ავიახაზები, ასევე, პლატფორმები ფრენის სხვებთან გაზიარების მსურველთათვის.

"ჩვენ გვჯერა გლობალური ურბანული საჰაერო გადადგილების ბაზრის უზარმაზარი პოტენციალის", − ამბობს Embraer-ის პრეზიდენტი ფრანსისკო გომეშ ნეტო.

მფრინავი ტაქსი Volocopter გერმანულმა სტარტაპმა პარიზის ავიაციის შოუზე აჩვენა − ეს ერთადერთი მსგავსი ტრანსპორტი იყო, რომელმაც იფრინა. სხვა კომპანიებმა მხოლოდ მაკეტები წარადგინეს. ცნობილია, რომ მფრინავი ტაქსების წარმოება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ბევრ კომპანიას შეჯიბრიდან გამოთიშვა მოუწევს.

ფოტო: Lilium/BBC

მფრინავი ელექტროტაქსების მწარმოებელ სექტორს რთული ორი წელიწადი ჰქონდა − კრიპტოვალუტასთან ერთად, იგი მიიჩნევა ერთ-ერთ იმ ბიზნესად, რომელიც პანდემიის დროის "ფინანსურ ბუშტად" შერაცხეს, სწრაფი აღმასვლითა და მოულოდნელი ჩაფუშვით.

თუმცა, გერმანული Lilium-ის აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულება მალე გაიზრდება და ამით მეტი კაპიტალის მოზიდვასაც შეძლებენ. როგორც კლაუს რუევე იმედოვნებს, კომპანია მალე, 2025 წლისთვის მიიღებს ავიარეგულატორისგან ფრენის უფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ მფრინავი ელექტროტაქსების მწარმოებლები ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თავად წარმოებისადმი ინტერესი არ განელებულა. მეტიც − ბაზრით ისეთი დიდი კომპანიები დაინტერესდნენ, როგორებიცაა ევროპული Airbus და ამერიკული Boeing. გარდა ამისა, ვიხილეთ კომპანიები, რომლებმაც იმედი გამოთქვეს, რომ ბიზნესში უკვე არსებულ ფირმებს კონკურენციას გაუწევდნენ.

ერთ-ერთი მსგავსი ახალწვეულია ამერიკული Stellantis − კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ავიაშოუზე მფრინავი ტაქსებით დაინტერესების შესახებ ისაუბრა. კარლოს ტავარესი ამბობს, რომ "ეს მხიარულების მომტანია". გარდა ამისა, ტავარესის თქმით, გადაადგილების მსგავსი საშუალებები მომხმარებელს საცობებში საათობით დგომას აარიდებს.

კომპანიებში Volocopter და Lilium ელემენტების სიმძლავრეზე საუბრობენ. ორივე მწარმოებელი ამბობს, რომ ამ საკითხზე ყველა ფირმას მოუწევს მეტი მუშაობა. თუმცა, ამ შემთხვევაში კომპანიები კვლავ ფინანსურ პრობლემებს აწყდებიან. Lilium-ის დირექტორი, კლაუს რუევე იმედოვნებს, რომ "წარმოების ფასები შემცირდება, ხოლო გამძლეობა გაიზრდება". რუევეს მაგალითად ელექტროავტომობილების ელემენტები მოჰყავს.

კომპანიების ოპტიმიზმს ბოლომდე ვერ იზიარებს ავიაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე ბიორმ ფერმი. შვედეთის ავიაძალების ვეტერანი BBC-ისთან ამბობს, რომ ამ ვერტმფრენებს ასაფრენად უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ, ვიდრე ავტომობილებს დასაქოქად. ასევე ამბობს, რომ ელემენტები უფრო სწრაფადაც უნდა იმუხტებოდეს, ეს კი ავიაკომპანიებს უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე ავტომობილების მწარმოებლებს.

ფერმი მომავალში განვითარების შესაძლებლობას ხედავს და ამბობს, რომ ელემენტების ორჯერ უფრო გაუმჯობესება დეკადის დასასრულამდე იქნება შესაძლებელი.

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან