როგორ შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემი ბიზნესი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

1) საუკეთესო ინგრედიენტების მოძიება

ჩვენ მულტივიტამინებს ვაწარმოებთ და Claude Code-ის დახმარებით, ორ კვირაში Shopify-ს შვიდი შიდა აპლიკაცია შევქმენით. ჩვენი სამეცნიერო და მარკეტინგის გუნდები ხელოვნურ ინტელექტს ნედლეულის შესაფასებლად და ალტერნატიული მომწოდებლების მოსაძიებლად იყენებენ, რათა შევამციროთ ხარჯები ან გავაუმჯობესოთ მომარაგების ქსელი. ის აანალიზებს კონკურენტების ფორმულების დეტალებს, რაც გვეხმარება პოზიციონირების გაძლიერებაში. მისი რეალური ღირებულება კი იმ დროით იზომება, რომელსაც ის ჩვენს გუნდს ინოვაციებისთვის უთავისუფლებს", – კატ შნაიდერი, Ritual-ის აღმასრულებელი დირექტორი.

2) უფრო სწრაფი და იაფი ფინანსური ოპერაციები

ჩვენ ბრენდების ინკუბატორი ვართ და სოლიდურ თანხას ვიხდიდით ფინანსური ოპერაციების პლატფორმაში, რომელიც იზოლირებული და ნელი იყო. მიმდინარე წლის დასაწყისში ის ნულიდან ავაწყვეთ მარტივი პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დახმარებით. ამ პროცესს სამი თვე დასჭირდა. ადრე ჩვენი ბიუჯეტისა და ფაქტობრივი მაჩვენებლების ანგარიში თვის დასრულებიდან 15-30 დღის შემდეგ მზადდებოდა. ახლა მას ყოველკვირეულად ვაწარმოებთ, მთლიანი სისტემა კი ძველის ღირებულების დაახლოებით მეათედი ჯდება", – ლინდსი ნიუტონი, A-Frame Brands-ის ფინანსური დირექტორი.

3) მარაგების გონივრული მართვა

ჩვენი პლატფორმა მომხმარებელს ავეჯით კეთილმოწყობილი ბინების მოკლევადიან ქირაობას სთავაზობს და ხელოვნური ინტელექტი ამ სისტემის მართვის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს პროცესი მოიცავს სტუმრებისთვის შესაბამისი ბინების უფრო ეფექტურად შერჩევას, ტარიფების რეალურ დროში ოპტიმიზაციასა და სტუმრებთან კომუნიკაციის გამარტივებას. დავრწმუნდი, რომ ტექნოლოგიის დანერგვას, როგორც წესი, მისი პრაქტიკული სარგებელი განაპირობებს. თუ ის სისტემას უფრო სწრაფსა და საიმედოს ხდის, ის ბიზნესის ფუნქციონირების ყოველდღიურ სტანდარტად იქცევა", – ბილ სმითი, Landing-ის აღმასრულებელი დირექტორი.

4) კომუნიკაციის დაჩქარება

როდესაც ბიზნესს მარტო მართავ, შენს მთავარ შეზღუდვას კაპიტალი ან კლიენტები კი არა, დრო წარმოადგენს. ხელოვნურმა ინტელექტმა ზრდისა და გუნდის შექმნის საშუალება მომცა. ჩვენ პოლიტიკური კამპანიების ტექნოლოგიურ პლატფორმას წარმოვადგენთ და სისტემაში დავნერგეთ ჩვენს კონკრეტულ სერვისებზე მორგებული ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესები და ბრძანებები, რომლებიც მოიცავს ინდივიდუალური შეტყობინებების დაგზავნას, ამომრჩევლებთან კომუნიკაციასა და ახალი კლიენტების მიღებასა და ადაპტაციას. ის, რასაც ადრე საათები სჭირდებოდა, ახლა წუთების განმავლობაში კეთდება", – ტრევის ტრევიკი, FullPAC-ის აღმასრულებელი დირექტორი.

5) მონაცემებთან მუშაობის სრულყოფა

ხელოვნური ინტელექტის მიერ მონაცემთა ანალიზმა ჩვენი გუნდები უფრო სწრაფი და ოპერატიული გახადა. გაცილებით რთული გამოწვევა ჩვენი მონაცემების, ინტელექტუალური საკუთრებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა აღმოჩნდა. თავდაპირველად ვსვამდით კითხვას, თუ რა ინფორმაციაზე შეგვეძლო მიგვეცა წვდომა ხელოვნური ინტელექტისთვის, მაგრამ ცოტა ხნის წინ ეს მიდგომა შევცვალეთ. ახლა სტანდარტულად ყველაფერზე ღია წვდომა გვაქვს და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვრავთ, თუ რა უნდა იყოს დაცული. ჩვენ ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესში ვართ, თუმცა გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების გასაღები თითოეულ გუნდში ამ მიმართულების ძლიერი ენთუზიასტის ყოლა იქნება", – ნიკოლ ოტო, Ruggable-ის აღმასრულებელი დირექტორი.

6) მცირე ზომის გუნდის შენარჩუნება დაბალი საკომისიოების უზრუნველსაყოფად

ჩვენ პირდაპირი ეთერიდან გაყიდვების პლატფორმა ვართ და ხელოვნური ინტელექტის წყალობით ვახერხებთ, შევინარჩუნოთ მცირერიცხოვანი გუნდი, რაც თავის მხრივ დაბალ საკომისიოებს განაპირობებს. შედეგად, Palmstreet-ის გამყიდველები მეტ მოგებას იტოვებენ, დაწყებული პროდუქტის განვითარების დაჩქარებითა და მომხმარებლის ქცევის ანალიზით, დამთავრებული რისკების კონტროლითა და სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, ხარისხის დათმობის გარეშე ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად. ჩვენ ერთი მარტივი მიდგომა დავინერგეთ: თუ რაიმე რუტინულია და მცირე შემოქმედებით ძალისხმევას მოითხოვს, მისი ეფექტიანობის გასაზრდელად ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ", – ჩენ ლი, Palmstreet-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი