Get All Access for $5/mo

რა არის NFT და როგორ მივედით პროექტამდე deckk*? ერთად ასე იწერება: Non-Fungible Token

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მოდით ჯერ აბრევიატურა დავშალოთ მარტივ მამრავლებად:

N for "non-"

F for "fungible"

T for "Token"

ერთად ასე იწერება: Non-Fungible Token.

აქვე დავსძენ, NFT, წლის სიტყვა გახდა 2021-ის კოლინსის ლექსიკონში!

ბუნებრივია, შარშენდელი მაისის თვე მარტო იმიტომ დაგამახსოვრდებოდათ, რომ ცისარტყელიანი კატის GIF-ი გაიყიდა $600 000-ად. გახსოვთ ხომ? და კიდევ პირველი ტვიტი 3 მილიონ დოლარად. აგერ ბატონო შემახსენებელი ბმული:

არ იფიქროთ რომ ცისარტყელიანი კატის GIF-ი ან ის პირველი ტვიტია რეკორდულ თანხად გასხვისებული, არა და არა! სანამ ჩემს ნაწერს კითხულობთ, შეიძლება ვიღაც, სადღაც, უკვე რამე JPEG-ში გაბადრული მაიმუნის გამოსახულებით (ეხლა უბრალოდ პოპულარულია მაიმუნების კოლექციები) უკვე იხდის ბევრად მეტ მილიონს.

ჯამში, 22 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის ნავაჭრი დაგროვდა 2021-ში ამ ბაზარზე. არ გეჩვენებათ - ოცდა ორი მილიარდი დოლარი! იმასაც გაგიმხელთ, რომ სინამდვილეში ეს განუკითხაობა 2018 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ დატრიალებული დოლარები, ყურადღების ღირსადაც არ ღირდა. ალბათ ეკონომისტებმა და პრესის განთქმულმა კოლუმნისტებმა ჩათვალეს, რომ იდიოტების გარკვეული ჯგუფი, უცნაურად ათეთრებდა ოცამდე მილიონს.

კარგი და, რა ჯანდაბა ხდება სინამდვილეში?!

არც არაფერი! ყოველშემთხვევაში არაფერი ისეთი, რაც ციფრულ ეპოქამდეც არ ხდებოდა.

აზრიანად რომ გამომყვეთ, ერთ ამონარიდსაც დავწერ Google-დან და შემდეგ შედარებებზე გადავალ:

Token: A thing serving as a visible or tangible representation of a fact, quality, feeling, etc

სიტყვები fact და feeling, ძალიან შეგნებულად გავამსხვილე.

დავიწყეთ!

წარმოიდგინეთ, რომ 90-იანებში ხართ.

თბილისში, უშუქობაში, ნავთის სუნში და უბედურებაში არა! შიგ-შუაგულ ნიუ-იორკში! ბრუკლინში, ცნობილი შავკანიანი რეპერებით გავსებულ კლუბში, არაამქვეყნიურად მაგარ "ფართიზე".

წარმოიდგინეთ?

აქეთ-იქით დადიან ლეოპარდისფერ შუბებში გამოწკეპილი და მაღალძირიან თეთრ ბოტასებზე შემხტარი ნიგერები (ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით). მიდიხართ ბარისკენ, მიდიხართ, მიდიხართ და ვის მაგიდას აწყდებით? თავად Notorious BIG-ის! არ ინერვიულოთ, "ალუბალას" ისტორიას არ ვყვები დედას ვფიცავარ.

მოკლედ, ზის BIG-ი და ანათებს! აი როგორც ამ ფოტოზე.

მეტიც, გამარჯობის ნიშნად გაგიღიმათ, თქვენც ხელი აუწიეთ და თვალს ვერ წყვეტთ იმ ორ ცალ, დიდ, მსხვილ ოქროს ჯაჭვებზე ჩამოკიდებულ, ტყუპ ოქროს ამულეტებს, მკერდს რომ უმშვენებენ Notorious-ს.

კიდევ ერთხელ შეხედეთ ფოტოს, აიღეთ პაუზა და ყურადღებით, შეკითხვა!!!

შესაძლებლობა რომ გქონდეთ და BIG-იც არ იყოს უარზე, რამდენს გადაუხდიდით მას ამ ოქრომჭედლობის ორი გადასარევი ნიმუშის დათმობაში? თანხას არ გეკითხებით, დამოკიდებულებაზე მსურს დაგაფიქროთ:

ა) წმინდა ოქროს ღირებულებას;

ბ) ოქროს ღირებულებას + ხელობის ფულს;

გ) ოქროს ღირებულებას + ხელობის ფულს + იმ თანხას, რადაც გიღირთ BIG-ის შოკოლადისფერი კისრიდან მოხსნილი ამულეტების თქვენს კისერზე გადმოკიდება.

