📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ მოვიფიქროთ და დავაყენოთ უსაფრთხო პაროლი ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი პაროლების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ინტერნეტის და სხვადასხვა აპლიკაციის მომხმარებელი თუ ხართ, ესე იგი, პაროლებსაც აუცილებლად იყენებთ. იცით, რომ პაროლი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად? - ალბათ, კი. მაგრამ, შესაძლოა, არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ მიერ გამოყენებული პაროლი მილიონობით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. არადა, ზოგჯერ გვგონია, რომ ზედმეტად ჩავხლართეთ ყველაფერი და ისეთი დაცულები ვართ, ვერასდროს ვერავინ შესძლებს ჩვენს აპლიკაციებში შეღწევას.

როდესაც თქვენ ქმნით პაროლს, ხშირად უშვებთ შეცდომას, რადგან კომბინაციას ლოგიკურად ალაგებთ. ნებისმიერი პაროლი, რომელიც ექვემდებარება ლოგიკას, სპეციალისტებისთვის მარტივად დასადგენი და ამოსაცნობია. შესაბამისად, თქვენი მონაცემები ყოველთვის მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ რჩება.

ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი პაროლების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

  • პაროლის მოფიქრებისას, გამოიყენეთ სიმბოლოების, დიდი და პატარა ასოების და ციფრების რთულად გამოსაცნობი კომბინაცია. სასურველია, პაროლი სულ მცირე 10-12 სიმბოლოსგან შედგებოდეს
  • არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა აპლიკაცისა თუ სისტემაში შესასვლელად
  • გამოიყენეთ ე.წ. ორმაგი ვერიფიკაციის ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში, მობილურ ტელეფონზე გეგზავნებათ კოდი, რომლის გარეშეც შესვლას კონკრეტულ აპლიკაციასა თუ ვებგვერდზე ვერავინ შეძლებს.
  • არ შეხვიდეთ საბანკო ან სხვა ანგარიშებზე გაურკვეველი მოწყობილობებიდან
  • ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ინტერენტს იყენებთ: მასობრივ თავშეყრის ადგილებში არსებული საჯარო ინტერნეტით თქვენს პირად ინფორმაციაში შეღწევა მარტივია. ამიტომ, მოერიდეთ, თუნდაც მობაილბანკის შემოწმებას ასეთი ინტერნეტის გამოყენებისას.
  • არ გაუზიაროთ არავის თქვენი პაროლი. შეგიძლიათ გამოიყენეთ სპეციალური პროგრამები, რომლებიც თქვენი პაროლების მართვასა და დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი - https://www.facebook.com/edufingeo/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია