Get All Access for $5/mo

Top 5 პროდუქტი Travel Guide-ზე გაეცანით გამოცდილებითი ტურიზმის 5-ეულს თბილისში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Georgia.Travel

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება ყველა ინდუსტრია, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ კი ტურისტთა და მოგზაურთა 90% აღარ იყენებს ტურისტული სააგენტოების მომსახურებას. თვითდაგეგმილი ტურის დროს ბევრ სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან: ინფორმაციის ნაკლებობა ან ჭარბად არსებობა, საფეხმავლო ტურების არარსებობა, არაპატიოსანი ადგილობრივი გიდები, ტაქსის მძღოლები და ა.შ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენს გუნდთან ერთად, შეგვექმნა Travel Guide App, რომელიც მოგზაურებს უმარტივებს ტურის დაგეგმვას, ქალაქების დათვალიერებას უფრო სასიამოვნოს ხდის და საშუალებას აძლევს სხვადასხვა სახის მომსახურება ერთ აპლიკაციაში მოძებნოს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ გამოცდილებითი ტურიზმის მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებზე, რომლებსაც ტურისტებთან საკომუნიკაციო არხები ნაკლებად აქვთ განვითარებული.

პლატფორმა მომხმარებელს მსოფლიოს ქალაქებისა და აქ არსებული მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ აწვდის მრავალფეროვან ინფორმაცის, როგორც წერილობითი კონტენტის, ასევე აუდიო და ვიდეო გაიდების ფორმით. აპლიკაციის ერთ-ერთ საუკეთესო ფუნქციას GPS შეტყობინებები წარმოადგენს, რაც ტურისტს ქუჩაში სიარულისას ავტომატურად აწვდის ინფორმაციას ირგვლივ მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ. აპლიკაცია ტურისტს დაჯავშნის შესაძლებლობასაც აძლევს, რაც მის მოგზაურობას უფრო მარტივს, სასიამოვნოსა და ხელმისაწვდომს ხდის.

გვსურს წარმოგიდგინოთ გამოცდილებითი ტურიზმის ტოპ 5-ეული, რომელიც Travel Guide-ის აპლიკაციაში ყველაზე მოთხოვნადია თბილისში. ეს, გარკვეულწილად, გვანახებს გამოცდილებითი ტურების ტენდენციებს ერთი ქალაქის მაგალითზე:

  • პირველ ადგილზე თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი სოლოლაკია, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს მთელი წლის განმავლობაში. აქ საექსკურსიო ტურს ტურისტებისთვის ადგილობრივი მასპინძლები უზრუნველყოფენ.
  • მეორე ადგილზეა ქართული ტრადიციული ღვინისა და კერძების მასტერკლასი, რომელსაც მცირე საოჯახო ოპერატორი ატარებს.
  • მესამე ადგილს იკავებს შოპინგ ტური დიზაინ სტუდიებში, სადაც ქართველი დიზაინერები ტურისტებს საკუთარ სახელოსნოში მასპინძლობენ.
  • მეოთხე ადგილზეა ტურისტებისთვის საინტერესო და სასიამოვნო აივნიანი ქალაქის ტური, სადაც პროფესიონალი ფოტოგრაფების გარდა, ბევრი ტურისტი იღებს ფოტოს, მათ გიდობას კი ადგილობრივები უწევენ.
  • მეხუთე ადგილს დამთვალიერებლებისთვის თბილისის მე-20 საუკუნის არქიტექტურული ნამუშევრების ტური იკავებს.

გარდა ამისა, დამსვენებლებს ხიბლავს ქალაქის ძველი სადარბაზოების ტური და ასევე, ხელსაქმის მასტერკლასები, ცნობილ ხელოვანთა სახელოსნოში. მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ გამოცდილებით ტურიზმში ძირითადად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც თავისი საყვარელი საქმიანობის კეთებით დამატებით ეკონომიკურ სარგებელსაც იღებს.

გამოცდილებითი ტურიზმი ეს არის ახალი ტრენდი, რომელმაც ბოლო დროს პოპულარობა მოიპოვა. ეს განაპირობა გაზიარების ეკონომიკამ, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა არა მხოლოდ აპარტამენტებისა და ტრანსპორტის დროებით სარგებლობა, არამედ ზოგადად ტურისტული ინდუსტრია შეცვალა. გაჩნდა მოთხოვნა ნამდვილ მასპინძლობაზე, სადაც სტუმარს ადგილობრივი მასპინძელი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს.