Get All Access for $5/mo

Threads - როგორია ზაქერბერგის ხედვა მომავლის სოციალურ ქსელზე?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Threads, an Instagram app – ასე ჰქვია Meta-ს ახალ სოციალურ ქსელს, რომელიც ოფიციალურად ხელმისაწვდომი 6 ივლისს გახდა და დღითი დღე იზრდება მისი პოპულარობა.

Threads-ი რომ Twitter-ისთვის კონკურენციის გასაწევად შეიქმნა, ამაზე არავინ დავობს. ამის გამო სოციალურ ქსელ Twitter-ზე ზაქერბერგისა და მასკის დაპირისპირებაც ვიხილეთ, რაც საბოლოოდ ოპონენტების რინგზე გამოწვევით დასრულდა.

თუმცა, რომ დავუბრუნდეთ Threads-ს, ის, რაც მას ნამდვილად გამოარჩევს, ინტუიციური ინტერფეისია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შექმნან და გააზიარონ ლაკონიური სტილის პოსტები. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარ აუდიტორიას ეფექტიანად მიაწოდონ იდეები ვიდეოს, აუდიოსა და ბმულების სახით.

Threads-ზე საუბრისას მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს ისიც, რომ იგი ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო აპლიკაცია გახდა, რომელმაც სულ რაღაც 5 დღეში 100 მილიონი მომხმარებელი მოაგროვა.

შედარებისთვის, აი, რა დრო დასჭირდათ სხვადასხვა პლატფორმასა და ტექნოლოგიას 100 მილიონი მომხმარებლის მოსაპოვებლად: ChatGPT (2 თვე), TikTok (9 თვე), Instagram (2,5 წელი), WhatsApp (3,5 წელი), Twitter (5 წელი), ინტერნეტი (7 წელი) და ტელეფონი (75 წელი).

როგორ მოახერხა Threads-მა სწრაფი ზრდა ასე მოკლე დროში?

  • მარტივი რეგისტრაცია – ვინაიდან აპლიკაცია დაკავშირებულია თქვენს Instagram-ანგარიშთან, Threads-ის ანგარიშის შექმნა და მართვა ძალიან მარტივი და ეფექტიანი გახადა. რაც გჭირდებათ, ეს მხოლოდ 10 წამის გამონახვაა Threads-ზე მოსახვედრად.
  • ნაკლები ბიუროკრატია – თქვენ არ გჭირდებათ მომხმარებლის სახელი, პაროლი, პროფილის ფოტო – ეს ყველაფერი პირდაპირ იდენტურია თქვენს Instagram-ანგარიშთან.
  • UI-დიზაინი – პლატფორმის UI-დიზაინის ინტენსიურად მზარდმა პოპულარობამ სურვილი გაუჩინა სხვადასხვა მომხმარებელს შეუერთდნენ Threads-ს.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი რეალურია, აპლიკაცია ჯერ კიდევ ძალიან მინიმალისტურია: არ არის ჰეშტეგები, თქვენ არ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ გამოქვეყნებული პოსტები და კომენტარები. არ არის ე.წ. "ტრენდული გვერდი", ძიების ფუნქციონალი შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ ანგარიშების მოსაძებნად, ასევე, Meta-ს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია სოციალური ქსელის ვებპლატფორმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ Threads უზრუნველყოფს პერსონალიზებულ და ინტერაქტიულ გამოცდილებას მისი სარეკომენდაციო AI-ის მეშვეობით. მომხმარებლის ქცევის, ინტერესებისა და კავშირების ანალიზით, პლატფორმა ამუშავებს მორგებულ არხს, წარუდგენს მომხმარებლებს პოსტებსა და საუბრებს, რომლებიც შეესაბამება მათ პრეფერენციებს.

თუმცა, მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ისინი ნაკლებ პოსტს ხედავენ იმ ანგარიშებიდან, რომლებიც მათ აქვთ გამოწერილი, ვიდრე Threads-ის ალგორითმის მიერ შერჩეული, რაზეც ადამ მოსერიმ (ინსტაგრამის ხელმძღვანელმა) განაცხადა, რომ სოციალური ქსელის მთავარი გვერდის გაუმჯობესება მომავლის გეგმებს შორისაა, იმ სხვა ძირითად ფუნქციებთან ერთად, როგორებიცაა რედაქტირებადი თემები, თარგმანი სხვადასხვა ენაზე და გადართვა მრავალ Threads-ანგარიშებს შორის.

შეშფოთება კონფიდენციალურობასთან და მომხმარებლის მონაცემებთან დაკავშირებით

  • Threads ძალიან ბევრ მონაცემს აგროვებს − Threads-ის მიერ შეგროვებული მონაცემები მოიცავს ვებგვერდების ნახვის ისტორიას, ფიზიკურ მისამართებს, ჯანმრთელობისა და ფიტნესინფორმაციას და სხვა საკონტაქტო დეტალებს, რომლებიც არ არის შეგროვებული რამდენიმე სხვა სოციალური მედიის კონკურენტების მიერ.
  • თქვენი Threads-ანგარიშის წასაშლელად აუცილებელია წაშალოთ საკუთარი Instagram-პროფილი − მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი Threads-ანგარიშის დეაქტივაცია, იმისათვის, რათა მთლიანად წაშალოთ იგი, ამავე დროს უნდა წაშალოთ თქვენი Instagram-ანგარიშიც.

ოფიციალური ინფორმაციით გაურკვეველია რატომ შეიქმნა Threads. მაგრამ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს Twitter-თან კონკურენციის მცდელობაა, თუმცა ზოგიერთი მათგანის აზრით ეს Instagram-ზე მომხმარებლების ჩართულობის შენარჩუნების საშუალებაა. როგორიც უნდა იყოს მიზეზი, Meta-სთვის Threads საკმაოდ წარმატებულ პროექტად იქცა და მილიონობით მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო.

მაგრამ რას ფიქრობს Threads-ის შესახებ ილონ მასკი?

"Threads ხელს უწყობს სოციალური მედიის მონოპოლიზებას. მე ვაპირებ Meta-ს ვუჩივლო Threads-ის გამო". პლატფორმის გაშვების დღიდან ილონ მასკი Threads-ს კრიტიკულად აფასებს. მან ასევე Meta დაადანაშაულა Threads-ის Twitter-თან კონკურენციის მიზნით გამოყენებაში და გარდა ამისა, გააკრიტიკა პლატფორმის ალგორითმის სისტემა, რომელსაც იგი უსარგებლოდ მიიჩნევს. მასკი ასევე დაემუქრა Meta-ს, რომ აუცილებლად შეიტანს საჩივარს მის წინააღმდეგ.

მართალია, გაურკვეველია მასკი ნამდვილად შეიტანს თუ არა საჩივარს Meta-ს წინააღმდეგ, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, რომ Twitter-ის იურისტებმა უკვე წერილიც კი გაუგზავნეს ზაქერბერგს, სადაც კომპანია ირწმუნება, რომ Meta Twitter-ის სავაჭრო საკუთრებას უკანონოდ იყენებს. იმის სანახავად, თუ რით დასრულდება Twitter-სა და Meta-ს შორის გაჩაღებული ორთაბრძოლა, ისღა დაგვრჩენია თვალი ვადევნოთ განვითარებულ მოვლენებს. მანამდე კი არ დაგავიწყდეს, აუცილებლად გამოგვყვე ჩვენს Threads-ის გვერდზე!

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"