საქართველოს ეკონომიკის ხსნა გაციფრულებაშია! ყველა სტარტაპერს მოვუწოდებ დღესვე მიაშურონ უახლოეს "ლიცენზირებულ" საბროკერო კომპანიას
By რაულ კახაძე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველომ თანამედროვე მსოფლიოში ადგილი დაიმკვიდრა ხმლითა და კალმით. ახლა დროა ჩვენს შეიარაღებას დავამატოთ "სოფტები" და ახალი სიტყვა ვთქვათ კოსმოსის ათვისების ეპოქაში.
დიახ არ მოგესმათ, საქართველოს ეკონომიკის ხსნა გაციფრულებაშია. ქართულის და ქართველობის საზღვრებს მიღმა გასატანად სასწრაფოდ უნდა გავციფრულდეთ.დავივიწყოთ მაკულატურა და გადავერთოთ სერვერებზე. რა თქმა უნდა პროცესი დაწყებულია,მაგრამ ტემპი არასაკმარისია. ბევრი სახელმწიფო თუ კერძო პროგრამაა ამ კუთხით ჩაშვებული,რაც თავისთავად კარგია, მაგრამ არასაკმარისი.
უნდა გავაციფრულოთ სკოლები,ბიბლიოთეკები სავადმყოფოები და ყველა ის სტრატეგიული ინსტიტუტი,რომლებიც ქყვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიების საუკუნეში გაციფრულების მნიშვნელობაზე საუბარი სათაკილოც კია,მაგრამ ამის გამეორება და მოწოდება არ უნდა მოგვბეზრდეს მანამ სანამ მხოლოდ ტელეფონები კი არ გვექნება ჭკვიანი,არამედ მათ ჭკვიანურად გამოყენებას არ დაიწყებს მთელი ერი!
სასწრაფოდ გასაციფრულებელია საქართველოს საფონდო ბირჟა, რაზეც გადის ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების საზღვარი. კაპიტალ ბაზრის გარეშე სასიკვდილოთაა განწირული ათასობით იდეა და სტარტაპი. ერთეულების "სილიკონ ველიზე" მოხვედრა და გამართლებული სტარტაპერობა ვერ უშველის ქვეყანას. სტარტაპერების "აღზევება" ფინანსების მოძიებაზე გადის ფინანსების მოძიება კიდევ ფასიანი ქაღალდების განვითარებასა და გაციფრულებაზე.
ყველა სტარტაპერს მოვუწოდებ დღესვე მიაშურონ უახლოეს "ლიცენზირებულ" საბროკერო კომპანიას (რომელთა რაოდენობა სულ ხუთია) რათა, რაც შეიძლება მეტი "დაფინანსების მაძიებელი" ჩაწვდეს, როგორც საფონდო ბირჟის წინაშე არსებულ გამოწვევებს ასევე მეტმა ადამიანმა აიმაღლოს ხმა ნებსით თუ უნებლიედ დაგროვებული მარტივად გადასაჭრელი პრობლემების წინაშე.
მიმართეთ საბროკერო კომპანიებს მოითხოვეთ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე (საფონდო ბირჟა) ვაჭრობის დასაწყებად ანგარიშის გახსნა, არ დანებდეთ თქვენს წინაშე წარმოდგენილ მაკულატურების დასტას და ბოლომდე მიიყვანეთ საქმე.
გამბედაობა და მოთმინება თუ გეყოფათ თქვენი სტარტაპისთვის ფინანსების მოზიდვის მიზნით "დაუკვეთეთ" საფონდო ბირჟაზე დალისტვის სერვისი. თქვენ ამ რთულ გზაზე მოგიწვეთ მაკულატურისა და ბიუროკრატიის ბარიკადების გადალახვა, მაგრამ რისი სტარტაპერი და ანტრეპრენერი ხართ თუ ამ ყველაფერს შეუშინდით?
ყველა დაბრკოლებაზე ერთჯერადად საუბარი არ ღირს,მაგრამ ვიწვევ ყველა ანტრეპრენერს,რათა დღესვე დაიწყონ ყველაზე მძლავრი ფინანსური ინსტრუმენტის ე.წ საფონდო ბირჟის ანი ბანის შესწავლა, პრობლემების გამომზეურება და მათი გადაჭრის გზების ძებნა.