Get All Access for $5/mo

Webapp - ქართული სტარტაპი, რომელიც Startup Lithuania-ს კონკურსში მსოფლიოს 10 საუკეთესო სტარტაპში მოხვდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული Software Development-კომპანიაWebapp-ი Startup Lithuania-ს კონკურსის Startupcation გამარჯვებული გახდა და მსოფლიო მასშტაბით 10 საუკეთესო სტარტაპში მოხვდა. სტარტაპი ვილნიუსში სექტემბერში გაემგზავრება და ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცემათ, შეისწავლონ ევროპული ბაზარი, შეხვდნენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებს, გაეცნონ მნიშვნელოვან ბიზნესცენტრებს და მიიღონ მონაწილეობა ინოვაციების ხელშემწყობ სხვა პროექტებში.

გასულ წელს ლიეტუვურ სტარტაპებში 428 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიეტუვა, განსაკუთრებით კი ვილნიუსი, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ადგილია. აქედან გამომდინარე, კონკურსში გამარჯვებულ ქართულ სტარტაპს გაუჩნდება პერსპექტივა, პირადად შეხვდეს ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მასშტაბირებასა და ევროპული ბაზრების ათვისებაში."ლიეტუვის კონკურსში გამარჯვებას რამდენიმე დატვირთვა აქვს: პირველი სასიხარულო და საპასუხისმგებლო ფაქტი არის ის, რომ მსოფლიოს გარშემო მხოლოდ 10 სტარტაპს ირჩევდნენ და მათ შორის მოვხვდით ჩვენც. ვილნიუსში შევხვდებით ადგილობრივ და სხვა ქვეყნებიდან მოწვეულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, გავცვლით ინფორმაციასა და ბიზნესკონტაქტებს. ამასთან, აღნიშნული პროგრამა დაგვეხმარება სერვისის ექსპორტის საკითხებშიც − მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი პროდუქტი გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ვიმუშაოთ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებზე", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს Webapp-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ლევან მესხიშვილი.

Startup Lithuania-ს პროექტში გამარჯვებასთან ერთად, Webapp-ი Skillshare-ის საერთაშორისო კონკურსის რჩეული გახდა და რამდენიმე ქართულ სტარტაპთან ერთად, 2022 წლის სექტემბერში პოლონეთშიც გაემგზავრება. ტრენინგებთან ერთად, წარმატებულ ქართველ სტარტაპერებს ექნებათ შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან და მიეცემათ შესაძლებლობა, გახადონ მომსახურება უფრო გლობალური. ლევან მესხიშვილის განმარტებით, ლიეტუვისა და პოლონეთის სტარტაპ-ვიზიტები დაეხმარება გუნდს, განსაზღვრონ სამომავლო პერსპექტივები და სამიზნე სეგმენტად აირჩიონ ქვეყანა, სადაც პროდუქტის წარმატებით დანერგვას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წარმატებების გარდა,Webapp-მა 2021 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 100 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა და მიღებული ინვესტიციით სერვისი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

Webapp ქმნის საერთაშორისო დონის ციფრულ პროდუქტებსა და პროექტებს. ერთი მხრივ, სტარტაპი სხვადასხვა ე.წ. ნიშური სეგმენტის ბიზნესებს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფით ემსახურება, მეორე მხრივ კი მუშაობს ინდივიდუალურ შეკვეთებზე. თითოეული პროგრამული უზრუნველყოფა მათთან კომუნიკაციის შედეგად ვითარდება − კომპანია მიდის ადგილზე, აანალიზებს პროცესებს, იგებს მომხმარებელთა საჭიროებებს და ამის შესაბამისად ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტს. ასევე, კომპანია მცირე და მსხვილ ორგანიზაციებს ეხმარება ბიზნესმოდელის შემუშავებასა და პროექტების განხორციელებაში. ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა, კონსულტაციები პროექტების მენეჯმენტში, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება/დახვეწა, ორგანიზაციული მართვა და სხვა − ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რასაც Webapp-ის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული პროდუქტი ბიზნესს საშუალებას აძლევს, გაზარდონ გაყიდვების რაოდენობა და მნიშვნელოვნად შეამცირონ ხარჯები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

სტარტაპი ამჟამად ემსახურება 300-მდე ორგანიზაციას და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ამ დრომდე განხორციელებული საქმიანობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ის აპლიკაციები, რომლებიც კომპანიებს ეფექტურად მუშაობაში ეხმარება და ამასთან, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მიიღოს მისთვის საჭირო სერვისი თუ მომსახურება:

  • Beautyapp − პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სალონებს, ესთეტიკური მომსახურების ცენტრებსა და სხვა ბიზნებეს საშუალებას აძლევს, ერთ პლატფორმაზე მარტივად მართონ შიდა პროცესები.
  • Dentalapp − პლატფორმა, რომელიც ამარტივებს სტომატოლოგიურ მომსახურებას და კომპანიას აძლევს საშუალებას, დაზოგოს დრო და ფინანსები.
  • Propertyapp – სამშენებლო/საკონსტრუქციო სერვისები და გაყიდვების შემდგომი მომსახურება ერთ სივრცეში.

გარდა აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფებისა, "ვებაპი" მუშაობს რამდენიმე სხვა პროექტზეც, რომლითაც სხვა ბიზნესებსაც გაუმარტივებს ყოველდღიურობას. ამასთან, მალე დაანონსდება პორტალები, რომელიც უშუალოდ ბიზნესების მომხმარებლებისთვის იქნება შექმნილი და მათ ერთიან სივრცეში მოუყრის თავს.

Webapp-ში სჯერათ, რომ ნებისმიერი სამუშაო პროცესის გამარტივებაა შესაძლებელი ტექნოლოგიებით და ამის მიღწევა კვალიფიციური გუნდითა და მომხმარებლებზე მორგებული მიდგომითაა შესაძლებელი. ლევან მესხიშვილის განმარტებით, ერთგული მომხმარებლები ყველაზე მეტად აფასებენ იმას, რომ თითოეული პროგრამული განახლება ხორციელდება მომხმარებელთა შეფასების შედეგად − Webapp ისმენს მათ უკუკავშირს და ითვალისწინებს მომხმარებლის ხედვას − რა სახის დამატებითი ფუნქციონალი გაამარტივებდა მათ საქმიანობას. "ყველა კლიენტთან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა და ვცდილობთ, უმაღლესი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ. როდესაც მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა ჩავატარეთ, 80%-იანი მაჩვენებელი მივიღეთ, რაც ნამდვილად დასაფასებელი და სასიხარულოა. წლის ბოლომდე გვსურს ეს მაჩვენებელი 90%-მდე, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 500 ორგანიზაციამდე გავზარდოთ", − აღნიშნავს ლევან მესხიშვილი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი