ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში "Touch22" 7-8 დეკემბერს გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიური სამიტი Touch22 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართა.

ღონისძიებას ჰყავდა 1200-ზე მეტი დელეგატი, 55+სპიკერი, 35+პარტნიორი, ჩატრდა 5 ვოქრშოფი, 46 ქინოუთ სესია, 6 პანელური დისკუსია,

ეს ორი დღე დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იყო სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობით და საღამოს წვეულებებით.

Touch22-ზე წარმოდგენილი იყვნენ სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ბევრი სხვა.

სპიკერების სრული სია: https://touch.ge/summit/speakers

TOUCH22-ს 4 მთავარი მიმართულება ქონდა წელს არჩეული: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი.

სემინარების სათაურების ნაწილი, რომლის მოსმენაც მაყურებელს Touch22-ზე შეეძლო:

- Tesla AI-ზე დაკვირვება

- კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება

- ფოკუსი დესტრუქციებზე. როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?

- მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექცტიური მეხსიერების ძალა.

- "Human Machine Interface" - წარსული, აწმყო, მომავალი

- ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები

- მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა

- "Fast and Furious" - რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?

- ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში

- საკმარისია მუშაობა! - ეს იხსნის სამყაროს

- "Reverse Engineering"-ის გაცნობა and iOS სისტემის უსაფრთხოება

- მოდის ინდუსტრია მეტავერსში - დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია

- კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში

- "Oops-My Office is Gone" ბედნიერება სამსახურში

- "Design Thinking" - რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია

- "Behavioral Science" - ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში

ორგანიზატორების შეფასებით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, რადგან Touch Platform-ის მთავარი მიზანი შექმნილიყო ახალი შეხების წერტილები ტექნოლოგიების სფეროსთან დაახლოებული ადამიანებისთვის, მიღწეულია.

კომენტარი ორგანიზატორების მხრიდან: ბექა ქვარცხავა (დამფუძნებელი), ნათია გოგია (CEO)

"თაჩის მთავარი მიზანი დაბადებიდან არის განათლების ხელმისაწვდომობა, რათა ამ ცოდნამ ჩვენს გონებაში მოახდინოს სწორი მაინდსეტის/ფიქრის ფორმირება და შესაძლებლობების გამოყეენების სწორი გზები დაგვანახოს.

წლიდან წლამდე ვცდილობთ მაქსიმალურად საინტერეესო თემები და აუდიტორია შევკრიბოთ, ერთმანეთში ცოდნის, კონტაქტების და რესურსების გასაზიარებლად.

გვჯერა, რომ დღეს არსებული შესაძლებლობბებით შეგვიძლია უკეთესი ადამიანები გავხდეთ, უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. მოვუტანოთ სიკეთე და საჭირო გადაწყვეტები სამყაროს.

ამ ყველაფრის შესაძლებლობას კი ტექნოლოგიები იძლევა. გვჯერა, რომ ლოკალურად შექმნილი პროდუქტი, შესაძლოა ბევრი სხვა ადამიანისთვის გახდეს საყვარელი ინსტრუმენტი, შესაძლებლობა და საჭიროება.

თუ დავიჯერებთ საკუთარ შეესაძლეებლობებს, დავიჯერებთ, რომ შესაძლებელია სწორი სინქრონიზაცციებით უკეთესი მომავლის შექმნა, და ამას თუ არა ჩვეენ, სხვა ჩვენს გამო არ იზამს. "

სპონსორები და მედია პარტნიორები:

https://touch.ge/summit/partners

მადლობა

შემდეგ შეხვედრამდე!

Related Topics

ინსპირაცია

"თრეველოპედია" - როგორ იქცა ჰობი ბიზნესად?!

"მოგზაურობის დროს ისეთი დადებითი ემოციებით ვივსები, რომ დაბრუნებულს ეს გრძნობა ხანგრძლივად მიმყვება. როდესაც სხვა ადამიანებს მოგზაურობას ვუგეგმავ, მგონია, რომ მათაც ამ სიხარულის მიღებაში ვეხმარები. ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანია"

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

მენეჯმენტი

10 ნიშანი, რომ ემოციური გადაწვის წინაშე დგახართ

ადამიანები, რომლებსაც ემოციური გადაღლის სინდრომი აქვთ, საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია