Get All Access for $5/mo

Tesla ბიტკოინით ანგარიშსწორებას განაახლებს თებერვალში, Tesla-მ ბიტკოინში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით, კომპანია ბიტკოინით ანგარიშსწორებას განაახლებს. მისი თქმით, ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავტომწარმოებელი კრიპტოვალუტის მაინინგის ენერგომოხმარების სტრუქტურულ ცვლილებებსა და ეკოლოგიურობაში დარწმუნდება.

21 ივლისს გამართული B World-ის კონფერენციის შემდეგ, მასკმა განაცხადა, რომ ბიტკოინის მაინინგის პროცესები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და განვითარდა. ამ ეტაპზე, Tesla-ს სურს სიღრმისეულად გაეცნოს კრიპტოვალუტის მოპოვების ენერგეტიკულ დეტალებს და საბოლოო გადაწყვეტილება ამაზე დაყრდნობით მიიღოს.

"მინდა პირადად დავრწმუნდე იმაში, რომ ბიტკოინის მაინინგის 50% ან მეტი, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით ხორციელდება. ვისურვებდი, ეს ტენდენცია მზარდი იყოს და კრიპტოვალუტების მოპოვება მეტად ეკომეგობრული პროცესი გახდეს. ასეთ შემთხვევაში, Tesla მზადაა, ბიტკოინით ანგარიშსწორების გასაახლებლად შემხვედრი ნაბიჯი გადადგას", − განაცხადა ილონ მასკმა.

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა ისიც, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ციფრული აქტივების მიღმა, მას პირადი დანაზოგის დიდი ნაწილი, სწორედ ბიტკოინში, Ethereum-სა და Dogecoin-ში აქვს დაბანდებული.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, Tesla საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობს კრიპტოვალუტების სამყაროში.

თებერვალში, Tesla-მ ბიტკოინში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მალევე, ელექტრომობილების მწარმოებელმა, მომხმარებელს ახალი ავტომობილების კრიპტოვალუტით შეძენის შესაძლებლობა შესთავაზა. მოგვიანებით, მასკი Dogecoin-ით ანგარიშსწორებაზეც ალაპარაკდა. მაისში, ილონ მასკმა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა ბიტკოინის მაინინგი და მის მიერ გამოწვეულ ეკოლოგიურ ზიანს გაუსვა ხაზი, რასაც კომპანიის მხრიდან ბიტკოინის საგადახდო საშუალებად გამოყენების შეჩერება მოჰყვა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, Tesla-ს სტეიკჰოლდერების დიდი ნაწილი, კრიპტოვალუტის აქტიური გამოყენების იდეას თავიდანვე არ იზიარებდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამის თაობაზე. მეორე მხრივ, ასეთ მოკლე ვადაში, მსგავსი მასშტაბური ცვლილებების განხორციელება კომპანიის ფინანსურ სტაბილურობაზე არცთუ დადებითად ისახებოდა.

საპასუხოდ, Tesla-მ განაცხადა, რომ მათ საკუთრებაში არსებული ბიტკოინების გაყიდვას არ აპირებდნენ, ხოლო კრიპტოვალუტის საგადახდო საშუალებად გამოყენებას მას შემდეგ განაახლებდნენ, რაც მაინინგი განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადაერთვებოდა და ბუნებაზე ნეგატიური გავლენა მინიმუმ 50%-ით შემცირდებოდა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"