ალბათ გ, ხო?

ერთ მილიონ დოლარს მისცემდით?!

ცხადია მისცემდით! თუ გაქვთ ფული და თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია რომ გულმკერდს BIG-ის ნაქონი ნივთი გიმშვენებდეთ, რა პრობლემაა?

ახლა კიდევ ერთი პაუზა აიღეთ და ყურადღებით, მეორე შეკითხვა!!!

რა ღირებულება ექნებოდა იგივე ამულეტებს იქ, სადაც Notorious BIG-ის სახელიც არ იციან და თუ იციან, მხოლოდ რასისტული გამონათქვამებით ამკობენ? მაქსიმუმ წმინდა ოქროს + ხელობის ფული, ხო? ანუ რა გამოაკლდა?

სწორედ ის ორი სიტყვა გამოაკლდა, რაც ასე შეგნებულად გავამსხვილე Google-დან ამოღებულ Token-ის განმარტებაში: Fact და Feeling.

დიახ, დიახ, დიახ!

ადამიანები არასდროს ვყოფილვართ რაციონალური არსებები. ოდითგანვე ვიხდით ფულს საკუთარ სენტიმენტებში და შესაბამისად აბსურდულია კითხვა "რატომ უნდა გადავიხადო ცისარტყელიანი კატის GIF-ში $600 000, თუ შემიძლია ეგ GIF-ი, მაუსზე მარჯვენა "კლიკით" და Save as-ით, საკუთარ კომპიუტერში ჩამოვწერო და მეგდოს?!"

ჰმმ, ასევე თავისუფლად შეგიძლიათ Notorious BIG-ის ფოტოს მიხედვით, "ვაგზალზე", ვინმე ჟორა ოქრომჭედელს იგივე ამულეტების ასლი დაამზადებინოთ და ისიც კი არაა აუცილებელი ოქრო იყოს. მოოქროვილი ასჯერ იაფი დაგიჯდებათ და დიდად ვერც ვერავინ გაარჩევს, მაგრამ ეგ ხომ არ იქნება Notorious-ის ნაქონი ამულეტები?

დავუბრუნდეთ მთავარს: რატომ გადაიხადა იმ ვიღაც დალოცვილმა $600 000?!

იმიტომ ძმაო, რომ ყიდვის მომენტიდან, უკუნითი უკუნისამდე, ბლოკჩეინზე, დიდი ასოებით (კოდის ენაზე ცხადია) ჩაიწერა, რომ მაგჩემის კატის GIF-ი, იმ ერთს ეკუთვნის! მისია და მორჩა!

ერთხელაც ჩავახვევ Notorious-ის ისტორიას და ბოლომდე ჩავაჭედოთ ეს ლურსმანი - წარმოიდგინეთ, რომ იმ მომენტში, როდესაც ამულეტების სანაცვლოდ, ბრუკლინის კლუბში BIG-ს ერთი მილიონი ჩაახუტეთ, მან კი ეს ნაკეთობები თავისის ხელით, ანგლო-საქსი ლორდივით ჩამოგკიდათ კისერზე, სადღაც, საერთო საინფორმაციო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ველში ჩაიწერა: BIG-ის ამულეტები ახლა ამ კარგ ადამიანს ეკუთვნისო!

ანუ რა არის NFT?

NFT არის, მფლობელობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ოღონდ ციფრულ სამყაროში.

***

ახლა ჩავისუნთქოთ და ოდნავ Advanced მაგალითს ჩამოვაყალიბებ.

იცით რა არის ქვემოთ ფოტოზე?

ეს არის მალევიჩის განთქმული "შავი კვადრატი".

იქნებოდით ორიგინალის მესაკუთრე?

გთხოვთ ცაზე მაღლა ნუ აპრიხავთ ცხვირს. ცხადია იქნებოდით. მარტო იმიტომ იქნებოდით, რომ ეს შავად შეღებილი ტილო ბოლო აუქციონზე 60 მილიონ დოლარად გაიყიდა.

შევჯამდეთ:

ადამიანები ფულს ვიხდით იმაში რაც ჩვენთვის ემოციურად მნიშვნელოვანია და ასევე ისეთ რაღაცეებში, რასაც ვიცით რომ ძვირად გავყიდით. ამისთვის გამოვიგონეთ სიტყვა "აქტივი".

არცთუ შორეულ მომავალში, პირველ ტვიტი, ანუ ერთერთ უდიდეს სოციალურ ქსელში დაწერილი პირველი სიტყვები, აზრი, წინადადება, ისეთივე ფასიანი ხელოვნების ნიმუში იქნება, როგორც არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი შუმერული წარწერა ქვაზე და როგორც ამ სტატიის დასაწყისში ვთქვი - საერთოდ არაფერი ახალი ამაში არ არის!

თუ აქამდე გამომყევით, მაინც თვლით რომ ვბოდავ, მაგრამ ფულის გემო იცით, ბირჟა-შმირჟა გესმით, Wall Street-ი და მგლები თქვენი სტიქიაა, მაშინ აი ეს ტვიტი ამოწურავს იგივე კითხვას "რა არის NFT?" სულ სხვა რაკურსით:

დავამთავრეთ?

ორი ამბავიც დავამუშაოთ და ჩვენს პროექტზე გადავალ:

  1. თუ ასეთი მარტივია ეს ყველაფერი, რატომ მოიგონეს ეს კოლექციები, გარკვეული ალბათობები, რთული სტრუქტურა და ა.შ. ("კრიპტოფანქსი", ადრე ნახსენები მაიმუნების ნაირსახეობა, სხვა.)?

იმიტომ, რომ ნამუშევრები ციფრულია. სამყაროც ციფრულია და ციფრული ქცევა-თამაშია საჭირო.

მარტივად: 1000 ერთეულ ფერწერას ვერ იყიდით ან ათწლეულებს გალევთ შერჩევაში. 1000 ფაილს ადვილად შეიძენთ რამდენიმე დღეში. ანუ რაოდენობა და თავად ნამუშევრების შექმნის წარმადობა ციფრში, დიამეტრალურად განსხვავდება არაციფრული სამყაროსგან. ბევრად მეტი იქმნება, ბევრად სწრაფად იქმნება, მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად, ერთმა შემოქმედმა მეტი უნდა აწარმოოს რომ ყურადღება მიიპყროს და სარგებელი მიიღოს. ბევრი და უნიკალური აწარმოო რთულია, ბევრი და ერთგვაროვანი აწარმოო, სადაც გარკვეული დეტალებია განსხვავებული, ხოლო უნიკალურობა მისმა უდიდებულესობა მათემატიკამ უზრუნველყოს - უფრო ადვილიც და მყიდველისთვის უფრო საინტერესოც. რატომ საინტერესო? იმიტომ რომ მყიდველის თვალსაწიერიდან ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს. შეუგნებლად არ ჩამიკვეხებია სიტყვა "თამაში" ოდნავ ზემოთ. ციფრულ სამყაროში თამაშის თვისებები გადამწყვეტია. რატომ? იმიტომ, რომ ე.წ. იმერსიული კულტურაა ციფრი. აღარ განვავრცობ, იმედია სათქმელს მიმიხვდით.

  1. ახლა რატომ იფეთქა ამ ამბავმა?

იგივე მიზეზის გამო, რატომაც იფეთქა ელექტრონულმა მუსიკამ 30 წლის წინ.

აი ეს კაცი ფოტოზე არის შონზო.

იცით როგორ ვიცნობდით ბნელ, უნატრელ 90-იანებში შონზოს? DJ შონზო!

ვინც 94-ის მსოფლიო ჩემპიონატის მერე დაიბადეთ და არც ბაჯოს აცილებული პენალტი გახსოვთ, არც შუქის მოსვლაზე ერთხმად აგუგუნებული თბილისი და არც ჯგუფი "სახე", აი ამ სიმღერას მოგიყვანთ მტკიცებად. პირდაპირ ტექსტშია ნახსენები: "...მიდი, ჰეი ჰეი, დიჯეი შონზო!"

რა შუაში იყო ეხლა ეს?!

შედარებას ვანვრცობ: საქმე იმაშია, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა, 90-იან წლებში, პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალიბების ყველა ბარიერი დაწია.

უფრო წვრილად ავხსნი - აღარ იყო აუცილებელი გცოდნოდა რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, გქონოდა ვოკალური მონაცემები, ცეკვა მაინც შეგძლებოდა და ფონოგრამაზე პირის გაღება. მუსიკოსი შეიძლება გამხდარიყავი კომპიუტერით. სინთეზატორით და კომპიუტერით, ხომ საერთოდ!

ამ მოცემულობამ, ისეთი ენითაუწერლად მაგარი შემოქმედები გვაჩუქა, როგორებიც იყვნენ . . . ბოდიში, მაგრამ პირადად ჩემი გემოვნებით ჩამოვთვლი: Craftwerk, Underworld, Chemical Bros, Prodigy, Fatboy Slim და მსგავი კარგი ხალხი, თუმცა გაიხსენეთ რამდენი იყვნენ ზოგადად! ან რამდენად გაიზარდა ერთეულებში ე.წ. "Track"-ების, იგივე ჩაწერილი კომპოზიციების რაოდენობა და მათი გამოშვების წარმადობა მთელს მსოფლიოში.

მოთხოვნა ისე მიფრინავდა, რომ ისიც კი არ იყო საჭირო საკუთარი კომპოზიციები გეწერა. სხვების დაწერილს თუ ჩართავდი ისეთი ქრონოლოგიით, რომ ხალხს ააცეკვებდი - შენც თანაბარუფლებიანი ელექტრონული მუსიკის სამყაროს წევრი იყავი! აქედან წარმოიშვა შეძახილი "საღოლ დიჯეი!".

შონზოც კი DJ იყო. მახოვს, პიონერი ქართველი დიჯეისთვის ჯერ უნდა გეკითხა: "შენ რას უკრავ ძმაო?!" ისიც ალმაცერად ამოგხედავდა და ღიმილნარევი სახით მოგიგებდა "მეე? მხოლოდ დიფ-ჰაუსს, ძმაო!" ან რამე სხვას, მაგრამ წინ ეს "მხოლოდ" სულ იყო.

ბოდიში, სიტყვა გამიგრძელდა და სწრაფად დავასრულებ.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ გრაფიკულ დიზაინერებად და ახლა უკვე ციფრული არტისტებად წოდებულმა (ჩემს მეგობრებს ამ ინდუსტრიიდან გთხოვთ წყენების გარეშე. უბრალოდ კარგად ვყვები) ტკბილმა და მურაბა ხალხმა, იპოვეს საშუალება, შექმნან და გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები ისე, როგორც იყიდება ფერწერა, სკულპტურა და სხვა ... მხოლოდ კომპიუტერით!არ სჭირდებათ ტილოს დამუშავება, საღებავების შეზავება, ფუნჯის ლოკვა, "მაზოვკებზე" წვალება, ყურის მოჭრა, ღვინის სმა და ბარბაცი. ახლა ეს მოცემულობა გადაჭიმეთ მთელს მსოფლიოზე და ყველაფერი დალაგდება - აი ამიტომ შეიჭრა ნახევარი მსოფლიო და ამიტომ იფეთქა NFT-იმ!

***

ეპილოგში ჩვენს თავზე და პროექტზე მოვყვები.

მუსიკაზე ვსაუბრობდი და ვგონებ გამომადგება მორიგი პარალელისთვის.

დარწმუნებული ვარ გსმენიათ ისეთი განსაზღვრება, როგორიც არის "ექსპერიმენტული მუსიკა". ზოგჯერ "არაკომერციულ" მუსიკადაც მოიხსენიებენ, მაგრამ ტყუილი! არაკომერციულ მუსიკას მხოლოდ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი უკრავს.

ბრუტალური, ოდნავ სარკასტული მაგრამ კარგი მაგალითი ვიპოვე:

ბმულზე თუ გადახვალთ, პირველი კომენტარი შედევრიცაა და ე.წ. Proof of Concept-იც. ვინმე American Metalhead-ი წერს:

My art professor showed this video during one of my classes, and considered it a great masterpiece of art, at that moment, I realized that college was a complete waste of money.

კვლავ აიღეთ პაუზა და ყურადღება, კიდევ ერთი შეკითხვა! ზოგადად ვისთვის იქმნება ექსპერიმენტული მუსიკა?

Youtube-დან გადმოტანილ კომენტარში პირდაპირ წერია! გთხოვთ, აკადემიურ ხარისხზე ნუ დაფოკუსირდებით, პროფესორებს არ ვგულისხმობ, არამედ ზოგადად, ხელოვნების სფეროს ადამიანებს. უფრო მეტ სიღრმეებს რომ ეძებენ, ვიდრე ჩვეულებრივი მსმენელები ან უბრალოდ ყველაფერი რომ აქვთ მოსმენელი დედამიწის ზურგზე და იოკო ონოს ამ წივილ-კივილით, რაიმე ახლის სურვილს რომ იკლავენ. რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ ექსპერიმენტული მუსიკა, ისევ იგივე მუსიკოსებისთვის და შემოქმედებით სამყაროში ოდნავ ღრმად შეტოპილი ხალხისთვის იქმნება. რატომ? შთაგონება მოაქვს და იმიტომ! ვიღაცისთვის შეიძლება კონკრეტული ინსტრუმენტიდან გამოწურული ბგერა იყოს სიახლე და შემდეგ თავის მომდევნო კომპოზიციაში გამოიყენოს, ვიღაცას შეიძლება ლენონის ქვრივის ისტერიკამ გაუხსნას ახალი ჰორიზონტები. შთაგონება, შთაგონებაა. ჩარჩოებში ვერ ჩასვავ და კრიტიკული ვერ იქნები. ზოგი ამომავალი მზის ყურებით იტენება, ზოგი ვარჯიშით, ზოგი მოსაწევით, ზოგი ისე, ზოგიც ასე.

ჰოდა, 2021 წლის შემოდგომის გარიჟრაჟი იყო, როდესაც ასეთივე ექსპერიმენტული პროექტი გამოჩნდა NFT ველზე - Loot! დაიმახსოვრეთ ეს სახელი, მსოფლიოს უახლესი ისტორიის წიგნებში ვიხილავთ მომავალში.

Loot-ის არსის აღსაწერად სხვა სტატიას დავწერ. აქ კი მოკლედ მოვჭრი - პროექტის შემქმნელებმა "ისქესეს", რომ NFT, კრიპტო და ე.წ. ვიდეოთამაშების, ან სწორად ვიტვყი - Gaming ინდუსტრიები, მალე გადაეჯაჭვებოდნენ ერთმანეთს. იფიქრეს, იფიქრეს და ასეთი შეთავაზება დადეს მაგიდაზე: აი თქვენ შავ ფონზე ეპიკური სიტყვები. წაიღეთ, დაელოდეთ და გამოჩნდება პროეტქები (ან თქვენით მოიფიქრეთ), სადაც ეს Token-ი გამოგადებათო!

ვიცი რომ ზედმეტად აბსტრაქტულად ჟღერს, მაგრამ ექსპერიმენტული წამოწყების მთავარი ხიბლიც ხომ სწორედ აბსტრაქციაა. იცით რამდენი პროექტი შეიქმნა Loot-ის ბაზაზე? ვერც ჩამოვთვლი! თავად ნახეთ ბმულზე.

ასევე გამოჩნდა Loot-ისგან თითქოს დამოუკიდებელი, მაგრამ აშკარად იგივე ფილოსოფიის მიმდევარი - The n project!

ამათმა თქვეს, Loot-ს სიტყვები ზღუდავსო, რიცხვები კი ვერავის ვერასდროს ვერ შეზღუდავსო. 8 888 Token-ი გააკეთეს რიცხვთა უნიკალური მწკრივებით და იგივე გაიმეორეს: წაიღეთ და მერე მოვიფიქროთ თამაშები სადაც ჩვენი Token-ები კონკრეტულ როლს შეასრულებენო. 40 მილიონი დოლარი აწია პროექტმა!

დადგა დეკემბრის სუსხიანი 20 რიცხვი და გამოვჩნდით ჩვენც! deckk*

Loot-ით და n-ით ინსპირირებული, იგივე ტექნოლოგიით შექმნილი, ასევე 8 888 Token-ი, ოღონდ კიდევ უფრო მიახლოვებული თამაშთან, რადგან თითოეული Token-ი, 5 კარტისგან შემდგარი ხელია.

იცით ვინ დაისაკუთრა ჩვენი ტოკენი?

Loot-ზე შექმნილი Genesis Project-ის მამამ. აი ამ კაცმა

ესეც ჩვენი გუნდი

***

ლევან ხომერიკი - ფიზიკოსი, კონცეფციის ავტორი და კრიპტო-სამყაროთი უბრალოდ შებყრობილი კაცი.

გიორი თუშურაშვილი - NFT ამბებში ყველაზე გამოცდილი კაცი საქართველოში.

დემეტრე დევიძე - ჩვენი კომაროველი CTO (კოდიც კომაროველებმა დაწერეს).

ავალა - ნატვრის თვალი და პროექტის ვიზუალურ მხარეზე პასუხისმგებელი კაცი.

და მე, თქვენი მონა-მორჩილი ზურა. არ ვარ ცუდი მენეჯერი.

დღეისთვის მგონი საკმარისია. მალე სიახლეებიც გვექნება და შემდეგ სტატიებში, deckk*-ის მეტად ტექნიკურ და ტექნიკურ-ეკონომიკურ თვისებებში ვიძრომიალებ.

მანამდე შეგიძლიათ გამოგვყვეთ ტვიტერზე: https://twitter.com/deckk_game ან/და დისქორდზე: https://discord.gg/GNPMHprC პირადად შეგიძლიათ მომწეროთ. კითხვები დამისვათ, მეც ცხადია პასუხებს არ დაგზარდებით.

ჭირი იქა, ლხინი - აქა, ქატო იქა, ფქვილი - აქა

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია