''სკრინინგის მოდული'' Covid-19-ის მონაცემთა ეფექტური მართვისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"სკრინინგის მოდული" "ქლაუდ" ვებ-აპლიკაცია Fertimo-ს პლატფორმაზე დაყრდნობით ცოტა ხნის წინ შეიქმნა. მის მიზანს Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებისა და ვირუსის გავრცელების მონიტორინგის ეფექტურად მართვაში, სახელმწიფოს და ბიზნესების მხარდაჭერა წარმოადგენს. სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებული კომპანია "ღრუბლოვან" ERP სისტემა www.Fertimo.com-ზე მარტივი პროცედურის გავლით რეგისტრირდება. ინფორმაცია 4 სავალდებულო ველის შევსების შემდეგ დაცულ "ქლაუდ" სერვერებზე ინახება. სისტემა უკვე წარმატებით გაეშვა და მასში 25-ზე მეტი კომპანია მუშაობს. ნებისმირი მოწყობილობიდან და სხვადასხვა ბრაუზერიდან წვდომა, "სკრინინგ მოდულის" სისტემაში მუშაობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის და ორგანიზაციებს მის დანერგვას უმარტივებს. თუ რას გულსხმობს კონკრეტულად ახალი "სკრინინგის მოდული" და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ის, Fertimo.com-ის დამფუძნებელი შოთა კვარაცხელია დეტალურად განგვიმარტავს:
"ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რათა დაეხმაროს ქართულ ბიზნესს და საზოგადოებას მიმდინარე კრიზისის იოლად დაძლევაში. "სკრინინგის მოდული" ერთ-ერთი გადაწყვეტილებაა რაც შევქმენით. ის მთავრობასა და საზოგადოებას სკრინინგის მონაცემების ეფექტურად აღრიცხვაში დაეხმარება. მოგეხსენებათ, ახალი რეგულაციების თანახმად მთავრობამ რიგბიზნესებს დაავალა, აღრიცხოს ვიზიტორებისა და თანამშრომლების სხეულის ტემპერატურა, სიპტომები. ასევე, გამოჰკითხოს იმყოფებოდნენ თუ არა ისინი დაავადებულ ან კარანტინში მყოფ პირებთან კონტაქტში. არსებული მოთხოვნის თანახმად ეს ინფორმაცია უნდა ჩაიწეროს ჟურნალებში. ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში ძალიან რთულად ხელმისაწვდომი იქნება, რადგან საუბარია უამრავ კომპანიაში ათასობით ინდივიდუალურ ჟურნალში, ყოველდღიურად ასობით ათასი ჩანაწერის გაკეთებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენმა კომპანიამ შევქმენით ERP სისტემა www.fertimo.com-ისთვის "ქლაუდ" ვებ აპლიკაციის მოდული, სადაც კომპანიებს შეუძლიათ აღრიცხონ Covid-19-ის სკრინინგ მონაცემები. თანაც ძალიან მარტივად, თუნდაც მობილური ტელეფონით. ამით ვეცადეთ, ჩვენი სერვისის მომხმარებელი კომპანიებისათვის სამუშაო პროცესი ბევრად გაგვემარტივებინა.
გამოვთქვამთ მზაობას, რომ ცენტრალურ ბაზაზე წვდომა მიეცეს შესაბამის სახელმწიფო უწყებას, რაც დაეხმარება მას, სწრაფად და ეფექტურად მიიღოს ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე რეგულაციების თანახმად ჟურნალებსა და თაროებზე უნდა დაილექოს. ასევე, შესაძლებელია ეს გაკეთდეს არა მხოლოდ ჩვენი სერვისით მოსარგებლე კომპანიებისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისათვის. შეგროვებული მონაცემები სათანადო სტატისტიკური დამუშავების შემთხვევაში საშუალებას მოგვცემს, დროულად გამოვლინდეს რისკ ჯგუფები და გაადვილდეს მიკვლევადობაც.
ეს ჩვენ ყველას ერთად დაგვეხმარება, წარმატებით დავძლიოთ მიმდინარე გამოწვევები. ბიზნესმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად ოპერირება კი ეფექტურად გააგრძელოს.
ამაში ჩვენ ანაზღაურებას არ ვითხოვთ. თუ სახელმწიფო ინტერესს გამოთქვამს, მზად ვართ უსასყიდლოდ დავეხმაროთ", - აცხადებს შოთა კვარაცხელია.