ორგანიზაციული სწავლების მნიშვნელობა თანამედროვე ორგანიზაციაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ გსმენია CFO-სა (Chief Financial Officer) და CEO-ს საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული დიალოგი, სადაც CFO ამბობს: "რა მოხდება თუ თანამშრომლების განვითარებაში ჩავდებთ ინვესტიციებს, ხოლო შემდეგ ისინი წავლენ?", რაზეც CEO პასუხობს: "მოხდება მაშინ, თუ თანამშრომლებს არ განავითარებთ და დარჩებიან?"
ამ ციტატის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თანამშრომლები უნდა განიხილო, როგორც ორგანიზაციის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი. შესაბამისად, ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების მიღწევა პირდაპირპროპორციულია თანამშრომლების Seniority-ის დონეზე.
ამ ბლოგში ორგანიზაციული სწავლების მნიშვნელობაზე მინდა გესაუბრო და აქცენტი გავაკეთო Agile-ისა და საქმის ორგანიზების ნაწილზე.
მუდმივად ცვალებად და მაღალკონკურენტულ გარემოში ნებისმიერი ზომის, იქნება ეს Start Up, თუ Enterprise დონის ორგანიზაცია, უნიკალური გამოწვევის წინაშე დგას, რაც მოითხოვს შეზღუდული რესურსებით განსხვავებული და ინოვაციური მიდგომების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას.
სწორედ ასეთ გამოწვევებთან გამკლავებისთვის გამოიყენება Agile, რომელიც ცვლილებასთან მოქნილი ადაპტაციის შესაძლებლობის ინსტრუმენტია. თუმცა მხოლოდ კონკრეტული მართვის მიდგომების დანერგვამ შეიძლება გაცილებით მძიმე შედეგები გამოიწვიოს.
Agile მიდგომები, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია გამოიყენება ორგანიზაციების მართვისთვის, საქართველოში ჯერ კიდევ აუთვისებელია და შესაბამისად, საკმაოდ ცოტა თანამშრომელია, ვისაც ამ მიდგომით მუშაობის გამოცდილება აქვს.
მოდი, ვაღიაროთ, რომ დიადი მიზნების მიღწევა დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლებით შეუძლებელია. მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების დეფიციტი თითქმის ყველა ინდუსტრიაში შეინიშნება, სხვა კომპანიიდან გადმობირება კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციები დილემის წინაშე დგებიან, - ან უნდა დახარჯონ ფული რეკრუტინგზე, ან ჩადონ ინვესტიცია არსებული რესურსების Upskilling-ში.
თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა თანამედროვე ორგანიზაციაში აღარ მეტყველებს კარგ მენეჯმენტზე, ან სასარგებლო აქტივობაზე, ეს ორგანიზაციის გადარჩენის და კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.
დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლების პირობებში იზრდება განმეორებადი შეცდომების რაოდენობა, იზრდება Rework და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იზრდება მომხმარებლისთვის ღირებულების მომტანი პროდუქტის მიწოდების დრო.
პოსტის ამ ნაწილში მოგიყვები, რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს თანამშრომლების Agile მიდგომებზე გადამზადებამ.
პროექტის დაჩქარებული მიწოდება
Agile მიდგომები აუმჯობესებს პროექტის მართვის პროცესებს. გუნდები ისწავლიან რთული პროექტების ღირებულის მომტან, მცირე Deliverable-ად დაყოფას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის პროექტის უფრო სწრაფ და ეფექტიან მიწოდებას. Time to Market დრო გადამწყვეტია და Agile ტრენინგი უზრუნველყოფს ორგანიზაციის წარმატებას.
კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის გაძლიერება
Agile პრინციპები ხაზს უსვამს თანამშრომლობას და გუნდურ მუშაობას. ტრენინგზე პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით თანამშრომლები შეიძენენ, განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები, დაანგრიონ Silo-ები და განივითარონ ღია კომუნიკაციის კულტურა. ეს არა მხოლოდ ზრდის პროდუქტიულობას, არამედ აუმჯობესებს საერთო სამუშაო გარემოს.
უწყვეტი გაუმჯობესების კულტურა
Agile მიდგომები ავითარებს უწყვეტი გაუმჯობესების კულტურას. თანამშრომლები ლექციებზე ისწავლიან გავლილი საკითხების თავიანთ პროცესებზე ასახვას და გაუმჯობესების სფეროების განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს მუდმივ ოპტიმიზაციასა და ინოვაციას.
Lean პრაქტიკის მიღება
Lean პრინციპების გააზრების გარეშე Agile ვერ მუშაობს ეფექტიანად. Agile ტრენინგზე თანამშრომლები გაეცნობიან Lean-ის პრაქტიკებს, ისწავლიან Waste-ების აღმოჩენასა და აღმოფხვრას ბიზნესპროცესებიდან. ეს კი იწვევს ხარჯების დაზოგვას, გამარტივებულ პროცესებს და რესურსების ეფექტიან მართვას.
გაუმჯობესებული რისკების მართვა
Agile მიდგომები აერთიანებს რისკების მართვას, როგორც Development-ის პროცესის განუყოფელ ნაწილს. ტრენინგის საშუალებით გუნდები კომპეტენტური გახდებიან რისკების ადრეულ იდენტიფიცირებასა და შერბილებაში, რითაც პროექტის წარუმატებლობის ალბათობას შეამცირებენ.
გაზომვადი შესრულების მეტრიკა
Agile მეთოდოლოგია ხაზს უსვამს მეტრიკის გამოყენების მნიშვნელობას სამუშაო პროცესის შესრულების გასაზომად და გასაუმჯობესებლად. Agile ტრენინგში ინვესტიციით ორგანიზაცია იძენს მუშაობის შესრულების ძირითად ინდიკატორებსა და მონიტორინგის ინსტრუმენტებს, რაც განაპირობებს მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებასა და სტრატეგიების მუდმივ დახვეწას.