Join our Waitlist for Expert Advice!

OpenAI-მ ახალი მულტიმოდალური ენობრივი მოდელი - GPT-4 წარადგინა რა შეუძლია GPT-4-ს და როდის გახდება იგი ხელმისაწვდომი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თვეების განმავლობაში გავრცელებული სხვადასხვა ჭორისა და სპეკულაციის შემდეგ, 14 მარტს OpenAI-მ საბოლოოდ წარმოადგინა GPT – 4: დიდი ენობრივი მოდელის უახლესი მულტიმოდალური ვერსია, რომელიც განკუთვნილი იქნება ისეთივე აპლიკაციებისთვის, როგორებიცაა ChatGPT და განახლებული Bing.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ბლოგპოსტში OpenAI-მ ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც GPT-4-ს მის წინამორბედ GPT-3.5-ისგან განასხვავებს. კერძოდ, GPT-4 მოდელი არის "უფრო კრეატიული და თანამშრომლობითი, ვიდრე ოდესმე" და "შეუძლია გადაჭრას რთული გამოწვევები მაღალი სიზუსტით". ახალ ენობრივ მოდელს, წინამორბედებისგან განსხვავებით, ასევე შეუძლია ტექსტისა და ფოტოს გენერირება, თუმცა მიუხედავად ამისა, მას კვლავ უკუკავშირი მხოლოდ ტექსტის საშუალებით შეუძლია.

GPT-4-ისა და მისი შესაძლებლობების შესახებ სპეკულაციები ჯერ კიდევ გასული წლის განმავლობაში გავრცელდა. ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს იქნებოდა უზარმაზარი ნახტომი წინა მოდელებთან შედარებით. თუმცა, OpenAI-ის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, გაუმჯობესება შეეხება ყველა იმ შეცდომის გასწორებას, რასაც თავდაპირველ ენობრივ მოდელებში შესაძლოა შევხვედროდით.

არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმასაც, რომ მის წინამორბედებთან შედარებით, GPT-4 მართლაც მულტიმოდალური გახდა, მაგრამ უფრო ნაკლები შესაძლებლობით, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. OpenAI-ის განცხადებით, სისტემას შეუძლია მიიღოს როგორც ტექსტის, ასევე ფოტოს ატვირთვის შესაძლებლობა. რას ნიშნავს ეს? მაგალითისთვის, თქვენ ამიერიდან შეგეძლებათ GPT-4-ს გაუგზავნოთ ნებისმიერი "მიმი" და მოსთხოვთ განმარტება, თუ რატომაა ეს კონკრეტული ფოტო სასაცილო ან გაუგზავნოთ ნებისმიერი სურათი, სადაც ტექსტი იქნება განთავსებული და ამის კოპირება ან შესწორება სთხოვოთ.

GPT-4 Developer Livestream-ზე OpenAI-მ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემამ გაიარა ექვსთვიანი უსაფრთხოების სწავლება და ტესტირებაში "82%-ით ნაკლები იყო ალბათობა იმისა, რომ ეპასუხა აკრძალულ კონტენტზე ბრძანებებს და 40%-ით ნაკლები ალბათობით წარმოეჩინა მცდარი პასუხები, ვიდრე GPT-3.5-ს".

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ GPT-4 შეძლებს დიდი ტექსტური მითითებების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე ეს მის წინამორბედებს შეუძლია. GPT-4 შეძლებს მიიღოს/გასცეს 25 ათასამდე სიტყვა, როდესაც წინამორბედის შემთხვევაში ამის რაოდენობა მხოლოდ სამი ათასი იყო. OpenAI-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, GPT-4-ს ასევე შეუძლია ადვოკატთა სერტიფიცირების ტექსტს − Uniform Bar Exam-ს, ადამიანთა 90%-ზე უკეთ გაუმკლავდეს, როდესაც GPT-3.5-ის შედეგი მხოლოდ 10% იყო.

საბოლოო ჯამში აშკარაა, რომ GPT-4-ს შეუძლია შექმნას კიდევ უფრო ზუსტი შედეგები, გაზარდოს თქვენი პროდუქტიულობა თავის წინამორბედებთან შედარებით და შექმნას საფუძველი კიდევ უფრო მოწინავე AI შესაძლებლობებისთვის. GPT-4-ის რთული და მძლავრი ნერვული ქსელის არქიტექტურა საშუალებას აძლევს GPT-4.0-ს გაიგოს, გენერირება და მანიპულირება მოახდინოს ადამიანის ენაზე ისეთი სიზუსტითა და სრულყოფილების დონით, როგორიც აქამდე შესაძლებელი არასდროს ყოფილა.

ახალი მოდელი ფართო საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მისი გამოყენება ChatGPTPlus-ის გააქტიურების შემთხვევაში თვეში სულ რაღაც $20-ად იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ OpenAI-ის პირველი ფართოდ ხელმისაწვდომი ChatGPT ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა, როგორც უფასო ინსტრუმენტი, რომელიც ავტომატურად წარმოქმნის ადამიანის მსგავს პასუხებს მომხმარებლების შეკითხვებზე.

ახალმა ტექნოლოგიამ გამოიწვია შეშფოთება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რადგან წარმოიშვა ლოგიკური საფრთხე, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებს გამოეყენებინათ ChatGPT საკუთარი დავალებების შესასრულებლად, რის შედეგადაც ზოგიერთ ქალაქში, როგორიცაა მაგალითად ნიუ იორკი და სიეტლი, აიკრძალა აღნიშნული სერვისის გამოყენება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია