Cyber Week Sale! 50% Off All Access

რატომ არის Google Workspace აუცილებელი თქვენი ბიზნესისთვის? რას წარმოადგენს Google Cloud-ის Google Workspace?!

By Geosoft

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Geosoft

Google ხშირად გვანებივრებს სასარგებლო სერვისებითა და ხელმისაწვდომი პროდუქტებით. ვიდრე ამ სერვისების განხილვას დავიწყებდეთ, გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს Google Cloud-ის Google Workspace (იგივე G Suite).


რა არის Google Workspace?

Google Workspace, Google Cloud-ის ბიზნესაპლიკაციების ნაკრებია. შესაძლოა თქვენ ადრე მას G Suite-ის სახელით იცნობდით, თუმცა 2020 წლის სექტემბერში, რებრენდინგის შემდეგ მასში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის სახელწოდებაც. Google Workspace-ს ძირითადად ის კომპანიები იყენებენ, რომლებსაც თავიანთი ბიზნესისთვის email-ჰოსტინგი ესაჭიროებათ, თუმცა Google Workspace (ადრე G Suite სახელით ცნობილი) ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ელექტრონული ფოსტა. ის არაერთ სხვადასხვა დანიშნულების აპლიკაციას მოიცავს, რომელთაც დღეს თითქმის ყოველი ჩვენგანი იყენებს.

Litmus-ის სტატისტიკის მიხედვით, Gmail-ი დღეს ყველაზე პოპულარული უფასო ელ. ფოსტის კლიენტია. 2004 წლიდან 2019-მდე Gmail-ს 1,5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავდა. Google Workspace-ის ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი სრული ნაკრების შეძენისას, Gmail-ის ელექტრონული ფოსტის სრული ფუნქციონალის გამოყენებას შეძლებთ, თანაც თქვენი კომპანიის პირად @domain-ზე.

Google Workspace გაძლევთ საშუალებას, რომ ყოველი თქვენი თანამშრომლის ელ.ფოსტის მისამართში ფიგურირებდეს თქვენი ბიზნესის სახელი. მაგ: info@yourcompany. თუ თქვენი ბიზნესი მხოლოდ 1-2 თანამშრომლისგან შედგება, Yahoo ან Gmail.com-ით დაბოლოებული ელ. ფოსტა შესაძლოა სრულიად საკმარისი იყოს, თუმცა მზარდი კომპანიისთვის თანამშრომლების ელ. ფოსტის მართვა ცალკეულ ანგარიშებად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამისთვის არის საჭირო Google Workspace, რომლის სრულ კონფიგურაციასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას Google-ის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში − Geosoft.ge-ი უზრუნველყოფს.



Google Calendar ჩვეულებრივი კალენდარი არ გეგონოთ. აქ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ როგორც მნიშვნელოვანი ონლაინღონისძიებები, ასევე ონლაინშეხვედრებიც. მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ რომ არ დაგავიწყდეთ, კალენდარი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ე.წ. Notifications system, რომლის დახმარებით თქვენი კალენდარი თქვენთვის სასურველი დროით ადრე გაგაგებინებთ ღონისძიების მოახლოების შესახებ.

Google Workspace-ში შემავალი მრავალი აპლიკაციიდან Google Calendar-ის უპირატესობა არის ის, რომ შეგიძლიათ არა ერთი, არამედ რამდენიმე კალენდარი შექმნათ. როგორც პერსონალური, რომელსაც მხოლოდ თქვენ ნახავთ, ასევე თქვენი კომპანიისთვის, სადაც ჩანიშნული ღონისძიებები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.



Google Drive ე.წ. "ღრუბლოვანი" ფაილსაცავია, რომელიც გაძლევთ საშუალებას ატვირთოთ, დაარედაქტიროთ და გაუზიაროთ სხვებს თქვენი დოკუმენტები ან სხვადასხვა ფორმატის ფაილები. მათზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან არის შესაძლებელი.

Business Starter-პაკეტით ყოველ თქვენს თანამშრომელს Gmail-ისა და Google Drive-ის 30GB-იანი ვერსიით შეუძლია ისარგებლოს, ხოლო Business და Enterprise ვერსიები 5TB-იდან ულიმიტომდე სივრცეს გთავაზობთ.

თუ Business Starter (G Suite Basic)-ით სარგებლობთ და 30GB არასაკმარისი მოცულობაა თქვენი კომპანიისთვის, "ჯეოსოფტი" მოცულობის გაზრდას მომენტალურად შეძლებს, იქნება ეს 20GB, 50GB თუ 1TB, რაც გაცილებით მომგებიანი შეთავაზებაა. დეტალებისთვის იხილეთ Geosoft.ge

თუ აქამდე Google Drive არ გამოგიყენებიათ, პირველი, რასაც მისი გაცნობისთანავე შეამჩნევთ, ძებნის ფუნქციონალია. სიახლე არ არის, რომ Google მსოფლიოში უმსხვილესი საძიებო სისტემის ავტორია, თუმცა Google Drive-ში მსგავსი აღმოჩენა ნამდვილად შთამბეჭდავია. თუ ფაილების დახარისხება თქვენი პრიორიტეტი არ არის, Drive-ის საძიებო სისტემა მარტივად მოგაძებნინებთ ფაილს თავისი ფორმატისა და შინაარსის მიხედვით. ასე რომ, Drive ნამდვილი მისწრებაა მათთვისაც, ვისაც დიდი რაოდენობით დოკუმენტები აქვს, მაგრამ მათი დახარისხებისთვის დრო არასდროს რჩება.


Google Docs, Google Slides და Google Sheets-ის შესაძლებლობების შესახებ სახელწოდებიდანვე გაიგებთ. ამ პროდუქტებს ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს. Docs და Sheets გაძლევთ საშუალებას, შექმნათ და დაარედაქტიროთ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, როგორც ტექსტური დოკუმენტები, ისე ცხრილები ბრაუზერში. თუკი უკვე არსებული დოკუმენტის ატვირთვა გსურთ, პრობლემას არც ეს წარმოადგენს. რაც მთავარია, თქვენ მიერ ატვირთული ყოველი Microsoft Word და Excel ავტომატურად რედაქტირებადი ხდება. ატვირთული Microsoft Office 365-ის დოკუმენტების რედაქტირება და მათზე კომენტარების დატოვება მათი კონვერტირების გარეშეც შესაძლებელია.

Google Workspace კომუნიკაციისთვისაც საუკეთესო ხელსაწყოა. იხილეთ მისი ფუნქციები თანამშრომლებთან ან პარტნიორებთან საკომუნიკაციოდ:

ახალი Google Chat-ი სრულადაა ინტეგრირებული როგორც Gmail-ის Web ინტერფეისში, ასევე Gmail-ის მობილურ ვერსიაში. ჩათიდან შესაძლებელია როგორც შეხვედრის ჩანიშვნა Room-ში (კორპორაციული ჩათ-ჯგუფი), ასევე Google Tasks-ში თასქების ჩაწერა. ამასთან, თითოეულ დოკუმენტზე შეგიძლიათ მონიშნოთ პასუხისმგებელი პირები. უკეთესი გამოცდილებისთვის, Google Chat-სWindows Desktop-ისთვის საკუთარი აპლიკაციაც აქვს.

ეჭვგარეშეა, რომ Google Meet-ი როგორც ინტერფეისით, ისე სისწრაფითა და სხვა ფუნქციებით ბევრად აღემატება Zoom-ს, Microsoft Teams-სა და Slack-ს. Meet-ი სრულად ინტეგრირებულია როგორც Gmail-თან, ისე Microsoft Outlook-თანაც, რაც გაძლევთ ვიდეოშეხვედრების ჩანიშვნის საშუალებას კალენდარში ტელეფონის Gmail-აპლიკაციიდან ან Chrome-ბრაუზერში Meet.now-ის აკრეფვით.



რომ შევაჯამოთ, Google Workspace შეიცავს ყველაფერს, რაც თქვენ და თქვენს ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს, კორპორაციული კომუნიკაციების, ინფორმაციის მართვისა და შენახვისთვის.

მცირე ბიზნესებისთვის Business Starter-პაკეტი ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მსხვილი ბიზნესების მფლობელებს ვურჩევთ Business Standard და Business Enterprise-პაკეტებს შორის გააკეთონ არჩევანი. დეტალურ ინფორმაციას Geosoft.ge Google Cloud Partner Georgia-ში მოგაწვდით. "ჯეოსოფტი" როგორც სერვისის მოწოდებას, ასევე არსებული რესურსების მიგრირებასა და შემდგომ მხარდაჭერას უზრუნველყობს Google Workspace-ის სერვისებზე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს